ოქროს საჭე 2014-ის გამარჯვებულები: 3 ოსკარი პორშეს!
ოქროს საჭე 2014-ის გამარჯვებულები: 3 ოსკარი პორშეს!
12.11.2014
გუშინ, 11 ნოემბერს, ბერლინში ოქროს საჭე 2014-ის გალა-დაჯილდოვება გაიმართა. AUTO BILD-მა 6 კატეგორიაში 2014 წლის საუკეთესო ავტომობილები გამოავლინა. სანამ საერთაშორისო ოსკაროსნებს გაგაცნობდეთ, შეგახსენებთ, რომ ქართული AUTO BILD ადგილობრივ გამარჯვებულებს წლის ბოლომდე გამოავლენს.

რაც შეეხება საავტომობილო ოსკარად წოდებული ჯილდოს საერთაშორისო მფლობელებს: ოქროს საჭის ტრიუმფატორი წელს ”პორშეა”! ექვსიდან სამი ”ოქროს საჭე” სწორედ ”პორშემ” დაისაკუთრა, რაც ამ ღონისძიების 39-წლიან ისტორიაში პირველი შემთხვევაა - ერთდროულად სამი ჯილდო აქამდე არცერთ მწარმოებელს არ მოუპოვებია. დანარჩენ სამ კატეგორიაში კი ორჯერ ”ფოლკსვაგენმა” იზეიმე, ერთხელ კი - ”მაზდამ”!

► 2014 წლის საუკეთესო მცირელიტრაჟიანი: Mazda 2

Auto Bild


► 2014 წლის საუკეთესო კომპაქტი: VW Golf Sportsvan




► 2014 წლის საუკეთესო საშუალო და მაღალ კლასში: VW Passat




► 2014 წლის საუკეთესო SUV: Porsche Macan

Auto Bild


► 2014 წლის საუკეთესო სპორტქარი: Porsche Cayman GTS

Auto Bild


► 2014 წლის საუკეთესო კაბრიოლეტი: Porsche 911 Targa




რომელმა ავტომობილმა რომელ კრიტერიუმში რამდენი ქულა მიიღო? რომელი ავტომობილები გავიდნენ თითოეულ კატეგორიებში მეორე და მესამე პოზიციებზე? რომელი ავტომობილი რამდენი ქულით შეაფასა ჟიურიმ? ამ და ზოგადად ყველა კითხვაზე პასუხს თქვენ ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” დეკემბრის ნომერში ნახავთ.

Auto Bild
ტრადიციული ფოტო: AUTO BILD-ის ხელმძღვანელები და გამარჯვებული კომპანიების პირველი პირები ”საავტომობილო ოსკარებით”. სხედან (მარცხნიდან): მარტინ ვინტერკორნი (Volkswagen), ელონ მასკი (Tesla), ფრიდე შპრინგერი (Axel Springer), ტაკაჰისა სორი (Mazda), მათიას მიულერი (Porsche). დგანან (მარცხნიდან): მათიას დიოპფნერი, მარიონ ჰორნი (BILD am SONNTAG), ჯუზეპე ვიტა, ბერნდ ვილდანდი (AUTO BILD)

საუკეთესო ავტომობილების გარდა, AUTO BILD და გაზეთი BILD am SONNTAG ყოველ წელს საპატიო ”ოქროს საჭით” წლის საუკეთესო ფუნქციონერებს აჯილდოვებენ ხოლმე. 2014 წლის საპატიო ”ოქროს საჭე” Tesla-ს დამფუძნებელსა და შეფს, ელონ მასკს გადაეცა. 43 წლის ელონ მასკმა ეს ჯილდო წელს ავტოინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაიმსახურა. მის ხელში Tesla-მ უდიდესი პროგრესი განიცადა და მსოფლიო ელექტრომობილიზაციის უპირველესი და უმთავრესი წარმომადგენელია.

Auto Bild
წლის საუკეთესო ფუნქციონერი: Tesla-ს დამფუძნებელი და შეფი ელონ მასკი "ოქროს საჭით"

”თქვენ გამარჯვებული ხართ. იმიტომ, რომ ირწმუნეთ ის, რისიც არავის სჯეროდა და რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერს აკეთებთ დასახული მიზნის მისაღწევად. თქვენ მსოფლიო დაარწმუნეთ იმაში, რომ ელექტრომობილიც შეიძლება იყოს გადასარევი მანქანა! Tesla Model S ამის საუკეთესო მაგალითია,” - ასეთი ეპითეტებით შეამკო ელონ მასკი საგამომცემლო სახლ Axel Springer-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა იან ბაიერმა.

”12 წელიწადში ჩვენ მარსზე პირველ ადამიანს დავსვამთ!” - ეს კი თავად ელონ მასკის სიტყვებია.

”ოქროს საჭის” რიგით 39-ე საერთაშორისო დაჯილდოვება ამით დასრულებულია. წლის საუკეთესო ავტომობილები ჯერ AUTO BILD-ის საერთაშორისო გამოცემების მკითხველებმა შეარჩიეს, შემდეგ კი 53 ექსპერტისგამ შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გატესტა და შეაფასა. საქართველოდან ჟიურის წევრი ქართული AUTO BILD-ის მთავარი რედაქტორი შალვა ბუაჩიძე გახლდათ. აქვე შეგახსენებთ, რომ ქართული AUTO BILD გამოკითხვას წლის ბოლომდე აგრძელებს და იანვარში ადგილობრივ გამარჯვებულებს გამოვავლენთ. საქართველოში წლის საუკეთესო ავტომობილებს თქვენ, ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველები ირჩევთ. ჯერ კიდევ არ მიგიციათ ხმა თქვენი ფავორიტებისთვის?
გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად დააკლიკეთ აქ!

ფოტოები ბერლინში გამართული გალა-დაჯილდოებიდან



Auto Bild
Auto Bild


Auto Bild

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
Cat Image
ახალი Mercedes C-კაბრიო: ღიაა ყველაფრისთვის, მაგრამ არა ყველასათვის...
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება აგარაკი საგურამოში
იყიდება კერძო სახლი ჩუღურეთში
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: დასვენება, ოლიმპიადა, Tbilisi Open Air...
"ზაგრების" სპორტული დირექტორი: თბილისში გოლის გასატანად ჩავდივართ
სხვა სიახლეები
სასტიკი ავარია: 1750-ცხენიანი შევროლე კამარო, 320 კმ/სთ (+ VIDEO)
29.07.2016
კალიფორნიის აეროდრომზე სასტიკი ავარია მოხდა - არა თვითმფრინავით, არამედ უძლიერესი ”შევროლე კამაროთი”, რომლის სიმძლავრე 1750 ცხენის ძალაა.
სრულად
შუმახერის შვილმა მამისთვის გაიტანა!
29.07.2016
გერმანიის გრანპრის წინ, რომელიც უახლოეს უქმეებზე გაიმართება, ქალაქ მაინცში, მიხაელ შუმახერის პატივსაცემად, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი გაიმართა.
სრულად
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
28.07.2016
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები?
Apple-მა ფოტო/ვიდეო გადაღების ამკრძალავი ტექნოლოგია დააპატენტა
რას ნიშნავს მსოფლიო ვალუტების სახელწოდებები
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mitsubishi Pajero IO 3050 $
იყიდება აალების სანთელი სვეჩი /
Jeep Liberty. 50 $
Nissan Rogue 9000 $