მერსედესის მომავლის სატვირთო თვითონ დადის! (VIDEO)
მერსედესის მომავლის სატვირთო თვითონ დადის! (VIDEO)
30.09.2014
საწვავის ნაკლები ხარჯი, ნაკლები სტრესი, ნაკლები ავარიები - აი, ასეთი უპირატესობები აქვს მომავლის სატვირთო ავტომობილს, რომელსაც Future Truck ჰქვია და რომელიც ”მერსედესმა” შექმნა.

”მერსედესმა” ეს სატვირთო ჰანოვერის სატვირთო და კორპორატიული ავტომობილების გამოფენაზე (25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე) წარმოადგინა, ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა კი ის უკვე გატესტეს.

Auto Bild
სატვირთო ავტომობილის ხვალინდელი დღე: ეს მერსედესი ავტობანზე ავტოპილოტით დადის

კარბონისა და LED-დიოდების სიუხვე თანამედროვე ავტომობილში გასაკვირი აღარ არის, მაგრამ სატვირთო ავტომობილისთვის კი ნამდვილად ახალი ხილია. შერჩება თუ არა ამ კონცეპტს ასეთი აეროდინამიკული დიზაინი, ესეც ცალკე განსჯის თემაა, თუმცა ჩვენ მთავარზე ვისაუბროთ: საჭესთან მოკალათებული ხვდები, რომ ეს ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა არ არის. მძღოლი ფაქტობრივად ლოჟაში ზის: ხის იატაკი, კრემისფერი ტყავის სავარძლები და მაჩვენებელთა დაფის ლურჯი განათება სწორედ მომავლის სიმღერაა. სხვამხრივ კი ყველაფერი ჩვეულებრივადაა: საჭე, სიგნალი, მოხვევის ციმციმას ბერკეტი, გაზის პედალი, მუხრუჭი...

სამაგიეროდ, უჩვეულოა საჭის უკან განთავსებული ფერადი ეკრანი და მარჯვენა მხარეს ჩადებული 12,4-დუიმიანი ტაბლეტი, რომელიც სხვადასხვა ცნობებს გვაწვდის.

Auto Bild
Auto Bild

მანქანის მთავარ ინჟინერ ტიმო ჰეგელესთან ერთად 12 კილომეტრი გავიარეთ. ჰეგელემ ავტობანზე „Highway Pilot“ ჩართო - რეჟიმი, რომელიც ამ მანქანის ყველაზე მთავარი სიახლეა. ჩართო თუ არა, საჭეს მაშინვე ხელები გაუშვა და მძღოლის სავარძელი 45 გრადუსით მარჯვნივ შემოატრიალა, მომავლის სატვირთომ კი გზა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად განაგრძო! ამ დროს ჰეგელემ ტაბლეტი აიღო და ინტერნეტში შეძვრა - ვითომც აქ არაფერი, მანქანა მიდის, მძღოლი მშვიდადაა.

როცა საჭიროა, სატვირთო თავისით, ავტომატურად ამუხრუჭებს და დისტანციასაც ინარჩუნებს. ერთ მომენტში უკნიდან სახანძრო ავტომობილი მოგვიახლოვდა, რომელსაც სირენა ჩართული ჰქონდა - ამ დროს ჩვენმა სატვირთომ სვლა შეანელა და ავარიული განათება ჩართო.

Auto Bild
როცა სატვირთო თავისით მიდის, მძღოლს შეუძლია, ტაბლეტით ლანჩი შეუკვეთოს...

თუ როგორ ფუნქციონირებს ეს ყველაფერი, ამის ახსნას ჩვენთვის პროექტის მენეჯერი გეორგ შტეფან ჰაგემანი შეეცადა: ”ყველა სისტემა, რომელსაც აქ ხედავთ, დღეს პრაქტიკაში უკვე გამოიყენება. ჩვენი მიზანი ამ სისტემების სრულყოფილი მუშაობა და იდეალური ინტერნეტკავშირია.”

