ვის აქვს საუკეთესო სათამაშო?
28.10.2014
კაცების სათამაშოების შედარება: Alfa 4C-ს დრიფტი Lotus Elise-ს და Toyota GT86-ის წინააღმდეგ
Auto Bild
ამბობენ ხოლმე, კაცებს ხშირად ბევრი რამ უფრო იოლად გამოსდითო. არც მთლად ასეა საქმე. ყოველ შემთხვევაში, საავტომობილო კუთხით. აი, მაგალითად, ეს ესაა მართვის მოწმობა აიღე და წესით საავტომობილო ოცნებების ასრულება იწყება, მაგრამ აცნობიერებ, რომ შენი საავტომობილო ოცნება ძალიან შორს დგას იმ საფულისგან, რომელიც ჯიბეში გიდევს. ხოლო მოგვიანებით, როცა კარიერაც აწყობილია და ფულიც გაქვს, უნდა გაითვალისწინო, რომ ცოლ-შვილი გყავს და პატარების პატივსაცემად, ძრავის მოცულობაზე მეტად საბარგულის მოცულობაზე უნდა იფიქრო.

გეცნობათ ეს ყველაფერი? მაშინ მოდით, ცოტა ხნით ოცნებებში გადავეშვათ და VW Touran-ის ან Opel Zafira-ს მონაცემები კი არ შევადაროთ, არამედ ვითამაშოთ.Auto Bild

თქვენ და ჩვენ წინაშეა ახალი 4C - ზუსტად ისეთი ”ალფა რომეო”, როგორზეც დიდხანს ვოცნებობდით. მანქანა, რომელიც ყველგან ყურადღების ცენტრში მოექცევა და მანქანა, რომელიც კაცებს უგებს. უმსუბუქესი სპორტქარი, რომელსაც ნებისმიერი მამაკაცი სიამოვნებით დაუჩოქებდა და რომელშიც ნებისმიერი ქალბატონი სიამოვნებით მოგიჯდებათ. თუმცა ეს ის მანქანაა, რომელსაც პრაქტიკულობის არაფერი სცხია. ფაქტია, რომ თავიანთ 104-წლიან ისტორიაში იტალიელებმა ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი სათამაშო მანქანა შექმნეს. გადავწყვიტეთ, რომ ამ 4 ბორბალზე შემდგარი ბედნიერების ჰორმონისთვის გვერდით Lotus Elise და Toyota GT86 დაგვეყენებინა. არც ერთია ოჯახის ავტომობილი და არც მეორე გონივრული გადაწყვეტილება - მათაც მხოლოდ თამაში უნდათ.

ამ სამეულიდან ყველაზე არაპრაქტიკულები მაინც ”ალფა” და ”ლოტუსი” არიან - ამ ორის შემთხვევაში ყოველდღიურ მოხმარებაზე არც უნდა იფიქროთ. ცენტრში განთავსებული ძრავით გამორჩეულ ამ ორ სპორტქარში სივრცე მხოლოდ ორ არცისე მაღალ მგზავრს და მცირეოდენ ბარგს ეყოფა. ”ტოიოტა” კი ოდნავ უფრო პრაგმატულია და უკანა სავარძელიც კი აქვს. მართალია, ამ სავარძელზე კომფორტულად მხოლოდ ჩანთა თუ მოთავსდება, მაგრამ მაინც. სხვათა შორის, GT86-ს საბარგულიც აქვს, რომელიც თავისი 250-ლიტრიანი მოცულობით მინიმუმ წოდებას ამართლებს.


Alfa 4C-ს დრიფტი უნდა აიძულო! დრიფტი არ უნდა, მაგრამ თქვენ იგი უნდა მოარჯულოთ!

Auto BildAuto Bild
”ალფაში” სინამდვილეში უფრო მეტი სივრცეა, ვიდრე ფოტოზე ჩანს, მაგრამ ზოგადად, რა თქმა უნდა, სივიწროვეა. ინტერიერში კარბონს მრავლად შეხვდებით, მაგრამ პლასტმასის ნაწილები უგულისყუროდაა ჩადებული


ვიღას ახსოვს კლასიკური ბერკეტი? სერიული ორდისკიანი ტრანსმისია ცენტრალურ კონსოლზე განთავსებული ამ 4 ღილაკითა და საჭის ბერკეტებით იმართება. PlayStation: ანალოგური ინსტრუმენტები ”ალფამ” უკვე მუზეუმში გადაიტანა. ციფრული კომბინირებული ინსტრუმენტი კი მშვენივრად იკითხება

დამაინც: როგორები არიან ისინი ყოველდღიურობაში? ”ალფას” 4-ცილინდრიან ძრავას სარბოლო ავტომობილის გადასარევი ჟღერადობა აქვს, მაგრამ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე გაჩენილ საცობში ზუსტად ისე გაიჭედება, როგორც ნებისმიერი ”ფოლკსვაგენ გოლფი”. ”ლოტუსმა” Elise მოაშინაურა: კონუსი და ტრანსმისია იმდენად კარგადაა დოზირებული, რომ მთაზე უკუსვლით დაპარკინგება ოდნავადაც არ გაგიჭირდებათ. ”ტოიოტა” იაპონელისთვის დამახასიათებლად, სასიამოვნოდ გაუთლელი და ფხიანია - მიუხედავად ამისა, ამ შედარებაში Toyota GT86 მართლაც ისეთი ავტომობილია, რომელსაც თამამად ვუწოდებთ VW Golf-ს სპორტულ ავტომობილთა შორის: გაწონასწორებული, მშვიდი და სოლიდური მანქანაა.

