ახალი რუსული მანქანა: რის მაქნისია ეს ლადა?
ახალი რუსული მანქანა: რის მაქნისია ეს ლადა?
02.12.2014
რუსებმა ახალი კომპაქტური სედანი გამოუშვეს, რომლითაც ”დაჩიასთვის” კონკურენციის გაწევა უნდათ

როცა რუსებმა მოსკოვის ავტოშოუზე ახალ Vesta-ს ფარდა გადახადეს, დამსწრე საზოგადოებას გაკვირვების გამომხატველი შორისდებულები აღმოხდა. 4,35 მეტრი სიგრძის მქონე სედანი უცხო პლანეტიდან იმ წამს ჩამოფრენილივით იდგა. ნუთუ ეს უნდა იყოს ”ლადა”?

უნდა იყოს კი არა, ეგ არის! მართალია, Vesta ჯერ კიდევ სტუდიური მოდელია, მაგრამ ამავდროულად ეს არის რუსების პირველი სერიოზული მცდელობა, რომ გამოაცოცხლონ ყველანაირად დაძველებული მარკა, რომელიც ბოლო დროს თვით რუსეთის ბაზარზეც კი არნახულად დასუსტდა.

Auto Bild

შეიძლება ითქვას, რომ ახალი Vesta ვიზუალურად მეტ-ნაკლებად შემდგარი ავტომობილია. ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, შეფ-დიზაინერმა სტივ მატინმა ”ლადას” უახლესი ისტორიის კვალობაზე, შეძლებისდაგვარად სიმპათიური სედანი შექმნა. რაც ყველაზე მთავარია, წინა მოდელებისგან განსხვავებით, Vesta-ს დიზაინი ნამდვილად არ არის საზიზღარი და ძველმოდური. მართალია, არც სასწაულია, მაგრამ მატინის ნამუშევარი მაინც დასაფასებელია - Vesta-ს ეტყობა, რომ სტივი ადრე ”ვოლვოში” მუშაობდა და საშუალო კლასის ქროსოვერი XC60 სწორედ მისი ნახელავია.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ტექნიკაც, თუმცა ეს უფრო რუსების დასავლეთელი მეგობრების დამსახურებაა - ”ლადამ” უამრავი კომპონენტი პარნიორ ”რენოსგან” მიიღო. მაგალითად, ფრანგებმა რუსებს ბენზინის 1,6-ლიტრიანი ძრავები გაუგზავნეს, რომლის კომბინირება შესაძლებელია როგორც 5-საფეხურიან მექანიკურ, ასევე ავტომატურ კოლოფთანაც. უშუალოდ მოსკოვის ავტოშოუზე რუსებს ტექნიკური მონაცემები დეტალურად არ გაუმხელიათ - გვითხრეს მხოლოდ ის, რომ ”ლადა” ამ მანქანას სრულიად ახალ პლატფორმაზე აწყობს, რომელიც უსაფრთხოებისა და კომპლექტაციის ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. მაგალითისთვის, Vesta აღჭურვილი იქნება როგორც უსაფრთხოების წინა ბალიშებით, ისე ESP-თი და ABS-ითაც.

Auto Bild

Vesta სტუდიურ მოდელად არ დარჩება - მისი სერიული წარმოება ”ავტოვაზმა” სექტემბერშივე დაიწყო. რუსეთში მისი გაყიდვები წელსვე იწყება და თუკი მართლა შეიძლება, რომ რამეზე ითქვას, კარგი აქვსო, პირველ რიგში ფასზე: Lada Vesta 400 000 რუბლი ღირს, რაც დაახლოებით 8 300 ევროა...

