ახალი პასატი და ბაბუამისი
04.07.2014
სრულიად ახალი და, როგორც ”ფოლკსვაგენის” შეფები ამბობენ, ”very important” ”პასატის” მსოფლიო პრემიერა პოტსდამში შედგა. ”ფოლკსვაგენის” ბოსმა მარტინ ვინტერკორნმა (ინსაიდერები ”ვიკოს” რომ უწოდებენ), საშუალო კლასის თავისი ახალი სედანი VIP-საზოგადოებას სპეციალურ წვეულებაზე წარუდგინა.



სანამ დანარჩენზე ვისაუბრებდეთ, აქვე ვთქვათ, რომ ”ფოლკსვაგენ პასატი” 1973 წლიდან იწარმოება და 1,1 მილიონი გაყიდული ეგზემპლარით VW-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია. ახალი, მერვე თაობის ”პასატით” კი ”ფოლკსვაგენს” უფრო მაღალ ლიგაში თამაში უნდა და ვოლფსბურგელები პირდაპირ და დაუფარავად ამბობენ, ამ მანქანით Mercedes ”C-კლასისა” და BMW-ს მესამე სერიის სეგმენტს ვუმიზნებთო.



”პასატი” არის მაღალი კლასი საშუალო კლასის ფორმატში. იმიტომ, რომ ეს არის პრემიუმ-ავტომობილი პრემიუმ-ფასის გარეშე,” - ეს სწორედ ”ფოლკსვაგენის” კონცერნის შეფ ვინტერკორნის სიტყვებია. ახალი ”პასატის” შეკვეთა მომავალი ხუთშაბათიდან იქნება შესაძლებელი, ნოემბრიდან ავტომობილს ყველა დილერი მიიღებს. ახალ ”პასატს” საქართველოში, ”ფოლკსვაგენის” თბილისის ცენტრშიც სწორედ წლის ბოლოს უნდა ველოდოთ.



ბაბუა და შვილიშვილი პასატების დიალოგი

ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა, უფრო ზუსტად კი გაზეთმა ”ბილდმა” ახალი ”პასატი” ცოტა სხვანაირად წარადგინეს - გერმანულ ტაბლოიდში გამოქვეყნდა ინტერვიუ, სადაც რესპონდენტი ახალი ”პასატია”, ინტერვიუერი კი - მისი ბაბუა, პირველი ”პასატი”.



პაპა პასატი: როგორ გასუქებულხარ, ბიჭო! მაინც რამდენი მოიმატე - 500 კილო?

ახალი პასატი
: ეეერთი წუთით! ჩემი წინამორბედი ჩემზე 85 კილოგრამით მძიმე იყო! მე, რა თქმა უნდა, უფრო გრძელი და უფრო განიერიც ვარ. ამიტომაც, ჩემი სალონის უკანა ნაწილში მუხლებისთვის მეტი სივრცეა.

პაპა პასატი: შენთან ორი უმთავრესი კითხვა მაქვს: რამდენს სვამ? და, რაკი სიგრძეში 4,77 მეტრი ხარ, როგორ პოულობ პარკინგის ადგილს?

ახალი პასატი (იცინის): შენ დროს დაპარკინგებისთვის მძღოლს კუნთები უნდა ჰქონოდა. მე კი, თუ საჭიროა, ავტომატურად ვპარკინგდები. რაც შეეხება სმას, მაგ მხრივ საერთოდ არაფერი გაქვს სათქმელი: შენი 55-ცხენისძალიანი ძრავუკა 100 კილომეტრზე 10 ლიტრ საწვავს მოიხმარდა. ჩემი უახლესი დიზელის ძრავისთვის კი, რომელსაც 150 ცხენის ძალა აქვს, 100 კილომეტრზე საშუალოდ 4,1 ლიტრიც საკმარისია. სხვათა შორის, Plug-in-ჰიბრიდული ვერსიის სახითაც ვარ ხელმისაწვდომი - თანაც, 211 ცხენის ძალაზეა საუბარი, ბაბუ...



პაპა პასატი: ცხენის ძალები და ცხენის ძალები... თქვენ, ახალგაზრდებს მხოლოდ სისწრაფე გაინტერესებთ...

ახალი პასატი: როგორ გეკადრება, უსაფრთხოებაც მაინტერესებს. მაგალითად, მოსალოდნელი ავარიას წინასწარ ვგრძნობ და ავტომატურად ვამუხრუჭებ. მეც მაქვს შენთან ერთი კითხვა: შენ დროს საქარე მინაზე შესაძლებელი იყო იმის დანახვა, თუ რა სისწრაფით მიდიოდი იმ მომენტში?

