რა მანქანა ვიყიდოთ: Nissan X-terra (WD22)
რა მანქანა ვიყიდოთ: Nissan X-terra (WD22)
20.10.2014
Nissan X-terra (WD22) , რომელიც 2000-2004 წლებში იწარმოებოდა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყველგანმავალია. იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს შეიძინოს ყველგანმავალი 8 000 $ ფარგლებში და არ აქვს პრეტენზია გამორჩეულ კომფორტზე, X-terra შესანიშნავი არჩევანია. უხეში გარეგნობა საიმედოობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ავტომობილის ძირითად ღირსებად მისი მფლობელები გამავლობას და გამძლეობას ასახელებენ. პრინციპში, ყველგანმავალს ამაზე მეტი არც უნდა მოეთხოვებოდეს.

სალონი ისეთია, როგორიც უგზოობის მოყვარულ ადამიანებს სჭირდებათ: არცთუ ისე კომფორტული, უგზოობაზე სვლისთვის საჭირო მაღალი სავარძლებით და უბრალო დეტალებით. ავტომობილის საბარგული არ არის გათვლილი დიდი რაოდენობის ტვირთის გადასაზიდად. რეალურად, X-terra მუშა, უპრობლემო გადაადგილების საშუალებაა, რომელსაც თითქმის ყველანაირი გზის დაძლევა შეუძლია.

მფლობელები 3.3-ლიტრიან ბენზინის ძრავას გვირჩევენ. მექანიკური გადაცემათა კოლოფი უფრო ეკონომიურია და უგზოობის დროს, ავტომობილის უფრო კარგად ფლობის საშუალებას გვაძლევს. ძირითად პრობლემად მფლობელები დაკიდების სისტემას (რესორები) და ძრავის არაეკონომიურობას ასახელებენ.

X-terras სერვისი იაფი ნამდვილად არ არის. ხელოსნის მოძიება შეიძლება, თუმცა სანამ ავტომობილს ჩავაბარებთ უნდა დავრწმუნდეთ, რომ კარგი სპეციალისტია. ნაწილებს რაც შეეხება: შოვნის პრობლემა არ არის, თუმცა მფლობელების თქმით, ძირითადად ძვირია. ამ ნაკლს ავტომობილი თავისი ხარისხით ფარავს - X-terra-ს გაფუჭება არც ისე ადვილი საქმეა.

მოკლედ, ნისანის ყველგანმავალი იმ ადამიანებისთვის არის, ვისაც ხშირად უწევს უგზოობაზე სიარული და ავტომობილისგან კარგ გამავლობას და გამძლეობას ითხოვს. თავისი ფასით და ხარისხით X-terra ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა.

Auto Bild

Auto Bild

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
ჯაბა კანკავა: დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ
ჩერნოგორიელმა ფანებმა რუსეთის ნაკრების მეკარეს მაშხალა თავში მოარტყეს, მატჩი ჩაიშალა [VIDEO]
შოთა არველაძე: ამის გამო შენს ნაკრებს არ უნდა დაუსტვინო
სხვა სიახლეები
მევლუდ მელაძე მსოფლიოში ყველაზე ნელი მანქანის საჭესთან...
26.03.2015
მსოფლიო რბენის (Wings for Life) კეთილი ნების ელჩი მევლუდ მელაძე ფინიშის მანქანის საჭესთან დაჯდება და შეეცდება, ცდუნებას არ აყვეს
სრულად
ომეგას დროით MINI-ს ყიდვის დროა!
25.03.2015
უპროცენტო შიდა განვადება და სასიამოვნო საჩუქრები ყველას, ვინც ”მინის” შეიძენს
სრულად
გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
17.03.2015
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქუსა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Opel Astra 5400 $
Nissan Skyline 2700 $
Volkswagen Passat 6500 $
Honda Stream 2500 $