ნადირობა მოსახვევებზე (+ VIDEO)
ნადირობა მოსახვევებზე (+ VIDEO)
21.05.2014
E-Type-დან ზუსტად ნახევარი საუკუნის შემდეგ ”იაგუარმა” F-Type-ის სახით ისევ ნაღდი სპორტული ავტომობილი გამოუშვა. AUTO BILD-ის ავტორმა შტეფან ფოსვინკელმა გადაწყვიტა, ამ მანქანით მთიანი ესპანეთი დაეპყრო. შტეფანის მისია ამ ”იაგუარისთვის” შესაბამისი გზის მოძებნა გახლდათ

ინათა თუ არა, მაშინვე სანადიროდ გამოვედით. დათვებზე, ან, მით უმეტეს ირმებზე ნადირობა, რა თქმა უნდა, არც გვიფიქრია. არა იმიტომ, რომ იარაღი არ გვქონდა, არამედ იმის გამო, რომ ჩვენ მანქანებით ვნადირობთ ხოლმე, ამ შემთხვევაში კი, მწყერების კი არა, მოსახვევების ძებნა დავიწყეთ.

F-Type Coupe-მ ლოს ანჯელესის ავტოშოუზე პრემიერის შემდეგ ზუსტად ოთხი თვე მალოდინა. ამ ხნის განმავლობაში ”იაგუარისგან” ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს ვიღებდით: ”დათვალიერება? სიამოვნებით! მართვა? არა სერ!”

ცხადია, დათვალიერებაც კარგია, რადგან ლეგენდარულ E-Type-სა და ახალ F-Type-ს შორის ზუსტად ნახევარი საუკუნეა, მაგრამ ჩვენ აქ პირველ რიგში იმისთვის ვართ, რომ მანქანები ვმართოთ. თუმცა დიზაინი იმდენად მეტყველია, რომ ორიოდე სიტყვა კიდევ უნდა ვთქვათ: შეფ-დიზაინერ იან კალუმს სრული თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული. ეს უკანასკნელი არც ისტორიის ბალასტით დაწნეხეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ შეეძლო, ნებისმიერ რეტრო-დეტალი გამოეყენებინა. აგრესიული წინა მხარე და დაჭიმული კიჩო ადასტურებს, რომ ”იაგუარსაც” შეუძლია იყოს ერთდროულად ფუტურისტულიც და ელეგანტურიც. ასე რომ, ორი აზრი არ არსებობს: ”იაგუარმა” ისევ დაიბრუნა თავისი ფორმა.

Auto Bild

თუმცა მთავარი მაინც სვლის თავისებურებებია. ძარაში ჩამდჯარი კარის სახელური უხმაუროდ გამოდის - კოკპიტისკენ გზა თავისუფალია. გადავდივართ მეორე, მოხდენილად დამუშავებულ განყოფილებაში, სადაც დიდი პანორამული ჭერი სივრცის დანაკარს ვიზუალური ეფექტით ანაზღაურებს, თუმცაღა თავს ვიწროდ ისედაც არ ვგრძნობ.

მაგრამ ეს ყველაფერი აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი ხდება მას შემდეგ, რაც სტარტის ბრინჯაოსფერ ღილაკს დააჭერთ და ძრავას გააღვიძებთ. გრძელი კაპოტის ქვეშ 6-ცილინდრიანი აგრეგატი ხმამაღალი წკმუტუნით ფხიზლდება. საინტერესოა, რას იტყოდნენ ამაზე ჭირვეული მეზობლები დილაუთენია? არა მგონია, რომ კმაყოფილები ყოფილიყვნენ - მიუხედავად იმისა, რომ ხმა კარგადაა შედგენილი. უქმ რეჟიმში რამდენიმეწუთიანი მუშაობის შემდეგ Jag ტესტის დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია.

