შუმახერის ოჯახის ახალი განცხადება და მიხაელის ახალი საიტი
შუმახერის ოჯახის ახალი განცხადება და მიხაელის ახალი საიტი
14.11.2014
გუშინ, 13 ნოემბერს, ფორმულა 1-ის რეკორდსმენ მიხაელ შუმახერის ოფიციალური ვებ-გვერდის განახლებული ვერსია ამუშავდა, რომელზეც 45 წლის შუმის ოჯახმა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ახალი განცხადება გაავრცელა .

შეგახსენებთ, რომ მას მერე, რაც გასული წლის 29 დეკემბერს მიხაელ შუმახერი საფრანგეთში თხილამურებით სრიალის დროს დაეცა, თავის ქალისა და ტვინის მძიმე დაზიანებები მიიღო და ჯერ კომაში იმყოფებოდა, ახლა კი მისი რეაბილიტაციის პროცესი შუმის საკუთარ ვილაში მიმდინარეობს, მიხაელის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (michael-schumacher.de) მხოლოდ მისი ოჯახის ოფიციალური განცხადებები ქვეყნდებოდა. ამ ხნის განმავლობაში საიტის ყველა სხვა მასალა უხილავი იყო. ხოლო მას მერე, რაც შუმახერი სახლში გადაიყვანეს, ვებ-გვერდი აბსოლუტურად უმოქმედო გახდა.
Auto Bild
ერთი სიტყვით, ეს არის პირველი შემთხვევა თვეების შემდეგ, როცა შუმის საიტი ისევ სრული დატვირთვით ონლაინ-რეჟიმშია. ვებ-გვერდის განახლებასთან ერთად გამოქვეყნდა შუმის ოჯახის ახალი განცხადებაც, რომელშიც ნათქვამია: ”დღემდე უამრავ წერილს ვიღებთ და გაოცებულები ვართ იმით, რომ ამ ხნის განმავლობაში წერილებისა და კეთილი სურვილების რაოდენობამ არათუ არ იკლო, არამედ მოიმატა. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძია, რომ კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა იმისათვის, რომ მიხაელთან და ჩვენთან ერთად იბრძვით მისი გამოჯანმრთელებისთვის. ჩვენ ერთად გვჯერა, რომ მიხაელი ამ მდგომარეობიდან გამოძვრება.”

აღსანიშნავია, რომ შუმახერის განახლებული ვებ-გვერდის გაშვება მისმა ოჯახმა მიხაელისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს დაამთხვია. ”2014 წლის 13 ნოემბერი შემთხვევით არ შეგვირჩევია. ზუსტად 20 წლის წინათ, სწორედ 13 ნოემბერს მოიპოვა შუმიმ პირველი მსოფლიოს ჩემპიონობა ფორმულა 1-ში,” - ეს შუმახერის მენეჯერის, საბინე კემის სიტყვებია. შეგახსენებთ, რომ 1994 წლის 13 ნოემბერს შუმახერმა ადელაიდეში (ავსტრალია) გაიფორმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

ახალ ვებ-გვერდზე, რომელიც პირველივე დღეს, საღამოს 7 საათამდე ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მოინახულა, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ შუმახერის გრანდიოზულ კარიერას (”ბენეტონიდან” ”ფერარის” გავლით ”მერსედესამდე”) და ამასთან ერთად, შეგიძლიათ წერილი მიწეროთ მის ოჯახს, კონკრეტულად კი მის მეუღლეს - კორინა შუმახერს.

ვებ-გვერდზე წერილის გამოქვეყნება ადვილია სოციალური ქსელის, თვითერის მეშვეობით - საკმარისია, დაწეროთ პოსტი ჰაშტაგით #keepfightingmichael, რომ თქვენი განცხადება პირდაპირ მიხაელის საიტზე, ფანების განყოფილებაში გამოქვეყნდება.

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
დღეს "დინამო არენას" სალაროებში 15-ლარიანი ბილეთები გაიყიდება
ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]
საქართველო VS გერმანია - ზუსტად 20 წლის შემდეგ
სხვა სიახლეები
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
26.03.2015
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
რა მანქანებით დადიან გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები?
25.03.2015
მსოფლიოს ჩემპიონებს ბევრი ფული აქვთ და საუკეთესო ავტომობილების შეძენა შეუძლიათ
სრულად
ევროპელები თავიანთ მანქანებს ელაპარაკებიან და ეჩხუბებიან კიდეც...
25.03.2015
საკუთარი ავტომობილისთვის სახელის დარქმევა ან მეტსახელის შერქმევა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მანქანასთან საუბარი ან, მით უმეტეს, ჩხუბი?
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz C 180 5300 $
Mitsubishi Outlander 13500 $
Mercedes-Benz S 550 20500 $
Audi A4 7500 $