ამერიკული კომპანია Tesla მუშაობს ელექტრონული სედანის საბიუჯეტო ვარიანტზე. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, სიახლის ფასი საშუალებას მისცემს მას კონკურენცია გაუწიოს BMW-ს მე-3-სერიასა და Audi A4-ს.
ახალი მანქანის სახელწოდება იქნება - Tesla Model E. როგორც ირკვევა, ამ მომენტისთვის Tesla აშენებს ქარხანას Gigafactory, სადაც იგეგმება აკუმულატორების გამოშვება. ამის წყალობით, Tesla Motors-ს იმედი აქვს, რომ შემცირდება ელემენტების საფასური, რაც დაეხმარება კომპანიას დაიწყოს შედარებით იაფი ელექტრომობილების გამოშვება. წინასწარი მონაცემებით, ახალი აკუმულატორებით მანქანა 320 კილომეტრს გაივლის.
აღვნიშნავთ, რომ ახალი ელექტროკარის შასი, უმეტეს წილად, ფოლადის იქნება. სხვა დეტალებს Tesla Motors ჯერჯერობით არ ამჟღავნებს. სიახლის დებიუტი 2016 წელს იგეგმება. არაოფიციალური ინფორმაციით, Model E დაახლოებით 30 ათასი დოლარი ეღირება.