მომავლის სატვირთოები გერმანულ ავტობანებზე 2025 წლიდან უნდა გამოჩნდნენ, მანამდე კი კიდევ უამრავი ტესტი და გამოცდაა ჩასატარებელი. ფაქტი ერთია: Future Truck უკვე უპრობლემოდ აკეთებს თავის საქმეს და დანარჩენი უბრალოდ დროის ამბავია.

Auto Bild
მომავლის სატვირთო დისტანციასაც იცავს, საჭიროების შემთხვევაში ამუხრუჭებს და სახანძრო მანქანას გზას უთმობს - ეს ყველაფერი ავტომატურად ხდება. აღსანიშნავია, რომ ეს სისტემები პრაქტიკაში უკვე გამოიყენება

იხილეთ ვიდეოები



facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
თაობების დუელი: BMW i8 და Porsche 911
2014-09-26 08:33:41
Playstation-ის თაობა ტრეკის გმირის წინააღმდეგ, ელექტრული ბატარეისა და ბოქსერის დუელი
სრულად
article image
Cat Image
მერსედესის ახალი ვარსკვლავი (+ფოტოები და ვიდეო)
2014-09-10 08:03:59
დიდხანს ველოდით და, აი, ისიც: ”მერსედესმა” თავისი ახალთახალი ვარსკვლავი Mercedes AMG GT ოფიციალურად წარმოადგინა.
სრულად
article image
Cat Image
...და ამას უნდა ერქვას TT?
2014-09-01 09:39:17
SUV-კუპეს ჰგავს და SUV-კუპესავით დადის, მაგრამ სახელი? სახელი გვაოცებს!
სრულად
კიმ ჩენ ინი, ჩაკ ნორისი, კატა - ცნობილი ფეხბურთელების ორეულები (+17 PHOTO)
ჩვეულებრივი დღე მამაკაცისა და ქალის ცხოვრებიდან - უზარმაზარი სხვაობა!
როგორ გადაიქცა ბარბი ულამაზესი ტანის მქონე ქალად (+14 PHOTO)
თემურ ქეცბაიამ ნაკრებში გიორგი ჭანტურია გამოიძახა
ალექს მაკლიში: ოქრის დავემუქრე, რომ თუ შოტლანდიას გაუტანს, ვცემ
ოთარ გაბელია: რა, თემურ ქეცბაია თუ წავა, ავშენდებით?
სხვა სიახლეები
ლადამ კალინა განაახლა
30.09.2014
რუსულმა ავტომწარმოებელმა ”ლადამ” მოდელ ”კალინას” (ფასი 8000 ევროდან) ფეისლიფტი ჩაუტარა და რუსებს იმედი აქვთ, რომ ასეთი დიზაინის მქონე ”კალინაზე” მეტი მოთხოვნა იქნება.
სრულად
კადილაკი ლუქს-სედანს გეგმავს
30.09.2014
”კადილაკი” მდიდრული სედანის გამოშვებას გეგმავს, რომელიც წესით, 2015 წლის ბოლომდე უნდა ვიხილოთ და რომელმაც BMW-ს მეშვიდე სერიას Mercedes ”S-კლასს” უნდა გაუწიოს კონკურენცია.
სრულად
28.09.2014
AUTO BILD-ის ინგლისურმა ლიცენზირებულმა ვერსიამ, ჟურნალმა AUTO EXPRESS-მა თავის მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და ამ გამოკითხვის შედეგად ყველა დროის 10 ყველაზე ცუდი ავტომობილი გამოავლინა.
სრულად
მსოფლიოში ნავთობის ფასი დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს
ვინ არიან ახალგამომცხვარი ამერიკელი მილიარდერები
ქონების შესახებ კანონში ცვლილებები შედის
N60 ოქტომბერი 2014
ახალი ნომერი
არქივი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Subaru Forester
Nissan Skyline
ტოიოტა სექუოია
სასწრაფოდ! იყიდება გოლფ 3