როგორც იქნა: დიდი ოპელი მოდის!
15.05.2014
ასეთი მნიშვნელოვანი სიახლე ”ოპელს” დიდი ხანია, აღარ ჰქონია: რიუსელსჰაიმელები სამოდელო რიგს დიდი ქროსოვერით განაახლებენ

Monza SUV: ჯერ-ჯერობით უცნობია, დატოვებენ თუ არა ამ სახელს. ის კი ცხადია, რომ ეს ”ოპელი” მართლაც გამოვა და, თანაც, რიუსელსჰაიმში აწარმოებენ. ვარაუდობენ, რომ საწყისი ფასი 26 000 ევრო უნდა იყოს. ცნობისათვის, Insignia ამაზე დიდად იაფი არ არის

სტრატეგია
Auto Bild
ეს კაცი სოციალურ ქსელ ”თვითერზე” თითქმის ყველაფერს წერს - თითოეულ შიდასტრატეგიულ შეხვედრასაც კი პოსტავს. ”ოპელის” შეფმა კარლ-თომას ნოიმანმა, შესაძლოა, მალე თავისი დღის წესრიგიც კი ქვეყანას გააცნოს, თუმცა საქმე აქამდე ჯერ არ მისულა. ჩვენ კი გამოვააშკარავეთ ის სენსაცია, რომელსაც ”ოპელი” ახლო მომავალში გეგმავს: რიუსელსჰაიმელები ახალ ტოპ-მოდელზე მუშაობენ. ოღონდ, ისეთზე კი არა, როგორიც ერთ დროს საშუალო კლასის წარუმატებელი Signum იყო (იხილეთ მომდევნო გვერდი), არამედ ქალაქის მოზრდილ SUV-ზე, ქროსოვერზე, რომელსაც თვალისმომჭრელი დიზაინი და კომფორტულ-პრაქტიკული ინტერიერი ექნება. რაც ყველაზე მთავარია, ”ოპელი” ამ მანქანის წარმოებას რიუსელსჰაიმის ქარხანაში გეგმავს - იქ, სადაც General Motors-მა ახლახან 230 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია ჩადო, 2017 წელს კი ერთ ამდენს კიდევ დააბანდებს.
”ოპელი” თავის მოდელებს ბოლო დროს სტაბილურად ყიდის, ფრანკფურტის ავტოშოუზე ნაჩვენებმა ”მონცამ” უდიდესი ეიფორია გამოიწვია, თანაკონცერნელი ”შევროლე” კი ევროპიდან გასვლას გეგმავს - ეს ყველაფერი ნოიმანისთვის და მისი სტრატეგებისთვის ზურგის ქარივითაა. ახალი ”კორსას” (შემოდგომიდან) და ”ასტრას” (2015 წლიდან) გარდა, დიდ ქროსოვერამდე ”ოპელი” მინი-მინივენსაც გამოუშვებს, რომელმაც 2016 წლიდან ”შევროლეს” კლიენტები უნდა გადაიბიროს ”ფოლკსვაგენის” Up-სერიის კონკურენტი უნდა გახდეს.

დიზაინი

როგორც ჩანს, ”ოპელის” დიზაინერებს ”მონცას” ჩვენების დროს დამსახურებული აპლოდისმენტები ახლაც ჩაესმით, რადგან მისი სტილის უმთავრესი ელემენტები სერიულ წარმოებაშიც გადააქვთ. საჰაეროები, ელეგანტური ქრომით დამშვენებული ცხაურა, მძაფრი დიზაინის მქონე მაშუქები - ”მონცა” ქროსოვერად ცოცხლდება! ცნობილია ისიც, რომ ახალი ტოპ-მოდელი, რომელსაც შინაურულად Monza SUV-ს უწოდებენ, არცისე მაღალი იქნება - უფრო კუპესებრი უნდა იყოს, ვიდრე ოფროუდერი.


ტექნიკა

აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ”ოპელს” Monza SUV-ის შექმნა ძალიან ძვირი არ დაუჯდება, რადგან კონცერნში კომპონენტები უკვე მზადაა. ”ოპელი” GM-პლატფორმის გამოყენებას გეგმავს - სავარაუდოდ, Buick-ისას, რომელსაც შეესაბამება როგორც უკანა, ისე სრული ამძრაობა. ინსაიდერები ვარაუდობენ, რომ მანქანის სიგრძე 5 მეტრზე მეტი არ იქნება. პირიქით, ოდნავ ნაკლები უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით Insignia Sports Tourer-ის დარი სიგრძის (4,91 მ) მანქანას მივიღებთ. მომავალი SUV სწორედ Insignia-ს ძრავებს მიიღებს: საბაზო მოდელი 140 ცხენის ძალის მქონე Turbo-აგრეგატით აღიჭურვება. ხელმისაწვდომი იქნება 195-ცხენისძალიანი დიზელი და 250-ცხენისძალიანი ბენზინიც. ინჟინრებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ ”ოპელის” შეფი ნოიმანი, რომელიც ადრე ”ფოლკსვაგენში” მუშაობდა, ხარისხის კუთხით Audi-ს დონის ინტერიერს ითხოვს!