Auto Bild

F-Type სვლას გასაოცრად უპრეტენზიოდ იწყებს. არანაირი ზედმეტი გრუხუნი ან ბღავილი, როგორსაც, მაგალითად, ”ფერარიში” ვართ მიჩვეულები და არც ისეთი სიხისტე, როგორსაც ”პორშესგან” ვიცნობთ. ეს ”იაგუარი” ცოტათი სხვანაირი ტიპია. როგორი? 8-საფეხურიანი ავტომატიკა გადაცემებს მოსალოდნელზე მეტად ჭიმავს, ძრავა კი უჩუმრად იღრინება. დაკიდება ისეთია, თვით კომფორტის ფანებსაც კი არ დააეჭვებს - სპორტული მანქანისთვის დამახასიათებლად ხისტია, მაგრამ არა იმდენად, რომ კომფორტი დაივიწყოს. ერთი სიტყვით, ბევრი თანაკლასელისგან განსხვავებით, ამ ”იაგუარით” შორ გზაზე მგზავრობა მოსალოდნელზე კომფორტული იქნება. მაგრამ ეს არც მიკვირს, რადგან ბრიტანული მარკა ამგვარი პლასტიკურობითაც გახდა პოპულარული - ეს ამ მანქანას გენებში აქვს.

ამავდროულად, ”იაგუარი” გვიჩვენებს, თუ რატომაა კარგი ის, რომ ამ კუპეს სახით ”პორშეს” პირდაპირი კონკურენტი არ შექმნეს. ამ მანქანას თავისი საკუთარი, გულრწფელი ხასიათი აქვს, რაც ძალიან კარგია. კარგად გვახსოვს ისეთი საეჭვო მცდელობაც, როგორიც XK-ს სახით ”პორშეს” კოპირების მცდელობა იყო, აი, F-Type-ს კი ასეთი რამ არც სჭირდებოდა. ის თავის თავში მშვიდდება, გაზის პედალზე თითოეული წარტყმისას, საჭის თითოეული დატრიალებისას გაგრძნობინებს, რას წარმოადგენს და შენც აღარ გჭირდება მარკეტინგის ექსპერტი იმისათვის, რომ მანქანას გაუგო. ეს ის შემთხვევაა, როცა მანქანა თვითონ და, რაც მთავარია, ყველაფერს მარტივად გიხსნის.

Auto Bild
ასეთი საქციელი, რა თქმა უნდა, არაპოლიტკორექტული, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა

Auto Bildთუმცა ეს ყველაფერი ავტობანზე ხდებოდა და როგორც კი მთებისკენ გადავუხვიე, F-Type-მა თავისი სხვა მხარეც წარმოაჩინა: ამ ”იაგუარს” გაბოროტებაც შეუძლია! დინამიკური რეჟიმი ძრავასაც ამძაფრებს, მის ხმასაც და სავალ ნაწილსაც, რაც ერთობდლიობაში მანქანას ნაღდ სარბოლო ტიპად აქცევს. ჯერ მარტო ძრავის ხმა რად ღირს! აქტიური სისტემა 3000 ბრუნის ზემოთ გამოსაბოლქვ სისტემაში სარქველს ხსნის, რის შემდეგაც დამუხტული V6 აგრეგატი ისე გუგუნებს, რომ მთიან ლანდშაფტში გარშემო ყველა სულიერს დააფრთხობს.

რაც შეეხება მანევრირებას... ტექნიკოსებმა ამიხსნეს, რომ როდსტერისგან განსხვავებით, კუპეს ძარის სიხისტე გრადუსზე 33 000 ნიუტონმეტრით გაზარდეს. ეს, რა თქმა უნდა, ”ჩინურია”, რომელიც მხოლოდ ინჟინრებს ესმით, მაგრამ F-Type-ის საჭესთან პირველივე მკვეთრ მოსახვევში მიხვდები, რატომ გააკეთეს ეს. ბრიტანული კუპე ზედმიწევნით ზუსტად უხვევს, ძარა კი ამ დროს სოლიდურ დგომას ინარჩუნებს - ისე, როგორც ეს მხოლოდ ”იაგუარის” ასეთ ხისტ შასის შეუძლია. სამაგიეროდ, ბრიტანელებმა წონა ვერ დაიმორჩილეს - მიუხედავად ალუმინის ძარისა, კუპე 200 კილოგრამით მძიმეა.

