BMW-ს მომავალი (+ VIDEO)
BMW-ს მომავალი (+ VIDEO)
20.06.2014
ბავარიელები მომავლისკენ იხედებიან და ამ მდიდრულ სტუდიურ მოდელში ინოვაციური ინტერიერი გვიჩვენეს. ამგვარ კონცეფციას მომდევნო მეშვიდე სერიაში ვიხილავთ

ჰელმუტ შმიდტის ერთი ლეგენდარული გამონათქვამი უნდა გაგახსენოთ: ”ვისაც ხედვები და ხილვები აქვს, ექიმს უნდა მიმართოს!” ეს სიტყვები გერმანიის ძველმა კანცლერმა 70-იან წლებში თქვა. თუ ეს დღესაც აქტუალურია, მაშინ BMW-ში ერთი ექიმი კი არა, მთელი კლინიკა სჭირდებათ. იმიტომ, რომ ახლახან პეკინის ავტოშოუზე წარმოდგენილი „Vision Future Luxury“ სამედიცინო თვალსაზრისით და შმიდტის ხედვით უიმედო შემთხვევაა.

ის, რაც BMW-მ მდიდარ ჩინელებს წარუდგინა, დღეს ნაჩვენები ზეგინდელი ტექნიკაა. ეს პირველ რიგში უდავოდ ისეთ ინოვაციურ დეტალებს ეხება, როგორებიცაა ლაზერული მაშუქები ან ორგანული LED-განათება უკან. სიბრტყითი და ჰომოგენური სინათლე BMW-სგან - როგორია?

Auto Bild
ახალი Head-up-Display: ნიშნები, საშიშროებები ან შენობები პირდაპირ ობიექტზე გამოისახება. ამრიგად, მძღოლის ყურადღება პირდაპირ მნიშვნელოვანი ინფორმაციისკენ იქნება მიმართული

მძღოლის საინფორმაციო ეკრანი: ეს ეკრანი, ისევე, როგორც აქამდე, ნავიგაციისა და გასართობი სისტემის ინფორმაციებს ასახავს. ყველა ფუნქცია ხმითაც იმართება

მგზავრის საინფორმაციო ეკრანი
: ეს ეკრანი კი მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრისთვისაა განკუთვნილი. სხვა ფუნქციებთან ერთად, ამ დისპლეის მეშვეობით შესაძლებელია რესტორნების დაჯავშნა, კონცერტის ბილეთების შეძენა და ა.შ.

მართვის მონაცემების ეკრანი
: აქ ავტომობილის მონაცემები ჩანს. სხვა მონიტორებზე გადასვლა ტალღოვანია - ასე იქმნება მაჩვენებელთა ერთგვარი კავშირი

პროგრამირებადი კომბი-ეკრანი: სურვილის შემთხვევაში სიტუაციის მიხედვით ცვლად მაჩვენებლებს გვთავაზობს. სიჩქარე, ბრუნები და სხვა მონაცემები სამ განზომილებაში გამოისახება


ხედვები ავტოგამოფენაზე ისეთივე აუცილებელი ატრიბუტია, როგორც ოჯახის ექიმისთვის სტეთოსკოპი. ბავარიელებმა ძარის კონცეფციისთვის შთაგონების წყარო საკუთარ სახლში იპოვნეს. ზუსტად ისე, როგორც i3-ში და ”როლს-როისში”, კარები აქაც ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით იღება. კარის უკან კი მდიდარ მყიდველს ხით დამშვენებული ინტერიერი და ანილინის უძვირფასესი ტყავი დახვდება. მდიდარ ჩინელებს ასეთი რამე-რუმეები ძალიან უყვართ, მაგრამ შანსი იმისა, რომ დიდ, სერიულ წარმოებაში ეს ყველაფერი მთლად ასეთი სახით ვიხილოთ, დაგვერწმუნებით, მცირეა.

თუმცა შორეული მომავლის ასპექტების გარდა, კონცეპტუალური ავტომობილი არაერთ ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტილებასაც გვიჩვენებს - ისეთებს, რასაც მომდევნო ”მეშვიდე სერიაში” (2016 წლიდან) ვიხილავთ. ის კი ცხადია, რომ კონსტრუქციის ისეთ პრინციპს, რომელიც B-საყრდენზე უარის თქმას გულისხმობს, BMW ახალ ”მეშვიდე სერიაში” არ დანერგავს. სწორედ B-საყრდენის, კარებისა და იატაკის განყოფილებაში ტექნიკოსები მსუბუქი კარბონის გამოყენებას გეგმავენ. საერთო ჯამში, კარბონის როლი მომდევნო ”მეშვიდე სერიაში” მნიშვნელოვანი იქნება, რადგან დაგეგმილია, რომ 7er-ის მომდევნო თაობამ წონაში დაახლოებით 200 კილოგრამით უნდა დაიკლოს.

