სულ სხვა ჯიპი
30.06.2014
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ამ ავტომობილმა სერიოზულად გამაოცა. არა მარტო ფორმალურად! თუკი ”ჯიპი” აქამდე კუთხოვანი ფორმებით იცნობოდა, ახლა უკვე რბილ SUV-კლასთან გვაქვს საქმე. საკუთარ სენსორებს განსაკუთრებით ავტომობილის დაძვრის შემდეგ არ ვუჯერებდი: ახალ Cherokee-ს სასიამოვნო სირბილე ახასიათებს. აი, თუნდაც სავარძლები ავიღოთ: სამსახურში დაღლილი კაცი ამ სავარძლებზე შესანიშნავად განიტვირთება.


კოკპიტი აღჭურვილია ისეთი ოფციებით, როგორებიცაა „Navi & Sound“ (1450 ევრო) და „ასისტენტ-პაკეტი“ (2000 ევრო)

მძღოლისა და მგზავრების განტვირთვაა ძრავის ამოცანაც: ”ფიატის” 2-ლიტრიანი Multijet-დიზელი 170 ცხენის ძალით ისე მუშაობს, როგორც ჩანს, ინჟინრებმა მუშაობის პროცესში მთელი სული და გული ჩადეს. რა თქმა უნდა, მიხვდებით, რომ ეს დიზელია, მაგრამ ოდნავადაც არ არის ხმაურიანი. მაგალითად, 100 კმ/სთ სისწრაფეზე ძრავა იმდენად უხმაუროა, რომ შორსმაშუქი განათების ავტომატური ჩართვა-გამორთვის ხმასაც კი გაიგონებთ. ურბილესია 9-საფეხურიანი ავტომატიკის გადართვებიც.

ისე არ გიგოთ, თითქოს მანქანა უნაკლო იყოს. რა თქმა უნდა, აქვს მინუსებიც, ოღონდ, მძღოლის ტემპერამენტს გააჩნია. მაგალითად, Cherokee-ს სპორტული სულისკვეთების მქონე მხედრები არ უყვარს. მოსახვევებში სწრაფად შესვლის დროს აღარც სავარძლები მოგვწონს, ძარაც უშნოდ იხრება და ვეღარც ავტომატიკა ცვლის გადაცემებს ისე რბილად და სხარტად. ასე რომ, აღგზნებული მძღოლები ამ ”ჯიპით” ვერ ისიამოვნებენ.

Auto Bild
მეტი სივრცე ბარგისთვის ან მუხლებისთვის: უკანა სავარძლები წინ და უკან იწევა. საბარგულის მინიმალური მოცულობა 412 ლიტრია, მაქსიმალური – 1267 ლიტრი

მთელ ამ სირბილესთან ერთად Jeep-ში არც ის დაავიწყდათ, რომ ეს მანქანა ადრე ნაღდი ყველგანმავალი იყო. Cherokee-ს სრულად ავტომატიზირებული სრული ამძრაობა აქვს, რომელიც ჩვეულებრივ წინა თვლებს აბრუნებს. შესაბამისია შედეგიც: ნაკლები ცვეთა და ნაკლები საწვავის ხარჯი. იტალიელები 100 კიოლომეტრზე საშუალოდ 5,8 ლიტრი დიზელის მოხმარებას გვპირდებიან.

იტალიელები? დიახ, არაფერი შეგვშლია! ”ფიატი” 2009 წლიდან Chrysler/Jeep-ის თანამფლობელი იყო, 2014 წლის დასაწყისში კი იტალიელებმა ამერიკული ავტოკონცერნის დანარჩენი 41,5 პროცენტიც შეიძინეს.


ფერი სახელწოდებით „Billet Silver“ 750 ევრო ღირს

ტექნიკური მონაცემები
Jeep Cherokee 2.0 MultiJet

4-ცილინდრიანი, Turbo • მოცულობა: 1956 სმ3 • სიმძლავრე: 125 კვ (170 ცხ. ძ.)/4000 • ბრუნის მომენტი: 350 ნმ/1750 • სრული ამძრაობა • 9-საფ. ავტომატიკა • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4624/1859/1670 მმ • წონა: 1953 კგ • საბარგულის მოცულობა: 412–1267 ლ. • ავზი: 60 ლ. • 0–100 კმ/სთ: 10,3 წამში • მაქს. სიჩქარე: 192 კმ/სთ • საწვავის საშუალო ხარჯი: 5,8 ლ. D/100 კმ-ზე • გამონაბოლქვი: 154 გ/კმ
ფასი: 40 500 ევროდან

მოგვწონს: სირბილე. Jeep-მა ამ კლასში ფსევდო-სპორტულობის თანამედროვე გაგებაზე უარი თქვა, რაც ძალიან კარგია.

გვაკლია: უფასო ფერები. უფასო ფერი მხოლოდ ერთი და ისიც თეთრია.

გვიკვირს: პლატფორმა. ამას ვინ იფიქრებდა? Cherokee ”ფიატის” „Compact Platform“-ზე დგას - როგორც Alfa-ს Giulietta 2010 წლიდან.

დასკვნა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თანამედროვე Jeep-ში. ახალ Cherokee-ს აქვს ყველაფერი, რაც SUV-კლასის მანქანას სჭირდება. სურვილის შემთხვევაში ასისტენტ-სისტემებსაც მიიღებთ. ყველაზე კარგი ისაა, რომ ”ჯიპმა” მოდურ სიხისტეზე უარი თქვა.
ანდრეას ბორხმანი

Auto Bild
მშვენიერი დეტალი: ახალი Cherokee-ს საქარე მინას პატარა Willys Jeep ამშვენებს
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ - ახალი, აგრესიული ინტერნეტკამპანია საქართველოში (+15 PHOTO)
"ძველბიჭობის" ქრონიკა, ანუ ქართველი მამაკაცის მენტალური პორტრეტის ევოლუცია (+VIDEO)
5 ყველაზე გახმაურებელი ძარცვა კაცობრიობის ისტორიაში
გადაწყდა: საქართველოს 2014/15 წწ. ეროვნული ჩემპიონატი 16-გუნდიანი გახდა
ბედნიერი გერმანელი ერი - 14 ივლისის ღამე ბერლინში [VIDEO]
იოახიმ ლიოვი: მარიო გიოტცეს ვუთხარი, რომ ის მესიზე უკეთესია
სხვა სიახლეები
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
08.07.2014
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
01.07.2014
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
ეკონომიური მაზერატი
26.06.2014
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ოქრო გაძვირდა
ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგში თბილისი 194-ე ადგილზეა
ეკონომიკური ჯინი გამოშვებულია
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 23°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ფოლკსვაგენ პასატი 2006
იყიდება ფოლკსვაგენ გოლფ 3
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.
იყიდება სასწრაფოდ! ჰონდა ცრვ