შუმახერის ავადმყოფობის ისტორია მოიპარეს და 50 000 ევროდ ყიდიან!
27.06.2014
მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციები მწირია. ოჯახის ოფიციალური განცხადებები იშვიათად ქვეყნდება და მის მდგომარეობას ექიმებიც მკაცრად ასაიდუმლოებენ. ცნობა იმის შესახებ, რომ 45 წლის შუმი კომიდან გამოვიდა, ოფიციალურადაც დადასტურდა და ისიც უტყუარია, რომ მიხაელი გრენობლის კლინიკიდან უკვე გადაიყვანეს შვეიცარიაში, კერძოდ კი ლოზანაში, თუმცა არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს მისი რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც, შესაძლოა, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის და აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შუმის მდგომარეობის შესახებ დეტალური და ოფიციალური ინფორმაცია სხვადასხვა, აკრძალული გზებით მოიპოვონ. მიზეზი ის არის, რომ ასეთ ინფორმაციას ძალიან მაღალი ფასი აქვს!

Auto Bild
ფორმულა 1-ის ავტოსპორტის ცოცხალი ლეგენდა მიხაელ შუმახერი 29 დეკემბერს თხილამურებით სრიალის დროს დაეცა (იხილეთ გრფიკა) და თავის ქალისა და ტვინის მძიმე დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც თვეების მანძილზე კომაში იმყოფებოდა. ახლა კი კომიდან გამოვიდა და დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს

უახლესი ცნობებით, გრენობლის კლინიკიდან, სადაც შუმახერი თხილამურებით სრიალის დროს დაცემის დღიდან კომიდან გამოსვლამდე მკურნალობდა, უცნობმა პიროვნებამ მიხაელის ავადმყოფობის ისტორია მოიპარა. გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ჯერ უცნობია, როგორ, რა გზით და ვინ მოახერხა იმ დოკუმენტაციის მოპარვა, სადაც შავით თეთრზე წერია, თუ რა დროს რა გაუკეთეს მიხაელს გრენობლის კლინიკის ექიმებმა. კლინიკამ უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ შუმახერის ავადმყოფობის ისტორია მოიპარეს და ამას შუმის ოჯახის შესაბამისი განცხადებაც მაშინვე მოჰყვა.

ეს მას მერე გაირკვა, გერმანულმა, შვეიცარიულმა და ფრანგულმა ჟურნალ-გაზეთებმა შუმახერის ოჯახს შეატყობინეს, რომ რედაქციებს წერილი მიუვიდათ, სადაც უცნობი პიროვნება მათ შუმის ავადმყოფობის ისტორიის შეძენას სთავაზობდა და სანაცვლოდ 50 000 ევროს ითხოვდა.

Auto Bild
მიხაელ შუმახერის მეუღლე: კორინა შუმახერი

ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეძლო დამნაშავემ დოკუმენტების მოპარვა. პროკურატურის განცხადებით, სამიისოდ ორი გზა არსებობს - ან ჰაკერი მოქმედებდა, ანაც უშუალოდ კლინიკაში 12-გვერდიანი დოკუმენტის ასლი გადაიღეს. გრენობლის კლინიკამ შუმის ავადმყოფობის ისტორია ლოზანას კლინიკისთვის მოაზადა. ისტორიაში ჩაწერილია ყველა დიაგნოზი და მკურნალობის ყველა ეტაპი, რაც მიხაელმა გრენობლის კლინიკაში გაიარა.

”ჩვენი IT-სისტემა მაშინვე საუკეთესო ექსპერტებს შევამოწმებინეთ, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს,” - აცხადებს გრენობლის კლინიკის დირექტორი ჟაკლინ ჰუბერტი.

პოლიციამ უკვე დაკითხა კლინიკის ყველა ის თანამშრომელი, ვისაც დოკუმენტაციაზე ხელი მიუწვდებოდა. აღსანიშნავია, რომ ჟაკლინ ჰუბერტის თქმით, მიხაელი კლინიკაში სხვა, ანონიმური სახელითა და გვარით იყო რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ინფორმაციის გაცემა მხოლოდ თანამშრომლებს შეეძლოთ. ეს საიდუმლო აღარაა და ჰუბერტმა ისიც თქვა, რომ მიხაელი გრენობლის კლინიკაში ჯერემი მარტინის სახელითა და გვარით იყო დარეგისტრირებული.

ჩვენი გერმანელი კოლეგები, კერძოდ კი გაზეთი ”ბილდი” წერს, რომ პოლიციას ეჭვმიტანილი ჯერ არ ჰყავს. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ქურდს, რომელიც პრესის წარმომადგენლებს შუმახერის ავადმყოფობის ისტორიას სთავაზობდა და სანაცვლოდ 50 000 ევროს ითხოვდა, ელექტრონულ წერილებში, ”კაგემუშა” ჰქვია. ეს იაპონური ისტორიული ფილმის სახელწოდებაა, რომელიც ქვესათაური ასე ჟღერს: ”მეომრის ჩრდილი”...

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
"პუტინ, ხუილო!" სტადიონზე 60 ათასი ფანის შესრულებით - "შპარგალკა" ქართველ გულშემატკივრებს (+VIDEO)
მუნდიალი თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
ბრაზილიელი ჯადოქარი გერმანიის ნაკრების დაწყევლას აპირებს
2 სანტიმეტრიც და ხეიბრად დარჩებოდა - რას გადაურჩა ნეიმარი
სხვა სიახლეები
07.07.2014
თითქმის 40 წელია, რაც ”ლადა” ”ნივას” აწარმოებს. ლეგენდარული ყველგანმავალი ევროპაში ახლა ”ლადა ტაიგას” სახელით იყიდება.
სრულად
”გაჯიპებული” Beetle Dune 2016 წლიდან გამოვა
07.07.2014
გერმანული ავტოგიგანტი ”ფოლკსვაგენი” უკვე 2016 წელს აპირებს სერიული სახე მისცეს ”ხოჭოს” ”გაჯიპებულ” ვერსიას, რომელიც ამ დროისთვის Beetle Dune-ის სახელით არის ცნობილი
სრულად
Hyundai Genesis კამერებს მოატყუებს
07.07.2014
Hyundai-ის ინჟინრებმა სედანი Genesis განსაკუთრებული სანავიგაციო სისტემით აღჭურვეს.
სრულად
საქართველოში ბენზინის ფასი არაადეკვატურად გაიზარდა?
10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში
დამუხრუჭებული ავტობიზნესი
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 21°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.
Mercedes C240
HONDA Hr-v
Hyundayi Tucson