3 000 კილომეტრი ახალი პორშე კაიენით (+ VIDEO)
3 000 კილომეტრი ახალი პორშე კაიენით (+ VIDEO)
22.12.2014
დაუვიწყარი თავგადასავალი შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 10 ქვეყნის 14-მა გუნდმა ახალი Porsche Cayenne S საქართველოს გზებსა და უგზოობებზე გატესტა

”თქვენ საკუთარ მოედანზე თამაშობთ და იმედია, ჩაწყობებს და მაქინაციებს ადგილი არ ექნება,” - მეუბნება რუმინელი კოლეგა ბოგდან მირიკა და თან თვალს ეშმაკურად მიკრავს. არა, ფეხბურთი აქ არაფერ შუაშია და არ იფიქროთ, რომ AUTO BILD-ში საქართველოსა და რუმინეთის საფეხბურთო ნაკრები გუნდების მატჩზე ვწერთ - მით უმეტეს, რომ ასეთი მატჩი არ გამართულა და არც ახლო მომავალშია დაგეგმილი. საქმე Porsche Performance Drive-ს ეხება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეს არის ”პორშეს” მასშტაბური ტესტ-დრაივი, რომელშიც 10 ქვეყნის 14 გუნდი მონაწილეობს და რომლის მარშრუტის დაახლოებით 60 პროცენტი საქართველოს გზები და უგზოობებია.



შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე - ასეთია Porsche Performance Drive-ის 2014 წლის ზოგადი მარშრუტი და რაც შეეხება დეტალურს: სტარტი ტრაბზონში, მერე ბათუმი, თბილისი, სტეფანწმინდა და ფინიში ბაქოში. ამ 3 000-კილომეტრიანი თავგადასავლის მთავარ როლში კი განახლებული Porsche Cayenne S გახლავთ - ავტომობილი, რომელზეც მთელს მსოფლიოში და, ცხადია, საქართველოშიც ოცნებობენ. 14-ივე გუნდს თავისი Cayenne S ჰყავს და თითოეულ მანქანას იმ ქვეყნის დროშა ამშვენებს, რომელსაც მისი გუნდი წარმოადგენს.


ქართული გუნდის შემადგენლობა: აკო ახალია, შალვა ბუაჩიძე, ქეთევან ხუნწარია და პაატა იაკობაშვილი

საქართველო ამ თავგადასავალში პირველად მონაწილეობს, ქართული გუნდის შემადგენლობა კი ასეთია: ქეთევან ხუნწარია (პორშე ცენტრი თბილისი), შალვა ბუაჩიძე (AUTO BILD საქართველო), პაატა იაკობაშვილი (რუსთავი 2) და აკო ახალაია (marketer.ge). ჩვენი უმთავრესი ამოცანა, რა თქმა უნდა, განახლებული Cayenne S-ის ტესტირება და შემდეგ ჩვენი შთაბეჭდილებების თქვენთვის გადმოცემაა, მაგრამ ”პორშე” ”პორშე” არ იქნებოდა, ეს ღონისძიება ჩვეულებრივად რომ ჩაეტარებინა. არაჩვეულებრივი კი ის არის, რომ ჩვენ ყველანი, 14 გუნდი 10 ქვეყნიდან, ერთმანეთს ვეჯიბრებით.



...და აი, აქ უნდა დავუბრუნდე რუმინელ კოლეგას, რომელმაც თვალის ჩაკვრით მითხრა, თქვენ საკუთარ მოედანზე თამაშობთ და იმედია, ჩაწყობებს და მაქინაციებს ადგილი არ ექნებაო: ”ძვირფასო ბოგდან, ქართველები მაქინაციებში მართლაც მაგრები ვართ, მით უმეტეს მაშინ, როცა საკუთარ კედლებში ვთამაშობთ, მაგრამ ”პორშეს” წარმომადგენლები ქართველებსაც და რუმინელებსაც იმაზე კარგად გვიცნობენ, ვიდრე წარმოგვიდგენია და არ გირჩევ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ჩამსხმელებთან კონტაქტში შესვლას!”

რა შუაშია საწვავის ჩამსხმელები? შეჯიბრის ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი სწორედ საწვავის ხარჯია: ვინც ყველაზე ნაკლებ საწვავს დახარჯავს, ყველაზე მეტ ქულას მიიღებს! რუმინელი კი მაქინაციაში იმას გულისხმობს, რომ საწვავის ხარჯი ავზის შევსებისას კონტროლდება, შევსებიდან შევსებამდე კი, საწვავის ავზის ხუფები დალუქულია! ჰოდა, ბოგდანმაც იეჭვა, რომ ქართველები ქართველ ჩამსხმელებთან გავრიგდებოდით და იმდენს ჩავასხმევინებდით, რამდენიც გვჭირდებოდა...


