დედოფლის პატარა სასახლე 6 ცხენის ძალით
დედოფლის პატარა სასახლე 6 ცხენის ძალით
11.06.2014
ასეთი დიდებულია ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეთ II-ის ახალი, 3,5-მილიონიანი კარეტა

ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეთ II საპარლამენტო წლის გახსნაზე ტრადიციული სიტყვის წარმოსათქმელად ახალთახალი კარეტით მიაბრძანეს. კარეტაში ექვსი ცხენი იყო შებმული და ასე გაიარა დედოფალმა გზა ლონდონში, ბაკინგემის სასახლიდან პარლამენტის შენობამდე.

შავ და ოქროს ფერებში გადაწყვეტილი კარეტა ბრიტანეთის ისტორიის სხვადასხვა ეპოქებიდან აღებული ნაწილებითაა მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ კარეტა დედოფალს 2006 წელს, 80 წლის იუბილეზე აჩუქეს, თუმცა ელიზაბეთ II-მ ამ უძვირფასესი და შესანიშნავი კარეტით პირველად ახლა ისარგებლა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ კარეტის სრულყოფა ახლაღა დამთავრდა!

Auto Bild► ჯიმ ფრეკლინგტონის მიერ შექმნილ კარეტაზე 8 წლის განმავლობაში 50 ავსტრალიელი ოსტატი მუშაობდა.
► გამოიყენეს მეფე ჰენრი VIII-ის დროინდელი ომის ნავებიდან აღებული ხის მასალები და ეროვნული გმირის, ადმირალ ნელსონის (ტრაფალგარის ბრძოლის გამარჯვებული, 1805) საბრძოლო ნავებიდან აღებული ხის მასალები. ასევე ისააკ ნიუტონის ვაშლის ხის მასალა და ბრიტანეთის მთავრობის სასახლის ყოფილი კარის მასალა.
► მეტალის ნაწილები პირველი და მეორე მსოფლიო ომების საბრძოლო თვითმფრინავებიდან და ვატერლოოს საბრძოლო მასალიდან შეირჩა.
► დედოფლის ახალ კარეტაში გამოყენებულია წმინდა პავლეს ტაძრის, ლონდონის თაუერის, ასევე ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების ნაწილები.
► კარეტას არც კომფორტი აკლია: აქვს ელ-შუშები და გათბობა. ელექტროენერგიის წყარო 12-ვოლტიანი ელემენტია, რომელიც სავარძლის ქვეშაა დამალული.
► კარეტაში 360-გრადუსიანი კამერაა დამონტაჟებული.

დედოფლის ახალი კარეტა 3,5 მილიონ ევროდაა შეფასებული.

Auto Bild
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
article image
Cat Image
2014-06-26 08:35:12
კოლინ მაკრეის სახელი და გვარი ”სუბარუს” ნებისმიერმა მოყვარულმა იცის (ან, უნდა იცოდეს) – ”ცხენის ძალების პროფი” არც ისე შორეულ წარსულში Subaru Impreza-თი ციდან ვარსკვვლავებს წვეყტდა
article image
Cat Image
2014-06-20 05:49:52
ბავარიელები მომავლისკენ იხედებიან და ამ მდიდრულ სტუდიურ მოდელში ინოვაციური ინტერიერი გვიჩვენეს. ამგვარ კონცეფციას მომდევნო მეშვიდე სერიაში ვიხილავთ
როგორ ქომაგობენ ყველაზე ლამაზი ქალები საყვარელ გუნდებს (+18 PHOTO)
ძროხები და ელექტრონული მუსიკა - ანაკლიის "კაზანტიპის"პირველი ოფიციალური პრომო! (+VIDEO)
"ძველბიჭობის" ქრონიკა, ანუ ქართველი მამაკაცის მენტალური პორტრეტის ევოლუცია (+VIDEO)
U17. საქართველო "პრეზიდენტის თასის" ფინალში განადგურდა
ფიფამ სუარესის დიკვასლიფიკაციის ხანგრძლივობის მიზეზი ახსნა
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ჩაფლავებულების სიმბოლური ნაკრები
სხვა სიახლეები
ახალ C-კლასს დეფექტი აღმოუჩინეს
27.06.2014
ახალი Mercedes ”C-კლასის” გაყიდვები 4 თვის წინ დაიწყო და ახლა ირკვევა, რომ ახალი მოდელი ერთი ნაკლით იყიდებოდა.
სრულად
იაგუარის Project 7: მხოლოდ 250 ეგზემპლარად
27.06.2014
”იაგუარი” F-Type Project 7-ის მხოლოდ მცირე სერიით წარმოებას გეგმავს.
სრულად
შუმახერის ავადმყოფობის ისტორია მოიპარეს და 50 000 ევროდ ყიდიან!
27.06.2014
მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციები მწირია. ოჯახის ოფიციალური განცხადებები იშვიათად ქვეყნდება და მის მდგომარეობას ექიმებიც მკაცრად ასაიდუმლოებენ.
სრულად
საწვავის გაძვირების მორიგი ტალღა დაიწყო
ფიდელ კასტროს საბჭოთა მანქანები ჰავანის ტაქსოპარკს გადაეცა
ავტოგაქირავების ჩემპიონი - ჯეკ ტეილორი ოჯახით
ივნისი
ახალი ნომერი
თბილისი 21°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.
Opel Combo
Toyota RAV4
Mercedes C180