ჩინეთში პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელსაც ორივე ხელი ამპუტირებული აქვს და ავტომობილს მხოლოდ ფეხებით მართავდა.
მამაკაცი ერთი ფეხით საჭეს ატრიალებდა, ხოლო მეორე ფეხით კი სატერფულებს აჭერდა. ავტომობილი, რა თქმა უნდა, ავტომატური გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი - მექანიკის მართვას, უხელო კაცი, ცხადია, ვერანაირად ვერ მოახერხებდა.
ჩინური გაზეთების ცნობით, ეს მამაკაცი მანქანას წლების მანძილზე ასე მართავდა და დაახლოებით 160 000 კილომეტრი აქვს გავლილი - რაც მთავარია, მართვის მოწმობის გარეშე! ხელების ამპუტაცია მას ჯერ კიდევ ბავშვობაში დასჭირდა - დენმა დაარტყა. პოლიციამ ის 500 იუანით (59 ევრო) დააჯარიმა.