ორი ფერარის ორი ავარია (+ VIDEO)
ორი ფერარის ორი ავარია (+ VIDEO)
03.07.2014
ინტერნეტში გავრცელდა ცნობები და ვიდეო ორი ავარიის შესახებ და ორივე შემთხვევაში მთავარ როლში ”ფერარია”. განსაკუთრებით არ გაუმართლა Ferrari LaFerrari-ს, რომელიც მონაკოში ერთი შეხედვით ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ სიტუაციაში ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ ავტომობილს, ”ფოლკსვაგენ გოლფს” შეეჯახა. მეორე ავარია კი კალიფორნიაში, კერძოდ კი მალჰოლანდის ჰაივეიზე მოხდა, სადაც Ferrari 360 გზიდან გადაფრინდა.

Auto Bild

მონაკოში მომხდარი ავარიის შესახებ დეტალური ცნობები ან ვიდეო არ გავრცელებულა. არსებობს მხოლოდ ფოტო, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ”ფერარის” მფლობელს თავისი LaFerrari-ს შეკეთება იმდენი დაუჯდება, რომ ამ თანხით კაცი ოთხ ახალ ”გოლფს” შეიძენდა. საქმე იმაშია, რომ 499 ეგზემპლარად გამოშვებულ LaFerrari-ს 963 ცხენის ძალა და ჰიბრიდული ამძრაობა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ მილიონი ევრო ღირს, ყველა ეგზემპლარი გაყიდულია. ასე რომ, რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეს, მფლობელი ამ LaFerrari-ს ვერ ”გადააგდებს” და ასეთივე ახალს ვერ შეიძენს. ფოტო სოციალურ ქსელში A.R. supercars shooting-მა გამოაქვეყნა.

Auto Bild

მეორე ავარიაში მოყოლილი Ferrari 360 Modena კი გაცილებით მძიმედ დაშავდა - მოსახვევში მძღოლმა ვერ ივარგა, მანქანაზე კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავარდა (იხილეთ ვიდეო). საბედნიეროდ, მძღოლი და მისი თანამგზავრი მხოლოდ მსუბუქად დაშავდნენ. ამ მოდელს ”ფერარი” 1995-დან 2001 წლამდე აწარმოებდა და ახლის რანგში მისი ფასი მაშინ დაახლოებით 150 000 ევრო იყო.

იხილეთ ვიდეო: Ferrari 360 Modena-ს ავარია კალიფორნიაში

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
ჯიშიანი პორშე
2014-08-18 09:20:22
ახალი ტოპმოდელები, Cayman და Boxster GTS წმინდასისხლიანი სპორტული მანქანებია
სრულად
article image
Cat Image
რომელი BMW გჭირდებათ?
2014-07-23 07:23:07
ახლა მოდაშია დახრილი სახურავები და BMW ამ მოდის ერთ-ერთი მთავარი მიმდევარია. მაგალითები გნებავთ?
სრულად
article image
Cat Image
ჯაბახანა 431 ცხენის ძალით პანამერას ეჯიბრება
2014-07-23 06:34:12
რას ნიშნავს მდიდრული ავტომობილი და არის თუ არა ყველა 100 000-ევროიანი მანქანა ერთნაირი? გადავწყვიტეთ, ლუქს-კლასისთვის სხვა თვალითაც შეგვეხედა
სრულად
გასული წლის "კაზანტიპის" ყველაზე თამამი გოგონები (+VIDEO)
14 დაუვიწყარი ფრაზა ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა" (+VIDEO)
აგვისტოს ომის გმირების ომამდე გადაღებული ფოტოები - დაუვიწყარი სახეები და სახელები
ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი: მთავარი ომი ნეაპოლშია
ლევან მჭედლიძეს "ემპოლიში" გააქვს და გააქვს [VIDEO]
სხვა სიახლეები
შუმახერის ცოლი მიხაელის თვითმფრინავს ყიდის
26.07.2014
მიხაელ შუმახერის ამბავმა გასული წლის მიწურულს მთელი მსოფლიო შეძრა და მიუხედავად იმისა, რომ 45 წლის შუმი კომიდან გამოვიდა
სრულად
იაპონელი მოდელი კენ ბლოკის მანქანაში
15.07.2014
ამერიკული თრენდი ”Sexy Girls and Cars” სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. Rallyecross-ის ლეგენდამ, კენ ბლოკმა მანქანაში იაპონელი მოდელი ჩაისვა და დრიფტაობას შეუდგა.
სრულად
ეს Dodge საუკეთესო სპრინტერია!
15.07.2014
Dodge Challenger SRT Hellcat თავისი 707-ცხენისძალიანი ძრავით, რომელიც 6,2-ლიტრიანი და 8-ცილინდრიანი (კომპრესორი) აგრეგატია, ისედაც გრანდიოზული ტიპია, ახლა კი გაირკვა, რომ თავის კლასში საუკეთესო სპრინტერიც ყოფილა.
სრულად
მსოფლიოში ტონა შაქარი 60 დოლარით გაიაფდა, საქართველოში - 20 ლარით
ყველაზე მეწველნი კავკასიაში
მულტიმილიონერი ფსიქიატრი ”შოთა ექიმი”
N59 აგვისტო 2014
ახალი ნომერი
არქივი
თბილისი 37°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ჯიპების გაქირავება დღიურათ
Honda - 2003
BMW - 2004
Mitsubishi - 2002