აჯობებს ეს მერსედესი BMW X6-ს?
აჯობებს ეს მერსედესი BMW X6-ს?
03.06.2014
BMW-მ კუპესა და SUV-ის ნაჯვარი X6-ით ბაზარზე თავი დიდი ხანია დაიმკვიდრა. ახლა კი ”მერსედესმაც” წარმოგვიდგინა MLC, რომელიც ჯერ სტუდიური მოდელია

როცა 2008 წლის დასაწყისში AUTO BILD-ის გარაჟში პირველი BMW X6 შემოგორდა, მთელი რედაქცია დაბნეულები შევყურებდით და ყველას ერთი და იგივე კითხვა გვიტრიალებდა - ვერ ვხვდებოდით, რომელი ნიშა უნდა დაეკავებინა ახალ SUV-კუპეს ჩვენს ყოველდღიურობაში. ჩვენმა თანამშრომელმა ალექს ქორსმა ამ კითხვას ბოლოს ასე უპასუხა: ”მისი ადგილი სავარაუდოდ ფეშენებელური ვილების ეზოებში იქნებაო.

ალექსი მართალი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დამრეც ნაჯვარს ამას არავინ უწინასწარმეტყველებდა, BMW X6 საკმაოდ წარმატებული მოდელი გამოდგა. მარტო გასულ წელს ბავარიელებმა 36 688 X6 გაყიდეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მალე მისი შემცვლელი გამოდის. მსუქანი მიუნხენელი განსაკუთრებული პოპულარობით, რა გასაკვირია და, აშშ-სა და ჩინეთში სარგებლობს. ერთი სიტყვით, მკვეხარა ხალხის მანქანაა.

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ სპორტულად მორთულ SUV-კუპეს ახლა უკვე ”მერსედესიც” ქმნის. შტუტგარტელებმა სტუდიური ვერსია აპრილის ბოლოს, პეკინის ავტოშოუზე წარმოადგინეს. 4,94-მეტრიანი სიგრძის გამო სიტყვა კუპე კლავიატურაზე ნაძალადევად ავკრიფე - ფაქტია, რომ შვაბები პრეს-რელიზში ამ სიტყვის ჩაწერა უადვილდებათ და ასეთ დახასიათებას გვთავაზობენ: ”უმაღლესი ხარისხის სპორტული კუპე.” მანქანის ვიზუალი იმდენად თვალშიმოსახვედრია, რომ უკვე ვხვდებით, ვის მოეწონება MLC: მდიდარ ამერიკელებს, რუსებს და, რა თქმა უნდა, ჩინელებს. ამ ბენცმა ყველას ხაზგასმით უნდა უჩვენოს, რომ მის მფლობელს ბევრი ფული აქვს.

Auto Bild
გვერდითა მინები ჩარჩოების გარეშე! ესეც კუპესთვის დამახასიათებელი დეტალია

”როგორც კუპე გონივრულია, როგორც SUV - მოდური,” - ამბობს შეფდიზაინერი გორდონ ვაგენერი. განსაკუთრებით საინტერესო MLC-ის პროპორციებია - თითქმის 5-მეტრიან სიგრძესთან მხოლოდ 1,74-მეტრიანი სიმაღლე. კიჩოს დიზაინზე კი ეტყობა, რომ ”მერსედესის” სტილისტებმა თავიანთი მიუნხენელი კოლეგების შეცდომებზე ისწავლეს: MLC უფრო გამოსადეგი და ათლეტური ჩანს, ვიდრე მისი ბავარიელი კონკურენტი. ”მერსედესი” პარალელებს თვით ახალ S-კლას კუპესთანაც კი ავლებს. X6-ის მაგალითზე ჩანს, რომ ხალხს ჩაღრმავებული და ამავდროულად მაღალი მანქანები მოსწონს.

ამასთან, ”მერსედესი” გვპირდება, რომ MLC მისი ვიზუალის შესაბამისად ივლის. ან, უფრო ზუსტად, როგორც თავად შტუტგარტელები გვეუბნებიან: ”ამ SUV-ში გაერთიანებული უნდა იყოს კუპეს ემოციური, უვადო ელეგანტურობა, სპორტული ავტომობილის დინამიკურობა და M-კლასის მრავალმხრივობა.”

