ნაღდი ჯიპები ჩამოსულან!
ნაღდი ჯიპები ჩამოსულან!
04.06.2014
ექსკლუზიური სიახლე სტრადა მოტორსში: Grand Cherokee და Wrangler საქართველოშია

”ფიატ-კრაისლერის” კონცერნის (FCA) ექსკლუზიურმა დილერმა საქართველოში, ”სტრადა მოტორსმა” Jeep-ის მარკის უახლესი ავტომობილები შემოიყვანა. ამრიგად, ”ფიატ-კრაისლერის” შოურუმში, რომელიც ბელიაშვილის 97 ნომერში მდებარეობს, მომხმარებლებს ამიერიდან ”ფიატთან” ერთად, Jeep-ის უახლესი მოდელების ახლოს გაცნობა და, დაინტერესების შემთხვევაში, შეძენა შეუძლიათ.

Auto Bild

”Jeep-ის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე ამ ბრენდის და ზოგადად უგზოობის ავტომობილების მოყვარულებისთვის საუკეთესო სიურპრიზია,” - აცხადებს ”სტრადა მოტორსის” დამფუძნებელი დავით ზაუტაშვილი და ის ფაქტი, რომ საქართველოში ნებისმიერ სრულყოფილ, თუ არასრულყოფილ ყველგანმავალს ”ჯიპებად” მოვიხსენიებთ, მისი სიტყვების საუკეთესო დასტურია. თავად Jeep კი ძირითადად ნამდვილ, სრულყოფილ ყველგანმავლებს აწარმოებს - Jeep Wrangler და Jeep Grand Cherokee ხომ უდიდესი ისტორიის მქონე, უგზოობის ლეგენდარული ავტომობილებია.

Auto Bild

Jeep პრემიუმ კატეგორიის ავტომობილების ფართო არჩევანს გვთავაზობს: Compass, Cherokee, Grand Cherokee, Patriot , Renegade და Wrangler. ამ მოდელებიდან ყურადღების ცენტრში Grand Cherokee და Wrangler იქნება, რადგან მომხმარებელი მათ ყველაზე კარგად იცნობს. ახალი, 2014 წლის Grand Cherokee-ს ”AUTO BILD საქართველოს” მკითხველები უკვე კარგად იცნობენ - განახლებული დიზაინისა და შესაძლებლობების მქონე Cherokee და Grand Cherokee სხვადასხვა კუთხით გაგაცანით და ამ მოდელზე მომავალშიც არაერთხელ დავწერთ, აქ კი მხოლოდ იმას დავძენთ, რომ Grand Cherokee-ს საწყისი ფასი ”ფიატ-კრაისლერის” თბილისის ცენტრში 50 000 აშშ დოლარია. Compass-ის ფასი 25 000 დოლარიდან იწყება, Wrangler-ის საწყისი ფასი კი 40 000 დოლარია.

”ჯიპის” ცენტრი მომხმარებელს ავტომობილზე 3 წლიან ქარხნულ გარანტიას და სერვისის კუთხით მაღალკვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობს.

"ჯიპის" შესახებ გამოქვეყნებული ბოლო მასალები:


Jeep Renegade: ჯიპი მცირე თავგადასავლებისთვის
JEEP CHEROKEE 3.2 V6 TRAILHAWK: რამდენად ნაღდია ნაღდი ჯიპი?
Jeep Grand Cherokee 3.0 CRD: ნაღდი ჯიპი დიდი ნიჭით
იუვე Jeep-ით დადის

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
"პუტინ, ხუილო!" სტადიონზე 60 ათასი ფანის შესრულებით - "შპარგალკა" ქართველ გულშემატკივრებს (+VIDEO)
დინამო-დნიპრო 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
ბრაზილიელი ჯადოქარი გერმანიის ნაკრების დაწყევლას აპირებს
სხვა სიახლეები
07.07.2014
”1000 კილომეტრი საქართველოში” - სწორედ ასე ჰქვია ახალ რუბრიკას, რომლის პრემიერა ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” აგვისტოს ნომერში შედგება.
სრულად
30.06.2014
შსს-ს მომსახურების სააგენტომ სატრანსპორტო საშუალებათა ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების საფასური განსაზღვრა და შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მიმართა.
სრულად
მერობის კანდიდატების მანქანები და ჯარიმები
09.06.2014
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მოახლოვებასთან დაკავშირებით, ”AUTO BILD საქართველო” თბილისის მერობის კანდიდატების ავტომობილებით დაინტერესდა.
სრულად
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
ჭირნახულის დაზღვევა ჩვენს ფერმერებსაც ეღირსებათ?!
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 22°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება ბმვ X 5
Mercedes E220
Mercedes CLK240
Mercedes E320