იაპონურმა კონცერნმა "ტოიოტამ" გარკვეული დროით გადადო ჰიბრიდ Prius-ის განახლებული მოდელის გამოშვება. მანქანის პრეზენტაციის ახალი ვადაა - 2015 წლის დეკემბერი.
ეს ნაბიჯი კომპანიამ საწვავის ხარჯის კიდევ უფრო შემცირების მიზნით გადადგა. ამისთვის იაპონელი ინჟინრები აპირებენ მოდელის შასის შეცვლას. ავტომობილის მთავარი განსხვავება იქნება - სიმძიმის დაბალი ცენტრი და უფრო მცირე წონა.
"ტოიოტაში" აცხადებენ, რომ ახალი ჰიბრიდული ძალური აგრეგატი წინამორბედზე უფრო კომპაქტური და 10 პროცენტით ეკონომიური იქნება. აღვნიშნავთ, რომ დღევანდელი Prius ქალაქის პირობებში 100 კილომეტრზე საშუალოდ 3.9 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.
გარდა ამისა, განახლებული Prius მიიღებს ელემენტების უკაბელოდ დატენვის სისტემას, რომელიც ეფუძნება ელექტრომაგნიტური ინდუქციის ეფექტს. ასეთი ვარიანტის დებიუტი მხოლოდ 2016 წლის ოქტომბერში შედგება.