Auto Bild
აი, ასე წარმოუდგენია BMW-ს მდიდრულობა: დიდი კარები როლს-როისის სტილში, უკან ისეა მოჭრილი, რომ ჩაჯდომის პროცესი გამარტივდეს

ინტერიერში BMW-ს ხედვა გაცილებით კონკრეტულია. მაგალითად, ახალ ”მეშვიდე სერიაში” ნამდვილად ვნახავთ iDrive-მომსახურების კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიას. პილოტსა და თანამგზავრს ინფორმაციებითა და სხვადასხვა მომსახურებებით მაქსიმუმ ხუთი ეკრანი გაანებივრებს. კიდევ ორი ეკრანი კი უკან მსხდომთ გაართობს - მოკლედ, ეს მართლაც 4 ბორბალზე შემდგარი მულტიმედიური ლუქს-ლოჟაა.

ფუნქციების მართვა დასატრიალებელი და დასაჭერი ღილაკის ნაცვლად, ისევე, როგორც სმარტფონებში, სენსორული ზედაპირით იქნება შესაძლებელი. BMW ამ მაღალტექნოლოგიურ ყუთშიც კი არ ივიწყებს მძღოლისთვის ტრადიციულ ღირებულებებს. წინ განთავსებულ სამ ეკრანზე ინსტრუმენტების კავშირია, რომელშიც ტახომეტრი, ბრუნების ამთვლელი და დამატებითი ინფორმაციები შუაში იქნება ნაჩვენები. თავისუფლად პროგრამირებადი კომბი-ეკრანი კი სურვილის შემთხვევაში სიტუაციის მიხედვით ცვლად მაჩვენებლებს გვთავაზობს. მარცხნივ, საჭის გვერდით ისეთ მონაცემებს ვკითხულობთ, როგორებიცაა ზეთის ტემპერატურა ან ჰაერის წნევა, მარჯვნივ კი ნავიგაციის სისტემისა და აუდიო-ფუნქციებია გამოსახული. რაკი ეს ყველაფერი სამ განზომილებაშია დაპროექტებული, ფოტოები და გრაფიკები ღრმად და დიდსულოვნად გამოიყურება.

Auto Bild
ღრმა სავარძლები, ამოსაწევი მაგიდა - სალონის უკანა ნაწილში პირველი კლასის კომფორტია. შუქდიოდური უკანა მაშუქები ჰომოგენურად ანათებენ

უკან მსხდომთა ეკრანები: ორი, კარბონის ჩარჩოიანი ეკრანი უკან მსხდომთათვის. წინა სავარძლის საზურგე ინტერიერში უაღრესად მდიდრულ გარემოს ქმნის

ტაბლეტი: ამოსაღები ტაბლეტი ისე ფუნქციონირებს, როგორც iPad და მისი მეშვეობით ორივე უკანა მონიტორის მართვაა შესაძლებელი. ტაბლეტს ონლაინ-მომსახურებათა კასკადიც მოყვება


BMW Head-up-Display-ს კუთხითაც ახალ გზას დაადგა. ამ სისტემის მხრივ ბავარიელთა უდიდესმა გამოცდილებამ ახალ განზომილებას მიაღწია და ისეთი ტექნიკა მივიღეთ, რომელიც ინფორმაციას პირდაპირ მძღოლის წინ, გზაზე გამოსახავს. სისწრაფის შეზღუდვა, სხვადასხვა ნიშნები, საშიშროებები და შუქნიშნის ფაზები პირდაპირ ობიექტზე ამონათდება. ამით BMW-ს მძღოლის ყურადღების მიმართვა ზუსტად იქითკენ უნდა, სადაც სადაც ყველაზე მეტად საჭიროა. ეს ნამდვილად არ არის ცუდი იდეა საინფორმაციო წყაროებით გადატვირთულ ისეთ მდიდრულ BMW-ში, როგორსაც ფოტოებზე ხედავთ. იმისათვის, რომ არც მძღოლის გვერდით მჯდომმა მგზავრმა მოიწყინოს, მას თავისი საკუთარი ეკრანი აქვს, რომლის მეშვეობითაც მას რესტორნებში ადგილების დაჯავშნა ან კონცერტების ბილეთების შერჩევა და შეძენა შეუძლია.

