აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილები
27.10.2014
იშვიათი და ეგზოტიკური ავტომობილები ყოველთვის მოდაშია. მდიდარი ადამიანები მილიონებს იხდიან, რომ შეიძინონ საუკეთესოთა შორის საუკეთესო. ამბობენ, რომ ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი 52 მილიონ დოლარად გაიყიდა, თუმცა გარიგება პირადად მოხდა, რის გამოც ეს ფაქტი ოფიციალურად არ არის აღიარებული.

ჩვენ შევარჩიეთ 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი, რომლებიც ოფიციალურ აუქციონებზე გაიყიდა და მათი ღირებულებები ოფიციალურ გადასახადებში აისახა. სიაში არ არის გათვალისწინებული ინფლაციის ღირებულებით გაძვირებული ავტომობილები, ამ შემთხვევაში სია ბევრად განსხვავებული იქნებოდა. მაგალითისთვის 1988 წელს 10 მილიონ დოლარად გაყიდული Duesenberg Model J ამ სიის სამეულში მოხვდებოდა.

მოკლედ, გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილების ათეულს.

10. 1936 Mercedes Benz 540K Special Roadster: 11 770 000 დოლარი



1936 წელს შექმნილი ეს საოცრება შეიძლება ”მერსედესის” საუკეთესო ავტომობილი იყოს. ავტომობილი გაიყიდა Goodings & company აუქციონზე. სულ ”მერსედესმა” 32 ერთეული 540k გამოუშვა. ამ ავტომობილებს მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკოსებისთვის აწყობდნენ. მათი უმრავლესობა მაღალი რანგის ნაცისტმა ოფიცრებმა მოსპეს. მათთან კი ადოლფ ჰიტლერის საჩუქრების სახით ხვდებოდა. ამ კონკრეტულ 540K-ს ორი მფლობელი ყავდა. აუქციონზე ავტომობილის საწყისი ღირებულება 8 მილიონი დოლარი იყო, თუმცა საბოლოოდ 11 770 000 დოლარად გაიყიდა.

9. 1957 Ferrari 250 Testa Rossa: 12 402 500 დოლარი



ეს ლეგენდარული მოდელი Ferrari Leggenda e Passione-ს ღონისძიებაზე გაიყიდა, რომელზეც ”ფერარის” ყველაზე იშვიათი მოდელების მფლობელები და შეძლებული თაყვანისმცემლები იყვნენ მიწვეულები. ეს Testa Rossa ერთ-ერთია იმ 22 მოდელიდან, რომელიც კომპანიამ დაამზადა. ავტომობილი 12 402 500 დოლარად გაიყიდა.

8. 1953 Ferrari 375MM Berlinetta Competizione: 12 812 800 დოლარი



1954 წელს გამოშვებული Ferrari 375MM Berlinetta Competizione ამ კომპანიის იმ მოდელებში შედის, რომელთაც ლე მანის 24-სათიან რბოლაზე წარმატებას მიაღწიეს. ეს 375MM ერთია იმ სამიდან, რომლებიც რბოლისთვის დაამზადეს და ერთადერთი მუშა სარბოლო მანქანაა მსოფლიოში, რომელზეც 3 სხვადასხვა ჩემპიონი იჯდა. თავისი მდიდარი სარბოლო ისტორიის წყალობით, ავტომობილი 12 812 800 დოლარად გაიყიდა.

7. 1963 Ferrari 250 LM: 14 300 000 დოლარი



ალბათ ხვდებით, რომ ყველაზე ძვირადღირებული მანქანები ძირითადად ამ იტალიურ ბრენდს ყავს. 1963 წელს გამოშვებული ეს Ferrari 250 LM ბოლო ავტომობილია, რომელმაც ლე მანის რბოლა მოიგო. მისი სახელი ,,LM“ -,,LeMans”-სად იშიფრება. სულ 32 ეგზემპლარი იყო გამოშვებული. ავტომობილის საწყისი ღირებულება 12 მილიონი დოლარი გახლდათ, თუმცა საბოლოოდ 14 300 000 დოლარად გაიყიდა, რაც ამ მოდელში გადახდილი სარეკორდო თანხაა.

