”იაგუარი” F-Type Project 7-ის მხოლოდ მცირე სერიით წარმოებას გეგმავს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ორადგილიანი როდსტერის სულ 250 ეგზემპლარი შეიქმნება და ცნობისათვის, მაგალითად გერმანიისთვის მხოლოდ 20 ეგზემპლარია გათვალისწინებული.
575 ცხენის ძალის მქონე როდსტერის გაყიდვები 2015 წლის შემოდგომიდან დაიწყება. ჩვენი ბრიტანელი კოლეგების ცნობით, ავტომობილის ფასი 170 000 ევრო იქნება.