Auto Bild
Elise უმსუბუქესი და საუკეთესოა: პრუსიელივით ზუსტი, მაგრამ სასიამოვნო გასართობი ბასრი მანევრულობით და პირდაპირი მოხვევით

Auto Bild
ექსტრემალური, სპარტანული კოკპიტი. ”ოპელის” ჩამრთველები იცანით?

თუმცა შევეშვათ ამ აბდა-უბდას - ჩვენ ხომ თამაში გვინდოდა. და სად სრულდება მამაკაცების ოცნებები საავტომობილო თვალსაზრისით? სწორია: გადაკეტილ ტრეკზე! ასე რომ, დეაქტივაცია ყველა ელექტრონულ ასისტენტს და წავიდა ფრენა! ამ დროს არც გამონაბოლქვზე უნდა ვიფიქროთ და თვალსასეირო დრიფტების დროს უკანა საბურავები არ უნდა დავინდოთ.

”ალფა რომეოს” შემთხვევაში ამ ყველაფრის დაწერა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება. იმიტომ, რომ 4C ტიპური იტალიელია - აქცენტს სილამაზეზე უფრო აკეთებს, ვიდრე ნამდვილ ღირებულებებზე. მიუხედავად იმისა, რომ გამაძლიერებელი არ აქვს, მისი მოხვევა არ არის ზუსტი, მანერა კი, მიუხედავად წონის 39:61 გადანაწილებისა, საკმაოდ არარეაქტიულია. ასე რომ, მშვენიერ ”რომეოს” კონტროლირებად დრიფტს მხოლოდ ძალით თუ აიძულებ. ეს, შესაძლოა, მთლად სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ”ალფა” ამ ყველაფერს ყველაზე სწრაფად ახერხებს. კონტიდრომზე მან ამ შედარებაში საუკეთესო დრო, 1:36.88 წუთი დააფიქსირა.

თუმცა Elise-ს მხოლოდ შვიდი მეათედით გაასწრო - არადა, 20 ცხენის ძალით მეტი აქვს. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ”ლოტუსი” წრიული რბოლის შეფია! მისი მოხვევის სისტემა უმცირეს მოძრაობებზეც კი კარგად გალესილი დანასავით ბასრად რეაგირებს, დაკიდება იმდენად ხისტია, რომ ბორბლის ქვეშ სიგარეტის ნარჩენსაც კი ისე იგრძნობ, რომ გამოიცნობ, რომელი მარკის სიგარეტს გადაუარე. ”ტრეკზე” ”ლოტუსი” უბრალოდ უბადლოა - მოსახვევში ყოველგვარი გადახრის გარეშე შედის, მერე კი, ”ტოიოტასგან” ნათხოვარი 4-ცილინდრიანი აგრეგატი, რომელიც მძღოლის უკან ძგერს, ამ მსუბუქ ბოლიდს მომდევნო მოსახვევამდე მიაქროლებს.


”ტოიოტას” დრიფტის მეფე: იმისათვის, რომ GT86-ით დრიფტი მოაწყო, აუცილებელი არაა, რომ სუპერპილოტი იყო


”ტოიოტას” კოკპიტი 90-იან წლებს გვაგონებს. კონკურენტებთან შედარებით აქ მეტი სივრცეა

Toyota GT86 ორთქლის გამოშვებას მთლად ასე უპრობლემოდ ვერ ახერხებს. თუმცა აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს უკანასკნელი უფრო კუპეა, ვიდრე სპორტქარი. ამიტომაცაა, რომ მოსახვევებში საგრძნობლად იხრება, მაგრამ მიუხედავად ბრუნის სუსტი მომენტისა (205 ნმ/6400) მაინც მაგრად იბრძვის. უკანა ტანი მუდმივ მოძრაობაშია, რაც გასართობად კარგია, მაგრამ სისწრაფის რა მოგახსენოთ. ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ ”ტოიოტამ” 1:44.10 წუთი დააფიქსირა, რითაც ”ალფას” და ”ლოტუსს” ძალიან ჩამორჩა. ვისთვისაც ეს წამები ძალიან მნიშვნელოვანია, GT86-ს სასურველი სიიდან წაშლის, დანარჩენებს კი გარანტიას გაძლევთ: ამ ”ტოიოტას” აქვს ხასიათი!

რომელი ვიყიდოთო, იკითხავთ ალბათ. საუკეთესო შემთხვევაში სამივე უნდა იყიდოთ. ”ტოიოტა” ყოველდღიური მოხმარებისთვის, ”ლოტუსი” ქალაქგარეთ სასეირნოდ, ხოლო ”ალფა რომეო” კი ქალებისთვის თავის მოსაწონებლად და ყურადღების ცენტრში მოსახვედრად. ტრეკზე კი სამივე მათგანით ისიამოვნებთ.



Auto Bild

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
ჯაბა კანკავა: დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ
ჩერნოგორიელმა ფანებმა რუსეთის ნაკრების მეკარეს მაშხალა თავში მოარტყეს, მატჩი ჩაიშალა [VIDEO]
შოთა არველაძე: ამის გამო შენს ნაკრებს არ უნდა დაუსტვინო
სხვა სიახლეები
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
26.03.2015
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
რა მანქანებით დადიან გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები?
25.03.2015
მსოფლიოს ჩემპიონებს ბევრი ფული აქვთ და საუკეთესო ავტომობილების შეძენა შეუძლიათ
სრულად
ევროპელები თავიანთ მანქანებს ელაპარაკებიან და ეჩხუბებიან კიდეც...
25.03.2015
საკუთარი ავტომობილისთვის სახელის დარქმევა ან მეტსახელის შერქმევა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მანქანასთან საუბარი ან, მით უმეტეს, ჩხუბი?
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz C 180 2800 $
Mercedes-Benz ML 350 27000 $
Nissan X-Trail 3400 $
Opel Astra 3500 $