6. 1931 Bugatti Royale Kellner Coupe: 14 900 000 დოლარი



1931 წელს გამოშვებული Bugatti Royale Kellner Coupe გაიყიდა ლონდონის აუქციონზე, 14 900 00 დოლარად. სულ 6 მსგავსი მოდელია გამოშვებული. ეტორე ბუგატი უფრო მეტის გამოშვებასაც გეგმავდა, მაგრამ დიდმა დეპრესიამ შეუშალა ხელი. 30-იან წლებში ავტომობილი იმდენად ძვირი იყო, რომ სამეფო კარის წარმომადგენლებიც კი თავს იკავებდნენ მისი შეძენისგან. ყველაზე გასაოცარი ავტომობილში მისი ძრავაა - 12.7-ლიტრიანი აგრეგატები მაშინ თვითმფრინავებს ედგათ. Bugatti Royale Kellner Coupe მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათია, ხოლო კონკრეტულად ეს ეგზემპლარი ეტორე ბუგატის პერსონალური კოლექციის ნაწილი იყო.

5. 1957 Ferrari Testa Rossa Prototype: 16 390 000 დოლარი



ტესტა როსაზე ზემოთ უკვე ითქვა, თუმცა ეს ავტომობილი იყო პირველი, 34 ავტომობილს შორის, რომელიც გამოვიდა. 1957 წელს გამოსული Ferrari Testa Rossa Prototype 16 390 000 დოლარად გაიყიდა ,,Goodings & Company“-ის აუქციონზე 2011 წელს. იმ დროს ეს იყო ყველაზე დიდი თანხა, რაც კი გადახდილა საჯარო აუქციონზე. Prototype იმით იყო გამორჩეული, რომ 1958 წლის ლე მანის რბოლაზე დაიმტვრა. ავტომობილი ბოლომდე აღადგინეს ორიგინალი ნაწილებით.

4. 1963 Ferrari 250 GTO: 19 400 000 დოლარი



1963 წლის Ferrari 250 GTO-ზე ამბობენ, რომ კერძო შეთანხმებით გაიყიდა 52 მილიონ დოლარად. შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილია. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ რომ ამ ამბავს მტკიცებულება არ გააჩნია და არსად დაფიქსირებულა, ფაქტად ძნელად ჩაითვლება. რაც ჩვენ ვიცით: 250 GTO გაიყიდა ,,RM Auctions”-ზე 19 400 000 დოლარად. ეს მოდელი ექსტრემალურად ცოტა, სულ რაღაც 36 ეგზემპლარი აიწყო. ყველა მათგანი დღემდე შემონახულია და ძალიან იშვიათად ხვდებიან საჯარო აუქციონზე. ძირითადად GTO-ები კერძო გარიგებებით იყიდება და ძალიან იშვიათადაა ცნობილი შეთანხმების დეტალები. ეს კონკრეტული ავტომობილი ბრიტანელმა რადიოწამყვანმა, კრის ევანსმა შეიძინა. ევანსს 3 იშვიათი ,,ფერარის“ გაყიდვა მოუწია იმისთვის, რომ ლეგენდარული 250 GTO შეეძინა.

3. 1967 Ferrari 275 GTB-4 NART Spyder: 27 500 000 დოლარი



NART იშიფრება როგორც ჩრდილო ამერიკული სარბოლო გუნდი. ეს Ferrari 275 GTB-4 NART Spyder იყო ერთი იმ ათიდან, რომლებიც ოდესმე შექმნილა. ამ მოდელს მხოლოდ ერთი მფლობელი, ედი სმიტი ყავდა. სმიტს ძალიან ბევრი შეთავაზება მისდიოდა ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებით. მისგან მანქანის ყიდვას რალფ ლორენი და სტივ მაკქვინიც კი ცდილობდნენ. საბოლოოდ, ავტომობილი 2013 წელს გაიყიდა - იღბლიანი მფლობელი კი კანადელი მილიარდერი, ლორენს სტროლი გახდა.

