4-კარიანი კუპეების ფენომენი - სილამაზეს თავისი ისტორია აქვს!
4-კარიანი კუპეების ფენომენი - სილამაზეს თავისი ისტორია აქვს!
19.05.2014
4-კარიანი კუპეები ექსკლუზიური, ელეგანტური და საკმაოდ იშვიათი ავტომობილებია. თუ გგონიათ, რომ 4-კარიანი კუპეს ფენომენი მხოლოდ ახლა, ან ახლო წარსულში იშვა, ცდებით! ასეთი ავტომობილები ჩვენს მამებსა და ბაბუებსაც აღაფრთოვანებდნენ

მაშ ასე: საიდან იწყება 4-კარიანი კუპეების ისტორია? ვინ მოიგონა პირველად ასეთი ავტომობილი? როგორც წესი, ამ კითხვაზე მეტწილად ასეთი პასუხი აქვთ ხოლმე: მერსედესმა! ბევრი ფიქრობს, რომ პირველი სერიოზული 4-კარიანი კუპე Mercedes CLS იყო, რომლის სტუდიური მოდელი პირველად 2003 წელს, ფრანკფურტის ავტოშოუზე ვიხილეთ. ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი CLS-ის სერიული ვერსიაც გამოვიდა. საავტომობილო ისტორიაში კარგად გარკვეული ადამიანი კი აუცილებლად გაიხსენებს Rover P5-საც, რადგან სწორედ ამ 4-კარიან ავტომობილს ეწერა საბარგულის ქრომირებულ კარზე სიტყვა Coupe. ამ სიტყვამ მაშინ ბევრი გააოცა და ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც Rover P5 ძალიან ცნობილი მანქანა გახდა.

თუ საავტომობილო ისტორიის ქრონიკებში კირკიტს გავაგრძელებთ, გასაოცარ ფაქტებს აღმოვაჩენთ! საქმე იმაშია, რომ გაცილებით ადრეც არსებობდა ისეთი 4-კარიანი ავტომობილები, რომლესაც კიჩოსკენ დახრილი სახურავი და, შესაბამისად, კუპეს ფორმა ჰქონდათ!


Jaguar XJ12 Pininfarina: ასე ხედავდნენ იტალიელები ინგლისური Saloon-ების მომავალს 1973 წელს

Auto Bild
BMC 1800 Berlinetta Aerodinamica: ”პინინფარინას” მორიგმა სტუდიურმა მოდელმა 1967 წლიდან გზა გაუხსნა კუპესებრ სახურავს - იხილეთ Citroen CX, Lancia Gamma ან Rover SD1

Auto Bild
Aston Martin Rapide: ამ ავტომობილმა დაამტკიცა, რომ 4-კარიან კუპეებზე მოთხოვნა ტოპ-სეგმენტშიცაა. ეს მოდელი ამ მარკის სტანდარტებს სრულიად შეესაბამება


Mercedes CLS: ”მერსედესმა” 2003 წელს Vision CLS-ით მთელი საავტომობილო სამყარო გააოცა. ამ სტუდიურმა მოდელმა ისეთი აპლოდისმენტები დაიმსახურა, რომ შტუტგარტელებმა მისი სერიული წარმოება ზუსტად ერთ წელიწადში დაიწყეს


Tucker ’48 „Torpedo“: აი, ასეთ მომავალზე ოცნებობდა პრესტონ ტაკერი: ექსტრავაგანტული ფორმა საკმაოდ აეროდინამიკური იყო. 1948 წელს მას ვერცერთ სხვა ავტომობილს ვერ მიამსგავსებდით


Voisin C 25 Aerodyne: C 25 Aerodyne 1934 წელს გამოვიდა და ეს იყო პირველი 4-კარიანი ავტომობილი კუპეს ფორმითა და ფორმატით

Auto Bild
Monica 560: ეს ფრანგული პროექტი 1973 წელს დიდი ამბიციებით დაიწყო, მაგრამ იმხანად ნავთობის კრიზისი იყო და წარმოება მალევე შეწყდა

Auto Bild
Rover P5 Coupé: პირველი 4-კარიანი ავტომობილი, რომელსაც სიტყვა Coupe ეწერა მაინცდამაინც კონსერვატორმა ინგლისელებმა, 1962 წელს შექმნეს. დახრილი სახურავი ძალიან პოპულარული იყო, რაზეც ამ მოდელის წარმატებები მეტყველებს

Auto Bild
Mazda RX-8: არანაირი B-საყრდენი და ბრტყელი ჭერი: ეს უკვე 4-კარიანი კუპეს იაპონური ხედვაა

Auto Bild
Audi 100 Avant: უძველესი Avant-იც 4-კარიანი კუპეა? ყოველ შემთხვევაში, ამ მოსაზრებას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს


Bugatti EB 112: დღეს უკვე დავიწყებული სტუდიური მოდელი 1993 წელს შეიქმნა. თუმცა ეს ფორმატი, სიმძლავრე და ფასი არ დაივიწყეს - იხილეთ თანამედროვე Porsche Panamera...


Lamborghini Faena: ექსცენტრიკული Espada-ს შემდეგ ლეგენდარულმა პიეტრო ფრუამ 1978 წელს ეს უნიკალური მოდელიც შექმნა. ეს არა მარტო 4-კარიანი კუპე, არამედ კომბიცაა!


Tesla S: 4 კარსა და დახრილ სახურავს ელექტროავტომობილების ინოვატორი Tesla-საც აფასებს. დაუჯერებელია, მაგრამ ამ მოდელში შვიდი მგზავრი თავსდება!

Auto Bild
Citroën DS: თავის დროზე ასეთი ნაბიჯი ”სიტროენმაც” გადადგა. 1955 წელს DS-ს სწორედ კუპეს ფორმა ჰქონდა
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გადაწყდა: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
ნახევარი საუკუნე მუსტანგთან ერთად
10.06.2014
...და აი, ის უკვე 50 წლისაა - დაღვინებული და ისევ დაუჯერებლად მიმზიდველია. დეტროიტში გამართულ ექსკლუზიურ საიუბილეო წვეულებაზე ”ფორდ მუსტანგმა” კიდევ ერთხელ, ამომწურავად გვიპასუხა კითხვაზე, თუ რატომაა ის ყველასათვის საოცნებო, უვადო ავტომობილი
სრულად
დაუჯერებელი ამბავი ბრმა ”ხადავიკზე”
09.06.2014
ბარტ ჰიკი დაბადებიდან ბრმაა, აბსოლუტურად ვერაფერს ხედავს. მიუხედავად ამისა, ჩიკაგოში, საკუთარი პროფილაქტიკა აქვს გახსნილი და ავტომობილებს არემონტებს. ბარტი მექანიკოსია, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, „ხადავიკი“
სრულად
ვითომ შეიხი ვარ...
14.05.2014
AUTO BILD-ის ავტორი კლაუდიუს მაინტცი ჟენევის ავტოშოუზე მილიარდერის სტატუსით შევიდა
სრულად
ლარს თავისი სიმბოლო აქვს
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 27°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება ბმვ X 5
Opel Vectra
Mercedes ML350
სასწრაფოდ იყიდება ფოლკსვაგენ გოლფ 3