მოგვიანებით კიდევ რამდენიმე ღილაკს დავაჭირე და ყველა ელექტრონული ასისტენტი შვებულებაში გავუშვი. დინამიკური რეჟიმისთვის შექმნილმა F-Type ამ დროს უკვე ბინძური თამაშიც დაიწყო. გაზის პედალზე მყისიერად წაჭერისას უკანა სარკეში ბოლი გამოჩნდა, მკვეთრ მოსახვევებში კი სრულყოფილი დრიფტი შედგა. გამახსენეთ, ვინ არის კენ ბლოკი? შეიძლება ამგვარი თამაში უდროო და არაპოლიტკორექტულია იმ დროს, როცა ყველას გარემოს დაცვაზე ზრუნვა უნდა და გამონაბოლქვის შესახებ დაუმთავრებელი დისკუსიებია გაჩაღებული, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ ეს შესანიშნავი, ფასდაუდებელი ანაქრონიზმია.

დაიმალა თუ არა მზე მთებს მიღმა, კუპეს თავის ადგილზე დაბრუნების დროც დადგა, თუმცა იმ დროს, როცა სხვებმა სავახშმოდ წასვლა გადაწყვიტეს, ”იაგუარმა” და მე კიდევ ერთი წრე დავარტყით და კიდევ რამდენიმე მოსახვევში ვისიამოვნე.
შტეფან ფოსვინკელი

Auto Bild

ტექნიკური მონაცემები
Jaguar F-Type s Coupe


ფასი - 78 500 ევრო
მოცულობა - 2995 სმ3
სიმძლავრე (ცხ. ძ.) - 280 (380)/6500
სიმძლავრე 1 ლ. მოცულობაზე - 126,7 ცხ. ძ.
მაქს. სიჩქარე - 275 კმ/სთ
საწვავის ხარჯი - 9,1 ლ. S/100 კმ-ზე
გამონაბოლქვი - 213 გ/კმ
0–100 კმ/სთ - 4,9 წამში
80–120 კმ/სთ - 3,1 წამში
საბარგულის მოცულობა - 315 ლიტრი
წონა - 1594 კგ

Auto Bild
ავიაგამანადგურებლის სტილში შესრულებული ჩამრთველი სავალ ნაწილს, ძრავას და მოხვევას ამძაფრებს, რაც ”იაგუარის” ხასიათზე მაშინვე აისახება: სოლიდური კუპე უცებ კომპეტენტურ სარბოლო მანქანად გადაიქცევა

იხილეთ ვიდეოები




facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
იენს ლემანი: თბილისში ყველაფერი ნაცრისფერია
ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]
საქართველო VS გერმანია - ზუსტად 20 წლის შემდეგ
სხვა სიახლეები
სულ სხვა ამბავი ადამსა და ევაზე
13.02.2015
თქვენ ფიქრობთ, რომ ევას ვერავინ ვეღარაფრით გააკვირვებს? ცდა ბედის მონახევრეაო, ამბობს ახალი ადამი და თავისას ცდილობს
სრულად
ჯაბახანა 431 ცხენის ძალით პანამერას ეჯიბრება
23.07.2014
რას ნიშნავს მდიდრული ავტომობილი და არის თუ არა ყველა 100 000-ევროიანი მანქანა ერთნაირი? გადავწყვიტეთ, ლუქს-კლასისთვის სხვა თვალითაც შეგვეხედა
სრულად
ჰერ მაი, რატომ მოიპარეთ ქაშქაი?
26.05.2014
”ნისანმა” ახალი ”ქაშქაის” პრეზენტაცია ესპანეთში გამართა. AUTO BILD-ის რეპორტიორმა ანდრეას მაიმ იაპონელთა ახალი ქროსოვერით აკრძალული მოგზაურობა მოიწყო
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz B 200 7000 $
BMW X5 9000 $
BMW X6 35000 $
Toyota Land Cruiser 48000 $