2. 1954 Mercedes Benz W196R Silver Arrow: 29 601 500 დოლარი

Auto Bild

1954 წელს გამოშვებული Mercedes Benz W196R სარბოლო ბოლიდია. 12-დან 9 გრანპრის გამარჯვებულს ზედმეტსახელად “The Silver Arrow”, ანუ “ვერცხლისფერი ისარი” შეარქვეს. ,,მერსედესმა“ სულ 14 ასეთი მოდელი გამოუშვა. დღეს მხოლოდ 10 მათგანის არსებობის შესახებაა ცნობილი. 3 მათგანი მუზეუმებშია, 6 კი ”მერსედესის” შტაბბინაში. გამოდის, რომ მხოლოდ ეს ერთი ”Silver Arrow” არის კერძო მფლობელის ხელში. კონკრეტულად ეს ავტომობილი ლე მანის რბოლაზე გამოდიოდა და მას ხუან მანუელ ფანჯიო მართავდა. ფანჯიო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი მრბოლელია. 2013 წელს ავტომობილი ბრიტანეთის აუქციონზე გაიყიდა - მასში 29 601 500 დოლარი გადაიხადეს.

1. 1936 Bugatti Type 57SC Atlantic: 43 700 000 დოლარი



1936 Bugatti Type 57C Atlantic იწარმოებოდა 1936-1940 წლებში. ეს იყო სრულიად ახალი დიზაინით დამზადებული მოდელი. ავტომობილის დიზაინი ეტორე ბუგატის შვილმა - იანმა შექმნა. სულ დამზადდა 710 ეგზემპლარი Type 57SC , თუმცა მხოლოდ ოთხი მათგანი იყო Type 57SCs. დღეს მხოლოდ ორი ცალია დარჩენილი. ერთს, 1938 წელს გამოშვებულს, რალფ ლორენი ფლობს. ეს კონკრეტული, 1936 წელს გამოშვებული “ატლანტიკი” დოქტორ პიტერ ვილიამსონს ეკუთვნოდა. ავტომობილი გაიყიდა სარეკორდო, 43 700 000 დოლარად.
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ჯერ არასდროს არ ყოფილა კია ასე იტალიური
2015-03-31 06:37:07
გაიცანით ”კიას” სტუდიური მოდელი Sportspace
სრულად
article image
Cat Image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
კახა მახარაძე: მე უზბეკეთში ვთამაშობ და უცებ, მსოფლიოს ჩემპიონები...
ზაზა ფაჩულიამ NBA-ში ყოფილ გუნდთან მატჩში 17 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა
რა სასჯელს უმზადებს უეფა საქართველოს მოედანზე ფანების შეჭრისთვის
სხვა სიახლეები
აი, ასეთია ახალი Ford Ranger
31.03.2015
”ფორდმა” თავისი ”რეინჯერი” მნიშვნელოვნად განაახლა
სრულად
ლენდ როვერის მაიბახი
30.03.2015
”ლენდ როვერი” ნიუ იორკის ავტოშოუზე (3-დან 12 აპრილამდე) ”რენჯ როვერის” ლუქს-ვერსიას
სრულად
როგორი იქნება მერსედესის პიკაპი?
30.03.2015
მაშ ასე: ”მერსედესმა” პიკაპის გამოშვება გადაწყვიტა. მნიშვნელოვანი ცნობები ”ბენცის” ახალი გეგმის შესახებ
სრულად
ლარის კურსს საიდუმლო გარიგებით ადგენენ?!
ჰონკონგში დახარჯული ყოველი ხუთი ცენტი ლი კა-შინის ჯიბეში მიდის
ავტოსკოლის მასწავლებლები მართვის შესწავლის მსურველთა შემცირებას უჩივიან
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz S 500 18000 $
Nissan Tiida 3950 $
Mercedes-Benz E 220 2600 $
Mercedes-Benz B 170 6500 $