თაობების დუელი: BMW i8 და Porsche 911
26.09.2014
Playstation-ის თაობა ტრეკის გმირის წინააღმდეგ, ელექტრული ბატარეისა და ბოქსერის დუელი

BMW i8 კუთხეში დგას და ისე ჩუმად ზუზუნებს, თითქოს სხვა გალაქტიკიდან იყოს. მის კარებს რომ შეხედავს, ან იმ ხაზებს, რომლებიც ჰაერის ნაკადს ძარაზე მოფერების საშუალებას მისცემენ, სპორტული ავტომობილების მოყვარულს გულისცემა ნაღდად გაუხშირდება.

ეხება თუ არა ეს თვით Porsche 911-ის ფანსაც? ჩვენ სწორედ ამის გარკვევა გვსურდა და ამიტომაც შევახვედრეთ Playstation-ის თაობის საოცნებო ავტომობილი ნებისმიერი სარბოლო ტრეკის გმირს - BMW i8 Porsche 911-ის წინააღმდეგ.

Auto Bild
BMW i8: სიმძლავრე: 362 ცხენის ძალა; ბრუნის მომენტი: 570 ნმ; მაქს. სიჩქარე: 250 კმ/სთ; 0-100 კმ/სთ: 4,4 წამში
PORSCHE 911 CARRERA S: სიმძლავრე: 400 ცხენის ძალა; ბრუნის მომენტი: 440 ნმ; მაქს. სიჩქარე; 302 კმ/სთ; 0-100 კმ/სთ: 4,1 წამში


საგამოფენო დარბაზში ამ დუელს მაშინვე BMW მოიგებდა, რადგან Porsche 911-ს ყველა იცნობს, i8 კი ახალი ხილია. i8 მზერას მაგიურად იზიდავს და უნდა ითქვას, რომ ამ მიზიდულობაში ჯერჯერობით არანაირ როლს არ თამაშობს ის ფაქტი, რომ ელექტრო-ტიპია და ყველაზე სუფთა სპორტული მანქანის სახელის დამკვიდრება უნდა. თუმცა უხმაუროდ და გამონაბოლქვის გარეშე i8 მხოლოდ პირველ 37 კილომეტრს გადის, მერე კი ამძრაობაში ტურბირებული 3-ცილინდრიანი აგრეგატი ეხმარება. ახლა ისეთი დრო მოდის, რომ ამაზე მეტი საჭირო არც არისო, ამბობს პროექტის ხელმძღვანელი კარსტენ ბრაიტფელდი.

რჩება კითხვა: ნუთუ მართლა მიდის ისეთი ტრადიციული და უზადო ბოქსერ-ძრავით აღჭურვილი ”პორშეს” დრო, როგორიც ეს 911-ია? აქ 400 ცხენის ძალა გრგვინავს, i8-ში კი, ელექტრო და შიგა წვის ძრავის კომბინაციით 362 ცხენის ძალას ვიღებთ. რა გამოდის? აქეთ ბრუნის მომენტის მეფე, რომელიც მძვინვარე და ჯანმრთელია, იქით კი ხარი, რომელიც დაბალ ბრუნებზე ბრწყინავს და რომლის ძრავის ჟღერადობა გაცილებით სინთეტიკურია. იმის თქმა გვინდა, რომ BMW გვანცვიფრებს, მაგრამ სიამოვნებას ისევ ”პორშეთი” ვიღებთ.

Auto Bild

იმისათვის, რომ წონა არ გაექცეს, BMW ყველა ტრიუკს იყენებს - ალუმინის შასი, კარბონის ძარა... ჯამში 1560 კილოგრამი გამოდის, რაც ნამდვილად მისაღებია იმის ფონზე, რომ საქმე სამი ძრავით აღჭურვილ Plug-in-ჰიბრიდთან გვაქვს, რომელიც ასობით ლითიუმ-იონური ელემენტითაა დაკომპლექტებული. თუმცა ჩვეულებრივად აწყობილი 911 უფრო ათლეტურია და თავისი PDK-თი მხოლოდ 1510 კილოგრამს იწონის.

