როცა ძველი მანქანაც გაბედნიერებს
როცა ძველი მანქანაც გაბედნიერებს
20.06.2014
სადღაც 1987 წელი იდგა, უფრო ზუსტად 87-ის დასაწყისი... მე-9 კლასელი გახლდით და ჩემმა საყვარელმა მასწავლებელმა თავისი BMW 3er შავ Mercedes 190-ში სრული სერიოზულობით გაცვალა. არ გასულა დიდი დრო და მწვანე 190-ზე ჩვენი ინგლისურის მასწავლებელიც გადაჯდა - კაცი, რომელიც მანამდე მშვენიერი ”ხოჭოს” მძღოლი იყო. სწორედ მაშინ ვიფიქრე პირველად, რომ ეს გენიალური ბენცი იყო. დღეს ამაში უკვე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და Baby-Benz-ს მეც უდიდესი სიამოვნებით დავაყენებდი ჩემს გარაჟში.

W 201, რომელსაც თავიდან ბევრი ალმაცერად უყურებდა, მალე მთელი გერმანიის ერთ-ერთი უსაყვარლესი მანქანა გახდა - Mercedes 190 გერმანიას ჰელმუტ კოლზე არანაკლებ შეუყვარდა. შესაბამისად, 1993 წლამდე ამ მანქანის 1,9 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

Auto Bild
Mercedes 190 D, გამოშვების წელი 1991, გარბენი 33 340 კმ. არა, ეს გარბენი არ არის ჩამოყრილი და არც ათვლა დაწყებულა თავიდან

ალბათ გაინტერსებთ, რატომ გირჩევთ მაინცდამაინც 190-ს? გეტყვით: არჩევანი ძალიან დიდია და შემოთავაზებულ ეგზემპლარებს შორის ბევრია კარგად მოვლილი და თანაც, ძვირსაც არ აფასებენ. თუ გინდათ, რომ პირველი ხელიდან იყიდოთ და მანქანას 100 000 კილომეტრზე ნაკლები ჰქონდეს გავლილი, ასეთი ეგზემპლარები 5000 ევრო ღირს. კონკრეტულად ეს მანქანა ფირმა DB-ში ვიპოვნე, რომელსაც ძირითადად 190-ები ჰყავს.

კონკრეტულად ეს მოდელი კი ახლახან მიიღეს - 1991 წელსაა გამოშვებული და ერთი ბებოს გარდა არავის ჰყოლია. ქალბატონი უკვე 95 წლისაა და თუ ”ბენცით” მგზავრობა მოუნდა, ახლა მხოლოდ ტაქსის თუ დაუძახებს. თუმცა ბებოს ამ მანქანით ბევრი ისედაც არ უვლია - მანქანას მხოლოდ 33 340 კილომეტრი აქვს გავლილი და თანაც დიზელის ძრავა აქვს! 91-ში ქალბატონმა დამატებით ოფციებში ABS, ლუქი, მისაბმელის კაუჭი და ცენტრალური საკეტი შეუკვეთა. სარკეები ისე ადვილად რეგულირდება, თითქოს გუშინ ნაყიდი მანქანა იყოს. საინტერესოა, სად და რა მდგომარეობაშია ახლა ჩემი საყვარელი მასწავლებლის ეგზემპლარი?

Auto Bild
ხედავთ შავ შახტას? ქალბატონს, რომელიც 1919 წელსაა დააბადებული და 95 წლისაა, რადიოზე უარი უთქვამს. საინტერესოა, თვითონ მღეროდა?

+ დიდი არჩევანი: სულ 1,9 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და აქედან ნახევარზე მეტი გერმანიაში დარჩა. დღეისათვის შემოთავაზებული 190-ებიდან გერმანიაში უმეტესობას მხოლოდ ერთი პატრონი ჰყავდა. განსაკუთრებით 1988 წლიდან გამოშვებულ ეგზემპლარებს გირჩევთ, რომლებიც ჟანგვისგან იდეალურადაა დაცული.
- დიზელის ძრავა გარემოს ძალიან აბინძურებს, გამონაბოლქვის სისტემის ფილტრი კი საკმაოდ ძვირია. 1988 წლამდე გამოშვებულ მოდელებს კოროზიის პრობლემაც აღენიშნებათ. შეძენამდე კარგად გამოიკვლიეთ ძარა.