ფასი

საწყისი ფასი 30 000 ევროზე ნაკლები უნდა იყოს. თანაც, მნიშვნელოვნად ნაკლები! კონცერნში ფიქრობენ, რომ საბაზო ფასი Insignia Sports Tourer-ის საბაზო ფასს (25 220 ევრო) დიდად არ უნდა აჭარბებდეს, სრული კომპლექტაციის ფასი კი 50 000 ევროს არ უნდა ასცდეს. ”ოპელში” ამბობენ, რომ ეს შესაძლებელი და რეალურია, მაგალითად კი კაბრიოლეტი Cascada მოჰყავთ, რომელიც ”აუდისა” და BMW-ს იდენტურ მოდელებზე დიდია, მაგრამ მათზე 30 პროცენტით იაფი ღირს. ასეთივე გეგმაა ახალ ქროსოვერზეც, რომელსაც მიზნად პირველ რიგში შედარებით პატარა Audi Q5-ის დამარცხება დაუსახეს. GM-ში ამბობენ, ჩვენი ახალი SUV მასობრივი მანქანა უნდა გახდესო.

ძველი თითქმის მდიდრული ოპელები

ცნობილია, რომ ”ოპელი” ადრეც მაღალი კლასის მარკა იყო. ჰესსენელები ძლიერები იყვნენ ისეთ სეგმენტშიც, რომელსაც ახლა Monza SUV დაუმიზნებს - ვგულისხმობთ მოხდენილ და ამავდროულად არცთუ ძალიან ძვირადღირებულ, ე.წ. თითქმის მდრიდულ ტიპებს. ისეთებს, რომლებიც მთლად მაღალ კლასს არ შეესაბამებიან, მაგრამ ამ კატეგორიასთან ახლოს არიან. პირველი ასეთი ”ოპელი” 50 წლის წინანდელი Rekord L-6 გახლდათ, რომელსაც Rekord A-ს ძარა და Kapitan-ის 6-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა. მისგან განვითარდა წარმატებული Commodore (გამოვიდა სამი თაობა 1967-დან 1982 წლამდე). Opel Senator და Opel Monza-ც ისეთი საშუალო კლასის მოდელები იყვნენ, რომლებიც ძალიან ახლოს იდგნენ მაღალ კლასთან, რადგან დიდი ძრავები და კომფორტული კომპლექტაცია ჰქონდათ და კარგად დადიოდნენ. მართალია, ”ოპელმა” ვერ მიაღწია ”მერსედესის” ან BMW-ს იმიჯს, თუმცა მაღალ კლასთან ახლოს იყო და კლიენტებს კარგი ფასებით იზიდავდა.

Auto Bild
Opel Rekord L-6 (1964): 100 ცხენის ძალა, როგორც მაღალ კლასში

Auto Bild
Opel Commodore A (1967): ეს მანქანა მაშინ BMW-ს კონკურენტი იყო

Auto Bild
Opel Monza (1978): ”მონცა” თავის დროზე მისაბაძი მაგალითი იყო

Auto Bild
Opel Senator (1987): დიდი ”ომეგა” 272 ცხენის ძალით

Auto Bild
Opel Signum (2003): გრძელი, Vectra Caravan-ის ბაზა, ახალი სახელი და ექსტრა-კომფორტი სალონში, მაგრამ Signum წარმატებული ვერ გახდა
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გადაწყდა: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
20.06.2014
ბავარიელები მომავლისკენ იხედებიან და ამ მდიდრულ სტუდიურ მოდელში ინოვაციური ინტერიერი გვიჩვენეს. ამგვარ კონცეფციას მომდევნო მეშვიდე სერიაში ვიხილავთ
სრულად
აჯობებს ეს მერსედესი BMW X6-ს?
03.06.2014
BMW-მ კუპესა და SUV-ის ნაჯვარი X6-ით ბაზარზე თავი დიდი ხანია დაიმკვიდრა. ახლა კი ”მერსედესმაც” წარმოგვიდგინა MLC, რომელიც ჯერ სტუდიური მოდელია
სრულად
გასართობი ლენდი
02.06.2014
”ლენდ როვერმა” თავისი Discovery-ს 25-ე იუბილეზე გვიჩვენა, თუ რას უნდა ველოდოთ უახლოეს წლებში.
სრულად
ლარს თავისი სიმბოლო აქვს
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 26°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes E220
იყიდება
Mercedes C240
Mercedes E320