Mercedes S-Class Coupe სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა გაყიდვაში - ოღონდ არა რეალური არამედ „სათამაშო“ ვარიანტი. დიახ ნამდვილად ასეა: მანამ სანამ რეალური ავტომობილები გერმანიაში რამდენიმე დღეში, ხოლო მსოფლიო დილერებთან წლის ბოლომდე გამოჩნდებიან, ევროპის მაღაზიებში უკვე იყიდება ეს მიკრომობილები. ასე რომ, თუ ნამდვილ ავტომობილს ვერ შეწვდებით (მინიმუმ 100 000 ევრო ეღირება) ამ კონკრეტული მოდელის ფანებს მისი შემცირებული ვერსიის ყიდვა 80 ევროდ შეეძლებათ.

სხვათა შორის, ამ სათამაშოს ორი ვარიანტი გამოვიდა, პირველი 1:18 ზომის მოდელი რომელიც კომპანია designo-მ 110 ნაწილისგან ხელით შექმნა ორ ფერში - თეთრი და ზურმუხტისფერი გამოვა და ის 79.90 ევრო ეღირება, ხოლო მეორე, უფრო მომცრო, 1:43 ზომის მოდელი, რომელიც კომპანია iScale-მა შექმნა, 50 ინდივიდუალირი ნაწილისგან არის გაკეთებული და ის უფრო იაფი - მხოლოდ 29.90 ევრო ღირს. დიდი ზომის სათამაშოსგან განსხვავებით, ფერების მიხედვით პატარებში არჩევანი მეტია...