მისი განცხადებით მოდელი მემკვიდრეს მისი სასიცოცხლო ციკლის დასრულების შემდეგ მიიღებს, ეს კი 2015 ან 2016 წელს მოხდება. კომპანიაში მიიჩნევენ რომ ეს კონკრეტული მოდელი მათ სამოდელო გამაში განსაკუთრებული მნიშვმნელობისაა და ღირსია მისი არსებობა გახანგრძლივდეს.

ახალი „ორკარა“ საფუძვლად მიიღებს მოდულურ პლატფრომას სახელწოდებით EMP2, რომლის ბაზაზეც ამჯერად იწყობა ევროპაში წლის ავტომობილად აღირებული Peugeot 308. ეს ფაქტი კი სიახლის მასაზე სავარაუდოდ დადებითად აისახება.
ცნობისათვის, PSA-ჯგუფის ახალი სტრატეგიის თანახმად, ”სიტროენი” სპეციალიზირდება ხელმისაწვდომი ავტომობილების სეგმენტზე, ხოლო ”პეჟო” უფრო პრემიალური გახდება. ყოველივე ეს კი ამ დროისთვის ერთსა და იმავე სეგემნტზე გათვლილ ბრენდებს ურთიერთკონკურენციას აარიდებს და მეტად იქნებიან ორიენტირებული მოგებაზე.