გაისად ”ლადა” პატარა SUV-საც გამოუშვებს

Auto Bild

”ლადამ” მოსკოვის ავტოშოუზე X-Ray-ც გვიჩვენა, რომელიც ფორმებით Vesta-ს ჰგავს, ფორმატით კი - Opel Mokka-ს. ისევე, როგორც Vesta, X-Ray-ც ”რენოს” ტექნიკას იყენებს და ამ უკანასკნელის გაყიდვები რუსეთში 2015 წლის მიწურულს დაიწყება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Lada X-Ray-ს საწყისი ფასი დაახლოებით Dacia Duster-ის საწყისი ფასის იდენტური იქნება - ანუ, 10 000 ევროზე ოდნავ მეტი.

დასკვნა
ორი აზრი არ არსებობს: თუკი ”ლადას” მომავალი მართლაც ისე გამოიყურება, როგორც Vesta, რუსულ მარკას გადარჩენის შანსი გაუჩნდება. ფასის ამ სეგმენტში დღეს რუმინული ”დაჩია” დომინირებს, მაგრამ თანაკონცერნელი ”ლადასთვის” ადგილი და სივრცე საკმარისია.
შტეფან ფოსვინკელი

Auto Bild
დიდი ამბიციები: Lada Vesta ავტოსპორტშიც ჩაერთვება
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ყველაფერი ახალი სუბარუ იმპრეზას შესახებ
2016-03-25 09:11:47
”სუბარუმ” ნიუ იორკში ახალი ”იმპრეზა” წარმოადგინა. რა შეუძლია ამ სრულამძრავიან, Boxer-ძრავიან ავტომობილს, რომელიც 20 000 ევროზე ნაკლები ეღირება?
სრულად
article image
Cat Image
ახალი ჰიუნდაი ელანტრა კიდევ უფრო მდიდარია!
2016-03-21 10:28:50
„ჰიუნდაიმ“ ბაქოში ახალი „ელანტრა“ გაგვაცნო.
სრულად
article image
Cat Image
ეს ავტომობილები არაერთ სახლს ჯობია
2016-03-15 09:14:07
დასაძინებელი განყოფილება მეფური საწოლით, გიგანტური უჯრა ”პორშესთვის” და ეს ყველაფერი ერთ მანქანაში
სრულად
მარკ ცუკერბერგის 10-მილიონიანი სახლი საინტერესო ისტორიით
ქვის კალათები ბაღისთვის – როგორ იქმნება ეზოს ნამდვილი მშვენება
ნაბდის ქუდები "ნამუსის შესანახად"
ქირავდება თბილისში სასტუმრო
2009 BMW 550
ქირავდება ნომერი ქობულეთში
იყიდება ურეკში სასტუმრო
ფეხბურთელი, რომელმაც თარგამაძეს ფეხი მოსტეხა: დავით, მე შენთვის ვლოცულობ
როგორ მიუდგება ვლადიმირ ვაისი რთული ხასიათის ქართველ ბიჭებს?
"სპარტაკის" მწვრთნელი: ჯანო ანანიძეს ძირითადში მოხვედრის რეალური შანსი აქვს
სხვა სიახლეები
25.03.2016
”ლინკოლნის” დიდი ქროსოვერის, ”ნავიგატორის” ახალი თაობა 2017 წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს, მანამდე კი ამერიკელებმა კონცეპტი წარმოადგინეს
სრულად
25.03.2016
”სუბარუმ” ნიუ იორკში ახალი ”იმპრეზა” წარმოადგინა. რა შეუძლია ამ სრულამძრავიან, Boxer-ძრავიან ავტომობილს, რომელიც 20 000 ევროზე ნაკლები ეღირება?
სრულად
23.03.2016
დაიმლერმა ნიუ იორკში GLE Coupe-ს პატარა ძმა, Mercedes GLC Coupe წარმოადგინა.
სრულად
ჟურნალი "ფლეიბოი" იყიდება
თბილისი არქიტექტორების თვალით
დენის გაიაფებას ლარის კიდევ 10%-ით გამყარება სჭირდება
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
BMW 318 3500 $
Ford Escort 750 $
Mercedes-Benz CLK 200 3300 $
იყიდება ევროპული წარმოების კოშკურა ამწეები.