საქართველოს ბუნებით ყველა მოიხიბლა - განსაკუთრებით უკრაინელები. მათ სტეფანწმინდა სიგიჟემდე შეუყვარდათ

გარდა ამისა, ვეჯიბრებით დანიშნულების ადგილიდან მეორე პუნქტზე დროულად მისვლაში. არა სწრაფად, არამედ დროულად! ანუ, არც დაგვიანება შეიძლება და არც ადრე მისვლა - ოღონდ, ადრე მისვლისთვის უფრო მეტ ქულას გაკლებენ, ვიდრე დაგვიანებისთვის. ეს იმიტომ, რომ არავინ იფრინოს.

”ქართველების მოძრაობის თავიანთი საკუთარი წესები აქვთ, - გვეუბნება იანი, რომელიც ”პორშეს” წარმომადგენელი და Performance Drive-ის მთავარი ორგანიზატორია, - ეცადეთ, ფეხი აუწყოთ მოძრაობას და ერიდეთ ძროხებს!” იანს საქართველოს გზები ზეპირად აქვს შესწავლილი, იცის, სად რა მოელით მონაწილეებს...

ტრაბზონში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თავგადასავლები კი სარფიდან დაიწყო: თურქეთ-საქართველოს საზღვარი 14-ივე გუნდმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ძალიან სწრაფად გადმოკვეთა, მესაზღვრეებმა თითოეულ მონაწილეს ღიმილიანი სახეებით უთხრეს ბანალური, მაგრამ ასე საჭირო და სასიამოვნო სიტყვები ”Welcome To Georgia” და 14 ახალთახალი ”პორშე კაიენი” საქართველოში შემოვიდა!

Auto Bild

ბათუმმა ყველა მონაწილეზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა - განსაკუთრებით აღფრთოვანებულები იყვნენ პოლონელები, უკრაინელები და ესტონელები. ბათუმში დაღამებულზე შემოვედით, ღამით კი ბათუმი განსაკუთრებით ლამაზია. სტუმრების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ”სოკარის” ფეშენებელურ ბენზინგასამართ სადგურზე გავჩერდით და ავზების შევსების დროს საპატრულო პოლიციის ”მინი კუპერი” შემოგვიერთდა, საიდანაც ბრაზიანი გამომეტყველების პოლიციელის ნაცვლად, პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მომხიბვლელი გოგონა გადმოვიდა.

”თქვენ რა, ბევრი გყავთ ასეთი ლამაზი პოლიციელი ქალი?” - მოგვიახლოვდა ინგლისელი ფოტოგრაფი ჯონათანი, რომელსაც მანამდე საქართველოზე ბევრი არაფერი სმენოდა და არ დაუმალავს, რომ ბათუმში ასეთ ინფრასტრუქტურას და ასეთი მშვენიერი ქალი პოლიციელის ნახვას ყველაზე ნაკლებად ელოდა.

საქართველო კიდევ ბევრი რამით გაგაოცებს-მეთქი, ვუთხარი ჯონათანს - მეორე დღეს ხომ მთიანი აჭარა და გოდერძის უღელტეხილი უნდა გაგვევლო, თბილისში ჩავსულიყავით, მესამე დღეს კი სტეფანწმინდისკენ უნდა აგვეღო გეზი. ამ ამბებიდან ორი თვე გავიდა, ჯონათანი კი ისევ შოკშია და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საქართველოში გადაღებულ ფოტოებს დღემდე დებს. ისიც და სხვებიც, განსაკუთრებით სტეფანწმინდაზე გაგიჟდნენ!

Auto Bild

მთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე და სტეფანწმინდაში ახალმა Porsche Cayenne S-მა დაგვიმტკიცა, რომ არა მარტო ყველაზე დინამიკური ავტომობილია თავის კლასში, არამედ გამავლობაც ერთ-ერთი საუკეთესო აქვს და მისმა მფლობელებმა, საჭიროების შემთხვევაში, თამამად უნდა მიაშურონ უგზოობას. მართალია, ძალიან რთულია ისეთი ადამიანის წარმოდგენა, რომელიც ”პორშე კაიენს” ოფროუდზე წაიყვანს, მაგრამ მაინც - ”კაიენი” მივა ყველგან, სადაც მისი კლასის ავტომობილს უნდა მიესვლებოდეს.

მთელი მოგზაურობის მანძილზე ”პორშე” სხვადასხვა სიურპრიზებს გვიწყობდა. მაგალითად, ტრაბზონში ყოფნისას, გზაზე დიდი გადამზიდი დავინახეთ, რომელსაც საქართველოსკენ ”პორშეს” უახლესი სპორტქარები მიჰყავდა! მაშინვე ვიფიქრეთ, რომ ესეც მორიგი სიურპრიზი იყო, მაგრამ ნაღდად ვერ წარმოვიდგენდით იმას, რაც მესამე დღეს სტეფანწმინდისკენ მიმავალ გზაზე გველოდა: უღელტეხილზე ”პორშეს” ყველა სპორტქარი დაგვახვედრეს, სრული შემადგენლობა: Cayman S, Boxster, Cayman GTS, Boxster GTS, 911 Carrera 4, 911 Carrera და 911 Targa 4!



