BMW ახლო მომავალში კიდევ ერთი i-მოდელის გამოშვებას გეგმავს, რომელიც ”მეორე სერიის” ვენის (ფოტოზე) ბაზაზე შეიქმნება. ბავარიელებმა ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დარწმუნდნენ, რომ მათი ელექტრომობილები იდეალურად იყიდება. მაგალითად, დღემდე წარმოებული BMW i8 ყველა პროგნოზით წლის ბოლომდე ამოიყიდება, BMW i3-ს კი მსურველი ექვსი თვე (!) უნდა ელოდოს.
რაც შეეხება ”მეორე სერიის” ვენის ბაზაზე ელექტრომობილის შექმნას: ასეთი მოდელი შესაძლოა უკვე 2016 წელს გამოჩნდეს და ის პრაქტიკულობაზე იქნება ორიენტირებული. დიდი შანსია, რომ მანქანამ BMW 2er Active Tourer-ის მსგავსი დიზაინი მიიღოს.