შუმახერი ვერ ლაპარაკობს, ვერც მოძრაობს და შვილის სახელიც კი არ ახსოვს
21.11.2014
ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა მიხაელ შუმახერის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ამას წინათ გაცნობეთ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მიხაელ შუმახერის ოფიციალური ვებ-გვერდი ისევ ამუშავდა, თუმცა შუმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ოფიციალური ინფორმაცია არსად ქვეყნდება. ლეგენდარული მრბოლელის ოჯახის წევრები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ინფორმაციამ არ გაჟონოს და მიუხედავად ბევრი მცდელობებისა, შუმისთვის ფოტოს გადაღებაც ვერავინ მოახერხა. ოფიციალურად ვიცით მხოლოდ ის, რომ მიხაელის მკურნალობა კომიდან გამოსვლის შემდეგ მის ვილაში გრძელდება - ეს არის რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს.



ვრცელდება უამრავი სპეკულაცია და უმეტესად არცერთი წყარო არ არის სანდო, თუმცა ფრანგულ ტელეარხ Europe 1-ს და ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტ ფილიპ სტრეიფს შეგვიძლია ცოტათი მაინც ვენდოთ. ცნობისათვის, Europe 1 პირველი მედიასაშუალება იყო, რომელმაც შუმახერის დაცემის ამბავი გაავრცელა, სტრეიფი კი მიხაელის მეგობარია. სწორედ ამ ტელეკომპანიაში ისაუბრა სტრეიფმა მიხაელის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და აღნიშნა, შუმახერი ვერც ლაპარაკობს, ვერც მოძრაობს და შვილის სახელიც კი არ ახსოვსო...

”შუმახერი უკეთ არის, მაგრამ ხომ იცით, ყველაფერი შედარებითია. მის კარგად ყოფნაზე ლაპარაკი ძალიან ძნელია, რადგან ვერ ლაპარაკობს, არც მოძრაობა შეუძლია და მეხსიერების სერიოზული პრობლემები აქვს, შვილის სახელიც კი არ ახსოვს!” - განაცხადა სტრეიფმა რომელსაც 1989 წელს ფორმულა 1-ში უმძიმესი ავარია გადახდა, მას შემდეგ ინვალიდის სკამზე ზის და დასძინა: ”მიხაელი სახლშია და ეს ფაქტი, სავარაუდოდ, რეაბილიტაციის პროცესს აჩქარებს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება.”

ფილიპს არ უთქვამს, საიდან აქვს ეს ცნობები.

ასევე დაგაინტერესებთ:

შუმახერის ოჯახის ახალი განცხადება
და მიხაელის ახალი საიტი

Auto Bild

შუმახერის პატარა ფანის
საჩუქარი მიხაელის ოჯახს


facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
საქართველო-გერმანია 0:2 [პირველი ტაიმი]
იენს ლემანი: თბილისში ყველაფერი ნაცრისფერია
ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]
სხვა სიახლეები
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
26.03.2015
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
რა მანქანებით დადიან გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები?
25.03.2015
მსოფლიოს ჩემპიონებს ბევრი ფული აქვთ და საუკეთესო ავტომობილების შეძენა შეუძლიათ
სრულად
ევროპელები თავიანთ მანქანებს ელაპარაკებიან და ეჩხუბებიან კიდეც...
25.03.2015
საკუთარი ავტომობილისთვის სახელის დარქმევა ან მეტსახელის შერქმევა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მანქანასთან საუბარი ან, მით უმეტეს, ჩხუბი?
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz LS450 24000 $
Mercedes-Benz E 350 23500 $
Mercedes-Benz B 200 7000 $
BMW X6 35000 $