მაშინვე ვთქვით, რომ ”პორშე” ამ საოცნებო მანქანებს საქართველოში მხოლოდ იმიტომ არ ჩამოიყვანდა, რომ ვიზუალურად დაგვეთვალიერებინა და მართლაც: თითოეული მათგანით ყველა მონაწილემ ისიამოვნა. გუდაური-კობის მონაკვეთზე ახლა უკვე შესანიშნავი გზაა და Cayman-ითა და თუ 911-ით სრულფასოვანი გართობა გარანტირებული გვქონდა.



სიამოვნების მომდევნო პიკი კი გერგეთის სამების ტაძარი გახლდათ, სადაც ყველა ”კაიენმა” უპრობლემოდ მიაღწია - ესეც მორიგი დასტური იმისა, რომ ”კაიენი” უნიჭიერესი SUV-ია. სტეფანწმინდიდან ბაქოსკენ გზა ყველაზე დამღლელი გამოდგა. თანაც, თბილისში აღარ ჩამოვსულვართ და აზერბაიჯანისკენ გეზი მეორე გზით ავიღეთ, რომელიც თიანეთზე, ახმეტასა და ყვარელზე გადიოდა და აზებაიჯანში ლაგოდეხიდან გადავედით.

იანი გვაფრთხილებდა, აზერბაიჯანში ლამაზმან და პატიოსან პოლიციელებს არ ელოდოთ, იქ შეიძლება უბრალოდ გაგაჩერონ და ქრთამი მოგთხოვონო. ამის გაგონებაზე აზერბაიჯანის გუნდის წევრებმა ყურები კი ჩამოყარეს, მაგრამ ეს მწარე რეალობაა: ბაქოსკენ მიმავალ გზაზე პოლიციამ ჩვენც გაგვაჩერა! გვითხრეს, სისწრაფეს გადააჭარბეთ და 100-მანათიანი ჯარიმა გეკუთვნით, მაგრამ თუ 50 ევროს მოგვცემთ, გაგიშვებთო. ასეთი ამბავი სხვებსაც შეემთხვათ, მაგრამ ჩვენ, ქართველები, რა თქმა უნდა, ყველაზე იაფად გამოვძვერით - ჯიბეები მოვიქექეთ, აზერბაიჯანელ პოლიციელს 20 ევრო ჩავუკუჭეთ და, მართალია, ბუზღუნ-ბუზღუნით, მაგრამ მაინც გაგვიშვა. ზოგადად, აზერბაიჯანელებზე მხოლოდ კარგის თქმა შეიძლება და ამ ქვეყანას აქვს იმის რესურსი, რომ ელემენტარულად პოლიცია მაინც არ იღებდეს ქრთამს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მეზობლები მალე აღარავის ათქმევინებენ იმას, რომ პოლიციელი 50 ევროს ითხოვდა...

Porsche Performance Drive 2014 უნგრეთის გუნდმა მოიგო - ჩვენმა უნგრელმა კოლეგებმა ყველაზე ეკონომიურად და პოლიტკორექტულად იარეს და ყველაზე კრეატიული ფოტოები და ვიდეოები გადაიღეს (ქულები ამ კრიტერიუმებშიც იწერებოდა). ქართული გუნდი კი პირველად მონაწილეობდა და ნამდვილად გვეპატიება, რომ პირველ ადგილზე ვერ გავედით. 14 გუნდში ჩვენმა გუნდმა საბოლოოდ მე-9 ადგილი დაიკავა - აი, ასე, ყოველგვარი ჩაწყობებისა და საწვავის ჩამსხმელებთან დამეგობრების გარეშე. მოკითხვა ბოგდანს!

Auto Bild


Auto Bild

იხილეთ მოგზაურობის ვიდეო-მიმოხილვა


facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
საქართველო-გერმანია 0:0 [მიმდინარე]
იენს ლემანი: თბილისში ყველაფერი ნაცრისფერია
ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]
სხვა სიახლეები
სმარტი საოცრებათა ქვეყანაში
16.02.2015
ყველაზე დიდი მაკეტი მსოფლიოში, რომელსაც ახალი ”სმარტიც” დაემატა
სრულად
ბავშვისთვის შექმნილი ყველაზე დიდი მანქანა მსოფლიოში
06.02.2015
მილიონერმა თავის პატარა ქალიშვილს წარმოუდგენელი საექსპედიციო ავტომობილი გაუკეთა. ჩვენ ეს მანქანა ვნახეთ
სრულად
ერთი დღე როლს-როისთან ერთად
29.01.2015
სამეფო კლასის Rolls-Royce Phantom მხოლოდ ერთი დღით ვიქირავეთ
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz E 350 23500 $
BMW X6 35000 $
Mercedes-Benz B 170 6900 $
Mercedes-Benz E 63 AMG 25500 $