ორი ფერარის ორი ავარია (+ VIDEO)
ორი ფერარის ორი ავარია (+ VIDEO)
03.07.2014
ინტერნეტში გავრცელდა ცნობები და ვიდეო ორი ავარიის შესახებ და ორივე შემთხვევაში მთავარ როლში ”ფერარია”. განსაკუთრებით არ გაუმართლა Ferrari LaFerrari-ს, რომელიც მონაკოში ერთი შეხედვით ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ სიტუაციაში ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ ავტომობილს, ”ფოლკსვაგენ გოლფს” შეეჯახა. მეორე ავარია კი კალიფორნიაში, კერძოდ კი მალჰოლანდის ჰაივეიზე მოხდა, სადაც Ferrari 360 გზიდან გადაფრინდა.

Auto Bild

მონაკოში მომხდარი ავარიის შესახებ დეტალური ცნობები ან ვიდეო არ გავრცელებულა. არსებობს მხოლოდ ფოტო, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ”ფერარის” მფლობელს თავისი LaFerrari-ს შეკეთება იმდენი დაუჯდება, რომ ამ თანხით კაცი ოთხ ახალ ”გოლფს” შეიძენდა. საქმე იმაშია, რომ 499 ეგზემპლარად გამოშვებულ LaFerrari-ს 963 ცხენის ძალა და ჰიბრიდული ამძრაობა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ მილიონი ევრო ღირს, ყველა ეგზემპლარი გაყიდულია. ასე რომ, რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეს, მფლობელი ამ LaFerrari-ს ვერ ”გადააგდებს” და ასეთივე ახალს ვერ შეიძენს. ფოტო სოციალურ ქსელში A.R. supercars shooting-მა გამოაქვეყნა.

Auto Bild

მეორე ავარიაში მოყოლილი Ferrari 360 Modena კი გაცილებით მძიმედ დაშავდა - მოსახვევში მძღოლმა ვერ ივარგა, მანქანაზე კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავარდა (იხილეთ ვიდეო). საბედნიეროდ, მძღოლი და მისი თანამგზავრი მხოლოდ მსუბუქად დაშავდნენ. ამ მოდელს ”ფერარი” 1995-დან 2001 წლამდე აწარმოებდა და ახლის რანგში მისი ფასი მაშინ დაახლოებით 150 000 ევრო იყო.

იხილეთ ვიდეო: Ferrari 360 Modena-ს ავარია კალიფორნიაში

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
რომელი BMW გჭირდებათ?
2014-07-23 07:23:07
ახლა მოდაშია დახრილი სახურავები და BMW ამ მოდის ერთ-ერთი მთავარი მიმდევარია. მაგალითები გნებავთ?
სრულად
article image
Cat Image
ჯაბახანა 431 ცხენის ძალით პანამერას ეჯიბრება
2014-07-23 06:34:12
რას ნიშნავს მდიდრული ავტომობილი და არის თუ არა ყველა 100 000-ევროიანი მანქანა ერთნაირი? გადავწყვიტეთ, ლუქს-კლასისთვის სხვა თვალითაც შეგვეხედა
სრულად
article image
Cat Image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
14 დაუვიწყარი ფრაზა ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა" (+VIDEO)
აგვისტოს ომის გმირების ომამდე გადაღებული ფოტოები - დაუვიწყარი სახეები და სახელები
რეალობა ასეთია - ბიჭმა ევროპაში 200 გოგონას სექსი შესთავაზა (+VIDEO)
"გენკი" თორნიკე ოქრიაშვილს ახალი "მერსედესის" გასაღებს ჩააბარებს
გიორგი ლორია: ვესაუბრე გატუზოს. მას ძალიან სურდა ოფი-ში ვყოფილიყავი
გიორგი მერებაშვილი: კახა კაჭარავამ დახმარება დაუფიქრებლად შემომთავაზა
სხვა სიახლეები
შუმახერის ცოლი მიხაელის თვითმფრინავს ყიდის
26.07.2014
მიხაელ შუმახერის ამბავმა გასული წლის მიწურულს მთელი მსოფლიო შეძრა და მიუხედავად იმისა, რომ 45 წლის შუმი კომიდან გამოვიდა
სრულად
იაპონელი მოდელი კენ ბლოკის მანქანაში
15.07.2014
ამერიკული თრენდი ”Sexy Girls and Cars” სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. Rallyecross-ის ლეგენდამ, კენ ბლოკმა მანქანაში იაპონელი მოდელი ჩაისვა და დრიფტაობას შეუდგა.
სრულად
ეს Dodge საუკეთესო სპრინტერია!
15.07.2014
Dodge Challenger SRT Hellcat თავისი 707-ცხენისძალიანი ძრავით, რომელიც 6,2-ლიტრიანი და 8-ცილინდრიანი (კომპრესორი) აგრეგატია, ისედაც გრანდიოზული ტიპია, ახლა კი გაირკვა, რომ თავის კლასში საუკეთესო სპრინტერიც ყოფილა.
სრულად
“ვითიბი ბანკი” Roberto Cavalli - ის შეიძენს?
ვინ არის სამყაროს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი და როგორ მოიპოვა უდიდესი ქონება
ანაკლიაში ალკოჰოლური სასმელის ბუმია
თბილისი 22°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება სასწრაფოდ! მიცუბიში პაჯერო იო
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.
ტოიოტა სექუოია
Opel Astra