დაიპყრობს ეს ლექსუსი ევროპას?
დაიპყრობს ეს ლექსუსი ევროპას?
28.05.2014
ლექსუსი ევროპის დაპყრობას თამამი ქროსოვერით აპირებს

ჰო, გავიგეთ! გასაგებია! SUV-კლასის ავტომობილების პოპულარობა ყველა ჩარჩოებს გასცდა, ახალი მოდა კი იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო პატარაა ქროსოვერი, მით უფრო მეტია მისი მსურველი და მასზე მეოცნებე. ევროპის ბაზარზე ”ლექსუსს” ამ კლასში ბოლო დროს ეძინა. სახელდობრ გერმანელებს მართლა დიდი ხანია, ამ კომპანიისგან განსაკუთრებული არაფერი სმენიათ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან 2013 წელს ”ლექსუსის” წილი გერმანიის ბაზარზე მხოლოდ 0,1 პროცენტი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ შარშან ამ კომპანიამ გერმანიაში მხოლოდ 1653 ახალი ავტომობილი გაყიდა. ”ტოიოტას” ძვირფასი შვილობილი ევროპის ბაზარს ამიერიდან ახალი NX-ით შეუტევს და ტენდენციის შეცვლას შეეძლება. AUTO BILD-მა Audi Q5-ის, BMW X3-ისა და Mercedes GLK-ს კონკურენტი მოინახულა.

Auto Bild
ხარისხიანი მასალები და ბევრი სივრცე მძღოლისთვის

პირველი შთაბეჭდილება კი ასეთია: ამ ”ლექსუსს” კარგი შანსი აქვს, რომ ევროპაშიც დაიქუხოს! პირველ რიგში აღსანიშნავი ის არის, რომ იაპონელებმა ვიზუალური თვალსაზრისით ამ კლასში ნამდვილად შთამბეჭდავი სიახლე შემოიტანეს. ცხვირი აგრესიულია და, რაც მთავარია, არ არის გადატვირთული. ავტომობილის გვერდებიდანაც განსაკუთრებული და თამამი სტილი გამოსჭვივის. ”ლექსუსი” კონკურენტებს უკვე ინტერიერის მოწყობითაც აღარ ჩამოუვარდება. მომსახურებაში ბევრისთვის მოუწონარი ჯოისტიკი თანამედროვე თაჩპადმა შეცვალა - ზუსტად ისეთმა, როგორსაც ”აუდიდან”, BMW-დან და ”მერსედესიდან” ვიცნობთ. ყველაზე ახალი კი ის შესაძლებლობაა, რომლის მიხედვითაც სმარტფონებს ცენტრალურ კონსოლთან უკაბელოდ დავაკავშირებთ.

Auto Bild
მომსახურება თაჩპადით - ისე, როგორც ”აუდიში”, BMW-სა და ”მერსედესში”

Auto Bild
მშვენიერი სიახლე: უკაბელო კავშირი ცენტრალურ კონსოლთან


რაც შეეხება ამძრაობას: იაპონელთა ძვირფასი SUV IS 300h-დან ნაცნობი სრული ჰიბრიდით (სისტემური სიმძლავრე: 223 ცხენის ძალა) გამოვა და ხელმისაწვდომი იქნება როგორც წინა, ასევე სრული ამძრაობითაც. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ”ლექსუსს” მართლაც აქვს შანსი, რომ SUV-კლასის ბუმით უფრო მეტი სარგებელი ნახოს.

Auto Bild
NX ვიზუალურად იმდენად სპორტულია, რამდენადაც ეს SUV-კლასის ავტომობილის შემთხვევაშია შესაძლებელი

დასკვნა

”ლექსუსს” ევროპის დაპყრობა უნდა. NX-ს კარგი შანსები აქვს. რატომ? პირველ რიგში ვიზუალის და, ამასთან, ჰიბრიდული ამძრაობის გამო.
შტეფან ფოსვინკელი

Auto Bild



facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
article image
Cat Image
2014-06-26 08:35:12
კოლინ მაკრეის სახელი და გვარი ”სუბარუს” ნებისმიერმა მოყვარულმა იცის (ან, უნდა იცოდეს) – ”ცხენის ძალების პროფი” არც ისე შორეულ წარსულში Subaru Impreza-თი ციდან ვარსკვვლავებს წვეყტდა
რუსთავის ავტოდრომის სექს-სიმბოლოები (+VIDEO)
როგორ ქომაგობენ ყველაზე ლამაზი ქალები საყვარელ გუნდებს (+18 PHOTO)
ძროხები და ელექტრონული მუსიკა - ანაკლიის "კაზანტიპის"პირველი ოფიციალური პრომო! (+VIDEO)
გერმანია-ალჟირი 0:0 (2:0 დ.დ.) - ბუნდესგუნდს ძალიან გაუჭირდა
საფრანგეთი-ნიგერია 2:0 - აფრიკელები ბოლოს გატეხეს
ზაურ სვანაძე: შვედეთი ჩემი მეორე სამშობლო გახდა
სხვა სიახლეები
20.06.2014
ბავარიელები მომავლისკენ იხედებიან და ამ მდიდრულ სტუდიურ მოდელში ინოვაციური ინტერიერი გვიჩვენეს. ამგვარ კონცეფციას მომდევნო მეშვიდე სერიაში ვიხილავთ
სრულად
აჯობებს ეს მერსედესი BMW X6-ს?
03.06.2014
BMW-მ კუპესა და SUV-ის ნაჯვარი X6-ით ბაზარზე თავი დიდი ხანია დაიმკვიდრა. ახლა კი ”მერსედესმაც” წარმოგვიდგინა MLC, რომელიც ჯერ სტუდიური მოდელია
სრულად
გასართობი ლენდი
02.06.2014
”ლენდ როვერმა” თავისი Discovery-ს 25-ე იუბილეზე გვიჩვენა, თუ რას უნდა ველოდოთ უახლოეს წლებში.
სრულად
მსოფლიო ჩემპიონატის ვარსკვლავების ავტომობილები
რა ეღირება ახალი სანომრე ნიშნები
რატომ გაიაფდა ავტომობილები საქართველოში
ივნისი
ახალი ნომერი
თბილისი 21°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Honda CRV
Mercedes C230
Nissan March
Mercedes E200