ასე რომ, ”პორშეზე” იმის თქმა, რომ მისი დრო მიდის, ჯერ ძალიან ნაადრევია. ამ მოსაზრებაში განსაკუთრებით მაშინ დარწმუნდებით, როცა მოსახვევები დავიწროვდება - ასეთ სიტუაციებში i8 კიდევ დიდხანს ვერ იქნება ისეთი მოხდენილი, როგორც 911.

Auto Bild

ისე ნუ გაიგებთ, თითქოს ვამბობდეთ, რომ BMW i8 სერიოზული სპორტქარი არ არის. რაც უნდა იყოს, Carrera S ადგილიდან აჩქარებისას 100 კმ/სთ-ს ბავარიელზე მხოლოდ სამი მეათედით სწრაფად, 4,1 წამში აღწევს. თუმცა წინ 195-იანი, უკან კი 215-იანი საბურავებით i8 თავს ცოტა არ იყოს უცხოდ გრძნობს იქ, სადაც სპორტული მანქანების ადგილია. სწრაფი მოსახვევები i8-ს ნაკლებად იზიდავენ - საბურავები ჩივიან, ESP-ს ნათურა ციმციმებს და გარკვეული ინერტულობა იგრძნობა. ცხადია, რომ i8-ს მთავარი პლუსები სხვაგან უნდა ვეძებოთ - კერძოდ, სტილში, ტექნიკაში, მომავალზAuto Bildე ორიენტირებულობასა და პოლიტკორექტულობაში.

სპორტული ავტომობილების ფანის მოხიბვლა ამ ყველაფერსაც შეუძლია.

დასკვნა: შოუსთვის i8, სიამოვნებისთვის 911

i8-ს სახით BMW-მ ეკონომიური სპორტული ავტომობილი წარმოადგინა, რომელსაც მწვანე ბოლიდი უნდა შევარქვათ. ვიწრო მოსახვევებში კი 911 კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი დრო კიდევ დიდხანს არ წავა. შოუსთვის პირადად მე i8-ს ავიღებდი, სიამოვნებისთვის კი - ”პორშეს”.
თომას გაიგერი


გამოფენის სპორტსმენი

ახალი სკოლა: ელექტროამძრაობა, კომბინირებული 362 ცხენის ძალა და 570-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტი


+ თვალშისაცემი დიზაინი, მცირე ხარჯი და პოზიტიური ეკო-იმიჯი
- ნაკლები ტემპერამენტი, ნაკლები ტალანტი დინამიკაში. უფრო სპორტულად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეშია


სპორტის გამოფენა

ძველი სკოლა: მაქსიმალური ტემპერამენტი და ცეცხლოვანი ძრავა 400 ცხენის ძალით და 440-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით

Auto Bild
+ კვეთრი სპორტულობა და მაქსიმალურად მისაღები ვარგისობა ყოველდღიური მოხმარებისთის. ყველა სპორტქარისთვის მისაბაძი მაგალითი
- საწვავის მაღალი ხარჯი, მცირე კულტურა დაბალი სიჩქარით მართვისას




ვიდეო:

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
ჯაბა კანკავა: დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ
ჩერნოგორიელმა ფანებმა რუსეთის ნაკრების მეკარეს მაშხალა თავში მოარტყეს, მატჩი ჩაიშალა [VIDEO]
შოთა არველაძე: ამის გამო შენს ნაკრებს არ უნდა დაუსტვინო
სხვა სიახლეები
ჯენტლმენი გოძილას წინააღმდეგ
03.03.2015
პირველი სერიოზული, მოხდენილი და მდიდრულია, მეორე - გაუთლელი, სასტიკი და შეუბრალებელი
სრულად
მწეველები
30.10.2014
გართობის დროაო, თქვეს BMW M4-მა და Audi RS5-მა და Continental-ის ავტოდრომს მიაშურეს
სრულად
რომელი BMW გჭირდებათ?
23.07.2014
ახლა მოდაშია დახრილი სახურავები და BMW ამ მოდის ერთ-ერთი მთავარი მიმდევარია. მაგალითები გნებავთ?
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz ML 350 27000 $
Nissan X-Trail 3400 $
Nissan Skyline 2700 $
Opel Astra 5400 $