განაჩენი
თუ ”იანგთაიმერი” გსურთ, Mercedes 190 ერთ-ერთი საუკეთესო და გონივრული გადაწყვეტილებაა. 5000 ევროდ კარგად მოვლილი ეგზემპლარი მოგივათ, რომელსაც დიდი გარბენი არ ექნება და მხოლოდ ერთი პატრონის ხელში იქნება ნამყოფი.
ანდრეას მაი

Auto Bild
აქ დიზელის 2-ლიტრიანი აგრეგატი მუშაობს, რომლის სიმძლავრე 75 ცხენის ძალაა. გაფუჭებული ტურბინის არ შეგეშინდეთ - ტურბო საერთოდ არ აქვს!
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
2014-06-20 05:49:52
ბავარიელები მომავლისკენ იხედებიან და ამ მდიდრულ სტუდიურ მოდელში ინოვაციური ინტერიერი გვიჩვენეს. ამგვარ კონცეფციას მომდევნო მეშვიდე სერიაში ვიხილავთ
article image
Cat Image
აჯობებს ეს მერსედესი BMW X6-ს?
2014-06-03 06:12:39
BMW-მ კუპესა და SUV-ის ნაჯვარი X6-ით ბაზარზე თავი დიდი ხანია დაიმკვიდრა. ახლა კი ”მერსედესმაც” წარმოგვიდგინა MLC, რომელიც ჯერ სტუდიური მოდელია
სრულად
article image
Cat Image
გასართობი ლენდი
2014-06-02 07:41:10
”ლენდ როვერმა” თავისი Discovery-ს 25-ე იუბილეზე გვიჩვენა, თუ რას უნდა ველოდოთ უახლოეს წლებში.
სრულად
დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ - ახალი, აგრესიული ინტერნეტკამპანია საქართველოში (+15 PHOTO)
ყველაზე მოკლე ლიტერატურული შედევრები
"ძველბიჭობის" ქრონიკა, ანუ ქართველი მამაკაცის მენტალური პორტრეტის ევოლუცია (+VIDEO)
რა შანსი აქვს ჯანო ანანიძეს მოსკოვის "სპარტაკში" დამკვიდრების
დანიელე დე როსი: გუნდში ნამდვილი მამაკაცები გვჭირდება და არა...
ცუდი მოლოდინი არ გამართლდა - ლაშა შავდათუაშვილი გადარჩა [VIDEO]
სხვა სიახლეები
რატომ არ მისცეს ამ მანქანას სიცოცხლის უფლება?
04.05.2014
მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ეს Lancia ელიო ძაგატოს მიერ დაპირებულ 200 კმ/სთ-ს ვერ ავითარებდა. AUTO BILD-მა პროტოტიპით ექსკლუზიურად გაისეირნა
სრულად
ოსკი და ზაპო, ორი კოლორიტი
22.11.2011

კა­ცი «ზა­პო­რო­ჟეცს» ასე უვ­ლი­დეს, გა­გი­გი­ათ? პოს­ტ­საბ­ჭო­ურ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში (და არა მარ­ტო აქ) ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი ხომ და­ცინ­ვი­სა და მას­ხ­რად აგ­დე­ბის უპირ­ვე­ლე­სი ად­რე­სა­ტი იყო

სრულად
"მაგნატი 2006"-ის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
ლეგენდარული Harley-Davidson -ი ელექტროციკლს უშვებს
კოლაფსი ავტობაზარზე – დილერები მანქანებს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდიან
ივნისი
ახალი ნომერი
თბილისი 20°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება
სასწრაფოდ! იყიდება გოლფ 3
Mitsubishi Shogun Pinn
Nissan Teana