პაპა პასატი: რააა?

ახალი პასატი: ჰოოო, ამას Head-up-Display ჰქვია, ბაბუ!

პაპა პასატი: დისპლეი-მისპლეი მე არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემი ფასი 1973 წელს მხოლოდ 9 000 გერმანული მარკა იყო. შენს სანაცვლოდ კი ”ფოლკსვაგენი” მინიმუმ 25 875 ევროს ითხოვს. ინფლაციაც რომ მივათვალოთ, ფასებს შორის განსხვავება მთელი 114 პროცენტია, შვილო!

ახალი პასატი: ჰო, მაგრამ ჩემში თითოეული ცენტის გადახდა ღირს. შენი სიგრძე 4,20 მეტრია და დღეს ასეთი სიგრძე ჩემს პატარა ძმას, ”გოლფს” აქვს...

პაპა პასატი: სპორტულად კი გამოიყურები, მაგრამ ოჯახსაც გამოადგები?

ახალი პასატი: ოჯახს რა უნდა? სივრცე და ტევადობა, არა? ჩემი საბარგული 586-ლიტრიანია და ტყუპი ბავშვების ეტლიც კი ჩაეტევა.

პაპა პასატი: წავედი, წავედი... მტვერი უნდა ჩამოვიბერტყო...

იხილეთ ვიდეო: ახალი ფოლკსვაგენ პასატის პრეზენტაცია პოტსდამში

ახალი პასატი და ბაბუამისი
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
ჯიშიანი პორშე
2014-08-18 09:20:22
ახალი ტოპმოდელები, Cayman და Boxster GTS წმინდასისხლიანი სპორტული მანქანებია
სრულად
article image
Cat Image
რომელი BMW გჭირდებათ?
2014-07-23 07:23:07
ახლა მოდაშია დახრილი სახურავები და BMW ამ მოდის ერთ-ერთი მთავარი მიმდევარია. მაგალითები გნებავთ?
სრულად
article image
Cat Image
ჯაბახანა 431 ცხენის ძალით პანამერას ეჯიბრება
2014-07-23 06:34:12
რას ნიშნავს მდიდრული ავტომობილი და არის თუ არა ყველა 100 000-ევროიანი მანქანა ერთნაირი? გადავწყვიტეთ, ლუქს-კლასისთვის სხვა თვალითაც შეგვეხედა
სრულად
გასული წლის "კაზანტიპის" ყველაზე თამამი გოგონები (+VIDEO)
14 დაუვიწყარი ფრაზა ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა" (+VIDEO)
აგვისტოს ომის გმირების ომამდე გადაღებული ფოტოები - დაუვიწყარი სახეები და სახელები
ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი: მთავარი ომი ნეაპოლშია
ლევან მჭედლიძეს "ემპოლიში" გააქვს და გააქვს [VIDEO]
სხვა სიახლეები
შუმახერის ცოლი მიხაელის თვითმფრინავს ყიდის
26.07.2014
მიხაელ შუმახერის ამბავმა გასული წლის მიწურულს მთელი მსოფლიო შეძრა და მიუხედავად იმისა, რომ 45 წლის შუმი კომიდან გამოვიდა
სრულად
იაპონელი მოდელი კენ ბლოკის მანქანაში
15.07.2014
ამერიკული თრენდი ”Sexy Girls and Cars” სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. Rallyecross-ის ლეგენდამ, კენ ბლოკმა მანქანაში იაპონელი მოდელი ჩაისვა და დრიფტაობას შეუდგა.
სრულად
ეს Dodge საუკეთესო სპრინტერია!
15.07.2014
Dodge Challenger SRT Hellcat თავისი 707-ცხენისძალიანი ძრავით, რომელიც 6,2-ლიტრიანი და 8-ცილინდრიანი (კომპრესორი) აგრეგატია, ისედაც გრანდიოზული ტიპია, ახლა კი გაირკვა, რომ თავის კლასში საუკეთესო სპრინტერიც ყოფილა.
სრულად
მსოფლიოში ტონა შაქარი 60 დოლარით გაიაფდა, საქართველოში - 20 ლარით
ყველაზე მეწველნი კავკასიაში
მულტიმილიონერი ფსიქიატრი ”შოთა ექიმი”
N59 აგვისტო 2014
ახალი ნომერი
არქივი
თბილისი 37°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz - 1993
Mercedes-Benz - 2001
Volkswagen - 2006
Honda - 2003