გერმანული AUTO BILD-ის მთავარი რედაქტორი: ავტომობილში ყველაზე მთავარი დიზაინია!
26.12.2014
ავტომობილების სიყვარული ხანდახან სიგიჟეში გადადის . მაგალითად, როცა AUTO BILD-ის თანამშრომელი ფრანკ როზინი ამბობს, რომ ფარეხში ორი თეთრი Mercedes S 124 ჰყავს, რომლებსაც იდენტური კომპლექტაცია აქვთ, ბევრს ამის მოსმენისას შეიძლება თმები ყალყზე დაუდგეს. დიახ, ორი აბსოლუტურად იდენტური მანქანა! უცნაურია, არა?

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ როცა ავტომობილების ფანატიკოსი მანქანას უყურებს, მის ტვინში ისეთი რეგიონები აქტიურდება, რომელსაც სხვები ადამიანების სახეების ამოსაცნობად იყენებენ.

„PININFARINA და მეტი არაფერი!“Auto Bild

ბერნდ ვილანდი (გერმანული AUTO BILD-ის მთავარი რედაქტორი): ”მართვის მოწმობის აღების ასაკისა რომ გავხდი, ჩემი ოცნების ავტომობილი Alfa Spider იყო. სწორედ აქედან იწყება ჩემი და Pininfarina-ს დიდი სიყვარულის ისტორია. ჩემი მეგობარი გოგონას აზრით ამის გამო ზედმეტად არასერიოზული ვიყავი. მოგვიანებით Fiat 130 Coupe აღმოვაჩინე, რომელმაც ავტოდიზაინში უდიდესი რევოლუცია მოახდინა - ბრტყელი იყო, გრძელი და კუთხოვანი. ეს მანქანა ჩემი აზრით ხელოვნების ნიმუშია. მისი პროპორციები ჩემთვის ულამაზესია. რა თქმა უნდა, გარკვეულ როლს იტალიური ცხოვრების სტილიც თამაშობს - სიმსუბუქე ყველაფერში აუცილებელია, ვერ ვიტან პერფექციონისტებს.

40 წლის რომ გავხდი, Ferrari 412 შევიძინე. იმიტომ კი არა, რომ ეს ”ფერარია” - არამედ მიუხედავად იმისა, რომ ეს ”ფერარია”. ”პინინფარინაა” და იმიტომ! სწორედ ამ ავტომობილებით ვესტუმრე იტალიაში სერჯო პინინფარინას. ძალიან მაგარი კაცია! სწორედ მან გაგვაგებინა ყველას დიზაინის საიდუმლო და ამაზე უკეთესი ავტოდიზაინის შექმნა შეუძებლად მიმაჩნია. ახლახან პირველად ვიყიდე ისეთი ავტომობილი, რომელზეც ”პინინფარინას” არ უმუშავია. ეს არის Lancia Flavia Zagato, რომელიც ყველასგან განსხვავებული ტიპია, მაგრამ Pininfarina ჩემთვის პირველ და უდიდეს სიყვარულად რჩება.”

Auto Bild
გერმანული AUTO BILD-ის მთავარი რედაქტორის, ბერნდ ვილანდის პირადი ავტომობილიც პინინფარინას ნამუშევარია: Fiat 130 Coupe


ბერნდ ვილანდი - მისთვის ავტომობილში ყველაზე მთავარი დიზაინია და ამიტომაც შეუყვარდა ”პინინფარინა”. ბერნდმა ოცნება აისრულა და სერჯო პირადად გაიცნო


თქვენც გაქვთ რაიმე განსაკუთრებული ჰობი ავტომობილთან დაკავშირებით? ასეთ შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე და გამოგვიგზავნეთ ფოტოც - autobild@palitra.ge
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
ჯაბა კანკავა: დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ
ჩერნოგორიელმა ფანებმა რუსეთის ნაკრების მეკარეს მაშხალა თავში მოარტყეს, მატჩი ჩაიშალა [VIDEO]
შოთა არველაძე: ამის გამო შენს ნაკრებს არ უნდა დაუსტვინო
სხვა სიახლეები
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
26.03.2015
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
რა მანქანებით დადიან გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები?
25.03.2015
მსოფლიოს ჩემპიონებს ბევრი ფული აქვთ და საუკეთესო ავტომობილების შეძენა შეუძლიათ
სრულად
ევროპელები თავიანთ მანქანებს ელაპარაკებიან და ეჩხუბებიან კიდეც...
25.03.2015
საკუთარი ავტომობილისთვის სახელის დარქმევა ან მეტსახელის შერქმევა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მანქანასთან საუბარი ან, მით უმეტეს, ჩხუბი?
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Honda Stream 2500 $
Mercedes-Benz ML 350 27000 $
Volkswagen Passat 6500 $
Nissan Skyline 2700 $