”ბრაბუსმა” 850 ცხენის ძალის მქონე 6,0 Biturbo-ვერსიის სახით ყველა დროის ყველაზე მძლავრი E-კლასი შექმნა
უმძლავრესი ”E-კლასი” ვიზუალურად ”ბრაბუსისთვის” დამახასიათებელი ნიშნებით გამოირჩევა: აგრესიული დიზაინი, აეროდინამიკული დანამატები და, რა თქმა უნდა, “B” ”მერსედესის” ლოგოს ნაცვლად, რომელიც შავ ფერში გადაწყვეტილ ცხაურას ამშვენებს.
სერიული 5,5 ლიტრის ნაცვლად, V8-ძრავის მოცულობა ახლა 6 ლიტრია. გაზრდილი მუხლა ლილვითა და ორი ტურბინით ”ბრაბუსმა” ამ აგრეგატში 850-ცხენისძალიანი სიმძლავრე მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველა დროის ყველაზე მძლავრი ”E-კლასია”. აქამდე, ”ბრაბუსის” ”E-კლასის” მაქსიმუმი 800 ცხენის ძალა გახლდათ. ბრუნის მაქსიმალური მომენტი კი ახლა უკვე 1150 ნიუტონმეტრია და ჩვენი გერმანელი კოლეგები ირწმუნებიან, რომ 1450 ნმ-ც შესაძლებელი ყოფილა.
ასეთი მონაცემებით ტოპ-E 100 კმ/სთმდე (სრული ამძრაობით) 3,1 წამში უნდა აჩქარდეს, უკანაამძრავიან ვერსიას კი ექვსი მეათედით მეტი დასჭირდება. მაქსიმალურ სიჩქარედ 350 კმ/სთ-ია მოცემული. ტიუნერმა გამოსაბოლქვ სისტემაზეც იმუშავა - სარქველების მართვისა და რეგულირებადი ხმის მეშვეობით მას ორი რეჟიმი აქვს: Coming-Home და Sport-Option.
მხოლოდ ტექნიკის პაკეტი, ძრავით, გამოსაბოლქვი სისტემითა და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტებით 83 181 ევრო ღირს. Brabus 850 6.0 Biturbo-ს სრული ფასი კი დაახლოებით 295 000 ევროა - გააჩნია კომპლექტაციასა და კონფიგურაციას.