2014 წლის ”ოქროს საჭის” ფინალურ ტესტებზე ყველაზე დიდ ინტერესს, რა თქმა უნდა, SUV-კლასის წარმომადგენლები იწვევდნენ. მიზეზი მარტივია: ეს ყველაზე პოპულარული კლასია. ამ კატეგორიაში ფინალში ისეთი მოხდენილი ტიპები იყვნენ წარმოდგენილნი, როგორებიც არიან მკაცრი Jeep Cherokee, დიზაინერული შედევრი Range Rover Sport, მდიდრული ქროსოვერი Lexus NX და სპორტული SUV-ები, Porsche Macan და BMW X4. რომელიმე მათგანის აშკარა ფავორიტად შერაცხვა შეუძლებელი იყო, მაგრამ ტესტებისა და შეფასებების შემდეგ ორმა მათგანმა დანარჩენები მნიშვნელოვნად უკან ჩამოიტოვა.
ჟიურის თითქმის ყველა ჯგუფმა უპირატესობა Porsche Macan-ს მიანიჭა - თვით დიზაინერებმაც კი, რომლებმაც ”მაკანი” თვით Range Rover Sport-ს ამჯობინეს. ჟიურიმ BMW X4-ს ყველაზე მეტად მულტიმედია მოუწონა, მაგრამ ამ უპირატესობამ საბოლოო შედეგზე გავლენა ვეღარ იქონია. ჟიურის შვიდი ჯგუფიდან ექვსმა პირველ ადგილზე ”პორშე” გაიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ”მაკანის” გამარჯვება დამსახურებულია.
მე-2 ადგილი: BMW X4 - 128,53 ქულა
მე-3 ადგილი: RANGE ROVER SPORT - 111,10 ქულა
ასე შეაფასა ჟიურიმ ეს კატეგორია
შენიშვნა: ჟიურის წევრებს ქულები უნდა დაეწერათ მხოლოდ ასეთი თანმიმდევრობით - 5, 4, 3, 2, 1. მათ არ ჰქონდათ ორი ან მეტი ავტომობილისთვის თანაბარი ქულების დაწერის უფლება.
ასევე დაგაინტერესებთ:
არანაირი დაღლა, ვტესტავთ ბოლომდე! (+ VIDEO)
