პრესტიჟული ნომრები ძვირდება! სადამდე აქვს ვადა ძველ ნომრებს?
30.06.2014
შსს-ს მომსახურების სააგენტომ სატრანსპორტო საშუალებათა ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების საფასური განსაზღვრა და შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1 სექტემბრამდე სანომრე ნიშნების შეცვლა სავალდებულო არ არის. სწორედ 2020 წლის 1 სექტემბრამდე რჩება მოხმარებაში ძველი სანომრე ნიშნები.

მომსახურების სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, უცვლელი რჩება სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღებისათვის, ასევე დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნების აღდგენისთვის განსაზღვრული საფასური და კვლავ 35 ლარს შეადგენს.

თუმცა, მძღოლებს, რომლებიც უპირატესობას ე.წ. პრესტიჟულ ნომრებს ანიჭებენ, ასეთი სანომრე ნიშნების შეძენა უფრო ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე აქამდე არსებული დიზაინის პრესტიჟული ნომრებისთვის იხდიდნენ. მაგალითად, დღეს მოქმედი კანონის გათვალისწინებით, სანომრე ნიშანი, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო ერთნაირია, ხოლო ციფრების კომბინაციაა - 111-დან 999-ის ჩათვლით (მაგ:BBB - 333), 800 ლარი ღირს. ახალი დიზიანის სანომრე ნიშნების შემთხვევაში კი, როცა სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო იდენტურია, იდენტური ციფრებით (მაგ: BB – 333 - BB) ფასი 1000 ლარი იქნება.

ასევე დღეს 400 ლარი ღირს სანომრე ნიშანი, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 100-დან 900-ის ჩათვლით (მაგ:NNN - 400), პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით კი, სანომრე ნიშანი, მაგ: NN – 400 – NN, 600 ეღირება.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, "პრესტიჟული" ნომრების საფასურები შემდეგნაირად განისაზღვრა: ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო იდენტურია, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
► 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 (მაგ: AA – 111 – AA ) - 1000 ლარი;
► 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 (მაგ: BB – 002 - BB) - 800 ლარი;
► 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 (მაგ: CC – 300 - CC ) - 600 ლარი;

ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია იდენტური, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
► 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 (მაგ: GT – 444 – TT ) - 800 ლარი;
► 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 (მაგ: YU – 005 - YY) - 600 ლარი;
► 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 (მაგ: WW – 600 _ PW ) - 400 ლარი;

ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში იდენტური წყვილის მქონე, ორი არაიდენტური ლათუნური ასოსგან, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
► 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 (მაგ: SO – 777 – SO) - 800 ლარი;
► 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 (მაგ: NN – 008 - MM) - 600 ლარი;
► 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 (მაგ: DF – 900 _ FD ) - 400 ლარი;


ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია იდენტური, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
► 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 (მაგ: RR – 111 – PO ) - 700 ლარი;
► 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 (მაგ: TU – 002 - KU) - 500 ლარი;
► 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 (მაგ: EI – 300 _ LL ) - 300 ლარი;

ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო არაიდენტურია, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
► 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 (მაგ: NJ – 444 – HZ ) - 250 ლარი;
► 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 (მაგ: VX – 005 - MW) - 200 ლარი;
► 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 (მაგ: QR – 600 _ FD ) - 150 ლარი;

► კვლავ 10-ათასი ლარი ეღირება სანომრე ნიშანი, რომლის ლათინური შრიფტი პირისათვის სასურველ ასოთა ან ციფრთა კომბინაციისაგან შედგება – მაგალითად, GEORGI – 1;

Auto Bildარსებულთან შედარებით, ზოგიერთ შემთხვევაში, 50-100 ლარის ფარგლებში მეტი იქნება ავტომობილის ისეთი სარეგისტრაციო ნომრები, რომლის სერია და ნომერი პირის სურვილით შერჩეული ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციით არის შედგენილი. კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, ისეთ შემთხვევაში, თუ სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო იდენტურია, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისგან (მაგ: DD – 707 - DD) საფასური 450 ლარია (დღეს არსებული დიზაინის შესაბამისად, პირის სურვილისამებრ შედგენილი ასეთი ტიპის სანომრე ნიშანი 350 ლარი ღირს); ასევე პირის სურვილის გათვალისწინებით შერჩეულ ლათინურ ასოთა და ციფრთა კომბინაციით, თუ სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია იდენტური, ხოლო ნომერი სამი ციფრის კომბინაციისგან შედგება, ის 350 ლარი ეღირება (მაგ: FF – 050 - FG); ასეთი შემთხვევებისას, ასევე 350 ლარით განისაზღვრა ისეთი ნომრების საფასური, როცა სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში იდენტური წყვილის მქონე, ორი არაიდენტური ლათინური ასოსგან, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისგან (მაგ: DF – 080 - FD); გარდა ამისა, თუ სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია იდენტური, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისგან (მაგ: DD – 305 - FS) ეღირება 300 ლარი, ხოლო თუ სერიის შემადგენელი ოთხივე ლათუნური ასო არაიდენტურია, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისგან (მაგ: DX – 040 - WQ) მისი საფასური იქნება 250 ლარი.

საკანონმდებლო ცვლილებები "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" კანონში შედის, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

იხილეთ ასევე:
აი, ასეთი იქნება ახალი სანომრე ნიშნები (+ VIDEO)

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ - ახალი, აგრესიული ინტერნეტკამპანია საქართველოში (+15 PHOTO)
"ძველბიჭობის" ქრონიკა, ანუ ქართველი მამაკაცის მენტალური პორტრეტის ევოლუცია (+VIDEO)
5 ყველაზე გახმაურებელი ძარცვა კაცობრიობის ისტორიაში
გადაწყდა: საქართველოს 2014/15 წწ. ეროვნული ჩემპიონატი 16-გუნდიანი გახდა
ბედნიერი გერმანელი ერი - 14 ივლისის ღამე ბერლინში [VIDEO]
იოახიმ ლიოვი: მარიო გიოტცეს ვუთხარი, რომ ის მესიზე უკეთესია
სხვა სიახლეები
ინფინიტი Q3-ს მერსედესის პლატფორმაზე ააწყობს
11.07.2014
”ინფინიტის” მომავალი კომპაქტური მოდელები Mercedes A-კლასის პლატფორმაზე აეწყობა. ეს ინფორმაცია ”ნისანის” მდიდრულმა მარკამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა.
სრულად
07.07.2014
”1000 კილომეტრი საქართველოში” - სწორედ ასე ჰქვია ახალ რუბრიკას, რომლის პრემიერა ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” აგვისტოს ნომერში შედგება.
სრულად
მერობის კანდიდატების მანქანები და ჯარიმები
09.06.2014
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მოახლოვებასთან დაკავშირებით, ”AUTO BILD საქართველო” თბილისის მერობის კანდიდატების ავტომობილებით დაინტერესდა.
სრულად
ოქრო გაძვირდა
ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგში თბილისი 194-ე ადგილზეა
ეკონომიკური ჯინი გამოშვებულია
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 23°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
სასწრაფოდ იყიდება სუბარუ ფორესტერი
Nissan Terrano 2 (საუკეთესო ფასად)
იყიდება სასწრაფოდ! მაზდა დემიო
Mercedess E320