გაიცანით სამარცხვინო მძღოლების რისხვა
გაიცანით სამარცხვინო მძღოლების რისხვა
03.02.2015
მისი ნაბიჯი დროულიც იყო და ძალიან თამამიც. ერთ მშვენიერ დღეს მან ფეისბუქზე შექმნა გვერდი ”გაიცანით სამარცხვინო მძღოლები” და ამ გვერდს დღეს უკვე 40 000-ზე მეტი მოწონება აქვს . გასაგები მიზეზების გამო მან ვინაობის გამხელა არ ისურვა და ეს ინტერვიუ ფეისბუქით ჩავწერეთ.

როდის გადაწყვიტეთ, რომ სოციალურ ქსელში შეგექმნათ გვერდი სახელწოდებით ”გაიცანით სამარცხვინო მძღოლები”? იმ დღეს განსაკუთრებით თავხედ მძღოლს გადაეყარეთ?

იმ დღეს მანქანით დიდი დიღმის ტრასაზე, ”კარფურის” მიმართულებით მივდიოდი. დასაშვებზე სწრაფად არასდროს დავდივარ. ლიმიტს რომ არ გადავაჭარბო, მანქანაში 70 კმ/სთ-ის ნიშნულზე ხმოვანი სიგნალი მაქვს დაყენებული. იმ დღეს, სრულიად მოულოდნელად, გზაზე მოხუცმა გადამირბინა. წინ მიმავალი მანქანის გადასწრებას ვაპირებდი, როდესაც იმ მანქანამ უეცრად დაამუხრუჭა. ჩემს წინ მოხუცი კაცი გამოხტა, რომელსაც მანქანა ძლივს ავარიდე. ჩემი მანქანის სიჩქარე იმ მომენტში 5 კმ/სთ-ით მეტიც რომ ყოფილიყო, როგორც მინიმუმ, გვერდს გავკრავდი და წავაქცევდი, უკან მომავალი მანქანა კი გაიტანდა. და ეს ყველაფერი გადასასვლელი ხიდის ქვეშ ხდებოდა. მოხუცმა გზა განაგრძო და დავინახე, რომ გზის მეორე მხარეს ავტობუსში ჩაჯდა. იმდენად გაბრაზებული ვიყავი, რომ მანქანა მოვატრიალე და ავტობუსს ავედევნე. როდესაც ავტობუსი გაჩერდა, მეც გავაჩერე მანქანა და ავტობუსში ავედი. მოხუცს ვკითხე, რამდენი დრო და ენერგია დაეხარჯებოდა, ხიდზე რომ ასულიყო და არც საკუთარი სიცოცხლე ჩაეყენებინა საფრთხეში და არც მძღოლების. ვუთხარი, რომ ორი პატარა ბავშვის მამა ვარ და მის გამო, შეიძლება, ციხეში აღმოვჩენილიყავი. ამ კაცმა კი მიპასუხა: „კარგი რა, მთლად ასე ცუდადაც არ ყოფილა საქმე!“ რაღა უნდა მეთქვა? ავტობუსიდან ჩამოვედი, გზა გავაგრძელე და იმავე დღეს შევქმენი ეს გვერდი...

მართალია, მიზეზს ვხვდებით, მაგრამ მაინც გკითხავთ: რატომ არ გსურთ ვინაობის გამხელა?

იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება და ერი კრიტიკას ვერ იტანს. ბევრი იმაზეც კი არის წამსვლელი, რომ ჩვენს გვერდზე მოხვედრილი მისი მანქანის ფოტოს გამო ფიზიკურად გაგისწორდეს.

ამბობთ, რომ იყო და არის მუქარა იმ ადამიანებისგან, რომლებიც თქვენს გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტო და ვიდეო მასალაში თავიანთ თავს პოულობენ. თქვენი გვერდის მოხმარების წესებში ვკითხულობთ: ”სასურველია, რომ ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი კარგად ჩანდეს.” რატომ?

ნომერი თუ დავმალეთ, მაშინ ამ გვერდს აზრი აღარ ექნება. ყველა გაერთობა. ვერავინ იცნობს საკუთარ, მეგობრის, ნათესავის, ან მეზობლის მანქანას და დარღვევის გამო ვეღარც დისკომფორტს იგრძნობს. ბოლო დროს მუქარამ საკმაოდ იკლო. მიხვდნენ, რომ მათი მოწერილი ტექსტები ისევ ჩვენ გვერდზე ქვეყნდება და ერიდებიან.


”დავბრუნდი საქართველოში და მალე მივხვდი, რომ მომბეზრდა ცხოვრება გარემოში, სადაც კორპუსის ფანჯრებიდან ნაგვის პარკებს ისვრიან, მერე კი სუფრაზე სამოშობლოს სადღეგრძელოს წარმოთქვამენ”

გვერდს უკვე 30 000-ზე მეტი მოწონება აქვს. გამოხმარება ძირითადად პოზიტიურია, ხალხი ”გულს იფხანს” - თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას. რა არის თქვენი მიზანი?