უკან მსხდომთ თავიანთი, კარბონით შემოსილი მონიტორები აქვთ. მათი მართვა მოსახსნელი ტაბლეტებითაა შესაძლებელი, რომლითაც ავტომობილთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია და ონლაინ-მომსახურება ხელმისაწვდომია. იქნება ეს კინო, მუსიკა თუ თამაშები - Connected Drive-ს ყველაფერი შეუძლია.
ასეთი ხედვები ცუდი არაა და შესაძლებელია, რომ გადამდები იყოს. მიუხედავად ამისა, მწეველ ჰელმუტ შმიდტს ეს ფუტურისტული BMW არ მოეწონება, რადგან საფერფლეს (ყოველ შემთხვევაში ფოტოებზე) ვერსად მივაგენით.

Auto Bild

დასკვნა
მომსახურება, გარემო და გართობა ავტომობილის ინტერიერში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. BMW-მ სწორედ ამ ტენდენციაზე მოახდინა რეაგირება და კარგად გააზრებული, აწონილ-დაწონილი ლუქს-კონცეფცია გვიჩვენა. ახალ ”მეშვიდე სერიას” ყველა მოუთმენლად ელის.
იორგ მალტცანი

იხილეთ ვიდეო:

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
2014-06-20 05:49:52
ბავარიელები მომავლისკენ იხედებიან და ამ მდიდრულ სტუდიურ მოდელში ინოვაციური ინტერიერი გვიჩვენეს. ამგვარ კონცეფციას მომდევნო მეშვიდე სერიაში ვიხილავთ
article image
Cat Image
აჯობებს ეს მერსედესი BMW X6-ს?
2014-06-03 06:12:39
BMW-მ კუპესა და SUV-ის ნაჯვარი X6-ით ბაზარზე თავი დიდი ხანია დაიმკვიდრა. ახლა კი ”მერსედესმაც” წარმოგვიდგინა MLC, რომელიც ჯერ სტუდიური მოდელია
სრულად
article image
Cat Image
გასართობი ლენდი
2014-06-02 07:41:10
”ლენდ როვერმა” თავისი Discovery-ს 25-ე იუბილეზე გვიჩვენა, თუ რას უნდა ველოდოთ უახლოეს წლებში.
სრულად
დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ - ახალი, აგრესიული ინტერნეტკამპანია საქართველოში (+15 PHOTO)
ყველაზე მოკლე ლიტერატურული შედევრები
"ძველბიჭობის" ქრონიკა, ანუ ქართველი მამაკაცის მენტალური პორტრეტის ევოლუცია (+VIDEO)
რა შანსი აქვს ჯანო ანანიძეს მოსკოვის "სპარტაკში" დამკვიდრების
დანიელე დე როსი: გუნდში ნამდვილი მამაკაცები გვჭირდება და არა...
ცუდი მოლოდინი არ გამართლდა - ლაშა შავდათუაშვილი გადარჩა [VIDEO]
სხვა სიახლეები
აჯობებს ეს მერსედესი BMW X6-ს?
03.06.2014
BMW-მ კუპესა და SUV-ის ნაჯვარი X6-ით ბაზარზე თავი დიდი ხანია დაიმკვიდრა. ახლა კი ”მერსედესმაც” წარმოგვიდგინა MLC, რომელიც ჯერ სტუდიური მოდელია
სრულად
გასართობი ლენდი
02.06.2014
”ლენდ როვერმა” თავისი Discovery-ს 25-ე იუბილეზე გვიჩვენა, თუ რას უნდა ველოდოთ უახლოეს წლებში.
სრულად
დაიპყრობს ეს ლექსუსი ევროპას?
28.05.2014
ლექსუსი ევროპის დაპყრობას თამამი ქროსოვერით აპირებს
სრულად
"მაგნატი 2006"-ის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
ლეგენდარული Harley-Davidson -ი ელექტროციკლს უშვებს
კოლაფსი ავტობაზარზე – დილერები მანქანებს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდიან
ივნისი
ახალი ნომერი
თბილისი 28°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
მაღალი გამავლობის ჯიპი
იყიდება
Mitsubishi Shogun Pinn
Toyota LandCruiser Prado