აღსანიშნავია, რომ ეს ახალი ”მეშვიდე სერიის” გრძელი ვერსიაა. ”აუტომედიას” ცნობით, BMW-ს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ავტომობილის წონის შემცირებაა. ამბობენ, რომ ახალი ”შვიდიანი” აქტუალურ მოდელთან შედარებით, წონაში 270 კილოგრამით დაიკლებს. BMW 7er მიიღებს დიზელის ახალ 6-ცილინდრიან ძრავას და ხელმისაწვდომი იქნება Plug-In-ჰიბრიდული ვერსიაც. გარდა ამისა, დაგეგმილია 9-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის ჩადებაც.