ჩვენი მიზანია, შევცვალოთ ხალხის აზროვნება. საგზაო წესების მასობრივი დარღვევები ქართული ხასიათის ერთ-ერთი ანარეკლია. გვინდა, სურათებისა და ვიდეობის საშუალებით, ყველას დავანახოთ, რას ნიშნავს სწორი და არასწორი ქცევა. მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეთა უმეტესობა წესებს არღვევს და ეს, ლამისაა, ნორმად იქცეს. რა თქმა უნდა, ილუზიებით არ ვიკვებებით და ვიცით, რომ ყველაფერს დრო უნდა, მაგრამ ამგვარი გვერდი ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა?

კარგი და ცუდი ყველგანაა. თქვენი აზრით, რით გამოირჩევიან ქართველი მძღოლები როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვალსაზრისით?

კარგს, სამწუხაროდ, ვერაფერს ვიხსენებ. იმ მძღოლების რაოდენობა, რომლებიც კარგად იქცევიან, იმდენად მცირეა, რომ მათი კანონმორჩილება სრულიად იფარება სხვების ყოველწამიერი დარღვევებით. ცუდ თვისებებზე, შეგვიძლია, მთელი დღე ვისაუბროთ: თუ ქართველი მძღოლი დანიშნულების ადგილიდან 10-15 მეტრის რადიუსში თავისუფალ ადგილს ვერ ხედავს, მიიჩნევს, რომ უფლება აქვს, მანქანა შუა ქუჩაში მიაგდოს, ან, მეორე რიგში გააჩეროს, ან, სულაც ტროტუარზე შეაყენოს და ქვეითებს გზა დაუკეტოს. ქართველი მძღოლები არ თმობენ გზას და არასოდეს იჭერენ თადარიგს. თუ მოძრაობენ მარცხენა ზოლში და უეცრად ახსენდებათ, რომ მარჯვნივ უნდა გადაუხვიონ, ეტენებიან მარცხნიდან მარჯვნივ, აფერხებენ მოძრაობას, ქმნიან ავარიულ სიტუაციას, იმიტომ, რომ წინასწარ არ დაიკავეს ის ზოლი, რომელიც რომელიც მათ მარშრუტს შეესაბამება. როდესაც ქართველ მძღოლებს ვიღაცის უკან სიარული არ სურთ, მას მარცხნიდან ან მარჯვნიდან უსწრებენ და მერე სხვებს უღობავენ გზას. ისინი არასოდეს ფიქრობენ სხვებზე პარკირების დროს პრინციპით - ”მთავარია, მე დავაყენო და სხვებს კისერი უმტვრევიათ”. თბილისი ერთადერთი ქალაქი არ არის, სადაც პარკინგის დეფიციტია, მაგრამ სხვებს, ჩვენგან განსხავავებით, არ ეზარებათ მანქანის კილომეტრების იქით გაჩერება და ფეხით სიარული. ჩვენ გვერდზე ხშირად იწერება, რომ პარკირების სახლებია საჭირო, მაგრამ ვეჭვობ, რომ ჩვენი სიზარმაცის გამო, ასეთი სახლები რომც აშენდეს, მაინც შუა გზაზე მივაგდებთ მანქანას, რადგან რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი გვეზარება. ჩვენი მძღოლების ერთ-ერთი უმთავრესი ცუდი თვისება ბავშვების უსაფრთხოების წესების სრული იგნონირებაა. ალბათ გინახავთ სცენა, როდესაც ბავშვი წინა სავარძელზე ზის და თავი მანქანის წინა პანელზე, ზუსტად უსაფრთხოების ბალიშზე უდევს, ან წინა სავარძელზე გამოჭიმულ ღვედით დაბმულ უფროსს ბავშვი კალთაში უზის. ყველაზე უფრო საშინელია, როდესაც მამას ბავშვი კალთაში უზის და საჭეს ატრიალებინებს. ჩვენ გვერდზე ბევრჯერ დაგვიწერია, რომ უსაფრთხოების ბალიში დარტყმისას 300 კმ/სთ სისწრაფით იხსნება და ბავშვს გადარჩენის შანსს არ უტოვებს. მოგეხსენებათ, ღვედის კიდევ ერთი ფუნქცია ისაა, რომ მძღოლი უსაფრთხოების ბალიშის დარტყმისაგან დაიცვას. ამის თემაზე ბევრი ვიდეო გამოგვიქვეყნებია, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, ასეთი მასალა ძალიან ცოტა მოწონებასა და კომენტარს იმსახურებს.

საინტერესოა, მაინც რას გწერენ ის მძღოლები, რომლებიც თქვენს გვერდზე სამარცხვინო მძღოლების რანგში არიან გამოყვანილები? როგორ ატყობთ, ზოგიერთი მათგანი მაინც ნანობს?