კიდევ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ინჟინრებმა ბევრი იღვაწეს იმისათვის, რომ სავალი ნაწილი, მოხვევის სისტემა და ტრანსმისია შეძლებისდაგვარად სპორტული ყოფილიყო. ოთხი რეჟიმი კი (კომფორტი, სიმშვიდე, სპორტი და სპორტ პლუსი) იმის გარანტია უნდა იყოს, რომ MLC ყოველდღიურ მოხმარებაში ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად იქნება.

Auto Bild

”მერსედესი” პირველად შეეცდება, რომ განსხვავებული რეჟიმები კოკპიტის ვიზუალიზაციაზეც გადაიტანოს. მაგალითად, ინსტრუმენტებისა და ნავიგაციის სისტემის ეკრანებზე მაჩვენებლები ცვალებადია, სპორტ პლუს რეჟიმში ინსტრუმენტების მაჩვენებლები უფრო სწრაფი რაგირებით გამოირჩევიან. ცენტრალურ ეკრანზე ფოტორეალისტური გრაფიკის სახით აისახება აჩქარება და მოხვევის კუთხე. ეს ისეთი სათამაშოებია, რომლებიც მომხმარებლებს მხოლოდ სპეციალურ სპორტულ ტრეკზე სჭირდებათ.

თუმცა ”მერსედესმა” საშინაო დავალებები მხოლოდ ძარასა და ინტერიერში როდი შეასრულა. შვაბები BMW-სთან ჩამორჩენის შემცირებას, ან სულაც ბავარიელთა დაჯაბნვას ამძრაობაშიც ცდილობენ. 6-ცილინდრიან ბიტურბო ძრავას 333 ცხენის ძალით E-კლასიდან ვიცნობთ. MLC-ში ეს აგრეგატი სრულიად ახალ 9-საფეხურიან ავტომატიკასთან კომბინაციაში პირველად იქნება წარმოდგენილი და სპორტ პლუს რეჟიმში უკან გადართვის დროს მას შუალედური გაზის ფუნქციაც ექნება.

Auto Bild
MLC-ს განათება: სრულად ვარირებადი Matrix-LED-მაშუქები Audi A8-ს უკვე აქვს. ახლა კი Mercedes MLC-ც მიიღებს

აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ MLC-ის სერიული წარმოება ზაფხულის მიწურულს დაიწყება და სერიული მოდელი სტუდიურთან შედარებით, რამდენიმე დეტალს დაკარგავს, მაგრამ მაინც ექსტრავაგანტულ ავტომობილად დარჩება. აღსანიშნავია, რომ სერიულ MLC-ში ძრავების საკმაოდ დიდი არჩევანი იქნება. მართალია, ML-ის 4-ცილინდრიანი აგრეგატი ხელმისაწვდომი არ იქნება, სამაგიეროდ, სერიული მოდელი სტუდიური ვერსიის V6-Biturbo-სა და V8 ძრავასაც მიიღებს.

მომხმარებლები კი უკვე მოუთმენლად ელოდებიან გაცილებით მძლავრ AMG-ვერსიასაც, რომელსაც ალბათ 600 ცხენის ძალა ექნება. გაყიდვების სტარტისთვის ჩაფიქრებულია დიზელის მხოლოდ ერთი აგრეგატი - 3-ლიტრიანი V6 258 ცხენის ძალითა და 620-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით. აქვე ვთქვათ, რომ შვაბები უკვე ჰიბრიდულ ვერსიაზეც მუშაობენ, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით აშშ-ში ისარგებლებს.

ჰიბრიდს 2015 წლიდან უნდა ველოდოთ, რომელშიც ბენზინის 333-ცხენისძალიანი V6-ძრავისა და 41-ცხენისძალიანი ელექტრომოტორის კომბინაციას ვიხილავთ. თუმცაღა ასეთ ჰიბრიდრულ ამძრაობაში ელექტროძრავა საქმეში მხოლოდ იშვიათად ერთვება. ორი წლის შემდეგ MLC ბენზინისა და დიზელის ახალ 6-ცილინდრიან ძრავებსაც მიიღებს.

რაც შეეხება ფასს: MLC, რა თქმა უნდა, ML-ზე ძვირი იქნება - სავარაუდოდ დაახლოებით 3 300 ევროთი ძვირი ეღირება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საწყისი ფასი სადღაც 63 500 ევრო უნდა იყოს.

Auto Bild
განათების ბოლომდე გადაჭიმული ქამარს კიჩოზე Panamera Shooting Brake-ის სტუდიური მოდელიდან გვახსოვს. ”მერსედესსაც” უხდება

დასკვნა
ზუსტად ისე, როგორც BMW X6, Mercedes MLC-ც ისეთი ავტომობილია, რომელმაც პირველ რიგში გული უნდა მოხიბლოს და არა ტვინი. მისი ვიზუალი პირველყოვლისა ამერიკისა და ჩინეთის ბაზრის გემოვნებაზეა გათვლილი. ამთავითვე ცხადია, რომ დამრეცი ბენცი კლიენტების აბსოლუტურ უმრავლესობას სწორედ იქ მიაგნებს. ისე, როგორც BMW X6-ის შემთხვევაში იყო.
შტეფან ფოსვინკელი

იხილეთ ვიდეო:

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
article image
Cat Image
2014-06-26 08:35:12
კოლინ მაკრეის სახელი და გვარი ”სუბარუს” ნებისმიერმა მოყვარულმა იცის (ან, უნდა იცოდეს) – ”ცხენის ძალების პროფი” არც ისე შორეულ წარსულში Subaru Impreza-თი ციდან ვარსკვვლავებს წვეყტდა
article image
Cat Image
2014-06-20 05:49:52
ბავარიელები მომავლისკენ იხედებიან და ამ მდიდრულ სტუდიურ მოდელში ინოვაციური ინტერიერი გვიჩვენეს. ამგვარ კონცეფციას მომდევნო მეშვიდე სერიაში ვიხილავთ
როგორ ქომაგობენ ყველაზე ლამაზი ქალები საყვარელ გუნდებს (+18 PHOTO)
ძროხები და ელექტრონული მუსიკა - ანაკლიის "კაზანტიპის"პირველი ოფიციალური პრომო! (+VIDEO)
"ძველბიჭობის" ქრონიკა, ანუ ქართველი მამაკაცის მენტალური პორტრეტის ევოლუცია (+VIDEO)
U17. საქართველო "პრეზიდენტის თასის" ფინალში განადგურდა
ფიფამ სუარესის დიკვასლიფიკაციის ხანგრძლივობის მიზეზი ახსნა
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ჩაფლავებულების სიმბოლური ნაკრები
სხვა სიახლეები
20.06.2014
ბავარიელები მომავლისკენ იხედებიან და ამ მდიდრულ სტუდიურ მოდელში ინოვაციური ინტერიერი გვიჩვენეს. ამგვარ კონცეფციას მომდევნო მეშვიდე სერიაში ვიხილავთ
სრულად
გასართობი ლენდი
02.06.2014
”ლენდ როვერმა” თავისი Discovery-ს 25-ე იუბილეზე გვიჩვენა, თუ რას უნდა ველოდოთ უახლოეს წლებში.
სრულად
დაიპყრობს ეს ლექსუსი ევროპას?
28.05.2014
ლექსუსი ევროპის დაპყრობას თამამი ქროსოვერით აპირებს
სრულად
საწვავის გაძვირების მორიგი ტალღა დაიწყო
ფიდელ კასტროს საბჭოთა მანქანები ჰავანის ტაქსოპარკს გადაეცა
ავტოგაქირავების ჩემპიონი - ჯეკ ტეილორი ოჯახით
ივნისი
ახალი ნომერი
თბილისი 20°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
სასწრაფოდ იყიდება ფოლკსვაგენ გოლფ 3
Mercedes C230
Vw Vento
Mercedes C180