ზოგი მართლა ნანობს, ბოდიშს იხდის და გვთხოვს, რომ მისი მანქანის სურათი წავშალოთ. ასეთ დროს ვწერთ განცხადებას, რომ ამა თუ ამ მანქანის პატრონმა აღიარა დარღვევა და მისი მანქანის ფოტო იშლება. უფრო ხშირად გვწერენ, რომ არ იციან, რა დაარღვიეს და ითხოვენ, რომ ფოტო წავშალოთ. და, რა თქმა უნდა, არის კატეგორია, რომელიც საუბარს პირდაპირ გინებითა და მუქარით იწყებს. ხშირად ამ ხალხთან საუბარს აზრი არ აქვს, თუმცა გვქონია შემთხვევებიც, როდესაც 1-2-დღიანი გინებისა და გვერდის მომხმარებელთა კრიტიკის შემდეგ მაინც მოუხდათ დანაშაულის აღიარება.

როგორ ფიქრობთ, რამდენად ასრულებს გვერდი თავის მისიას?

ჩვენი გვერდი საკმაოდ კარგად მუშაობს. ბევრი გვწერს, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ. გვწერენ იმასაც, რომ ჩვენი გვერდის წყალობით უკეთესი მძღოლები გახდნენ.

კიდევ რა პრობლემებს ხედავთ ქართულ საგზაო რეალობაში?

ქართული საგზაო რეალობა ქართული საზოგადოების სახეა. უმეტესობას საკუთარი თავი სუპერ-მძღოლად მიაჩნია, ფიქრობს, რომ ყველაფრის უფლება აქვს და ავიწყდება, რომ ქუჩა საერთო სარგებლობის სივრცეა და არა რბოლის, დრიფტისა და სხვა ილეთების პლაცდარმი. სერიოზული პრობლემაა მძღოლებისა და ქვეითების მიერ ქუჩების დანაგვიანება. მართალია, ახალი კანონით ფულადი ჯარიმა ეკუთვნის ყველას, ვინც ნაგავს ქუჩაში მოისვრის, მაგრამ მეეჭვება, კანონის აღსრულება დაიწყონ. პრობლემაა აგრეთვე ის, რომ შეგვიძლია, თვეობით ვიაროთ დაზიანებულ მონაკვეთზე და არ მოგვაფიქრდეს, რომ მერიის ცხელ ხაზზე დავრეკოთ. სანამ პრობლემა ჩვენ არ გვეხება, თითს არ გავანძრევთ ხოლმე...


”იმ მძღოლების რაოდენობა, რომლებიც კარგად იქცევიან, იმდენად მცირეა, რომ მათი კანონმორჩილება სრულიად იფარება სხვების დარღვევებით.”

კარგი იქნება, თუ თქვენს შესახებ ცოტას მაინც გვიამბობთ... იმ მინიმუმს, რისი გამხელაც შესაძლებელია.

მე რიგითი მოქალაქე ვარ. დიდი ხანი ვიცხოვრე ევროპაში. დავბრუნდი საქართველოში და მალე მივხვდი, რომ მომბეზრდა ცხოვრება გარემოში, სადაც კორპუსის ფანჯრებიდან ნაგვის პარკებს ისვრიან, მერე კი სუფრაზე სამშობლოს სადღეგრძელოს წარმოთქვამენ. ყველა ამბობს, რომ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება სურს, მაგრამ საკუთარი სადარბაზოს ლიფტში არ დაიხრება და სხვის მიერ დაგდებულ ქაღალდს არ აიღებს. როგორ გვეკადრება?!

ავტომობილების შესახებ რას გვეტყვით? რით აფასებთ მანქანას?

ავტომობილისტი ვარ და 20 წელიწადზე მეტია, მანქანას ვმართავ. ზოგს მიაჩნია, რომ მე და ჩემი კოლეგები გაბოროტებული ქვეითები ვართ, ვისაც მანქანა არასოდეს ჰქონია და შურისძიება გვამოძრავებს იმათ მიმართ, ვისაც ეს პრივილეგია გააჩნია. მანქანებს ვაფასებ ხარისხით და მათი დანიშნულებით. თითქმის 20 წელია, BMW-ს მარკის მანქანით დავდივარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველა მანქანას გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარე. იდეალურ სამყაროში, ადამიანს უნდა ჰქონდეს მანქანა ყოველდღიური სარგებლობისთვის და მანქანა უქმე დღეებში სასეირნოდ. მიყვარს, როცა მანქანას ბევრი ცხენის ძალა აქვს, მაგრამ არასოდეს ვაჭარბებ სიჩქარეს. მე ალბათ გერმანული ავტოწარმოების გულშემატკივრად დავრჩები, მომწონს იტალიური ავტომობილებიც, მაგრამ ისინი ძალიან ფაქიზი მანქანებია და ბევრ ყურადღებასა და ფინანსებს ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

ქართველი მძღოლის დევიზია:
”მთავარია მე გავძვრე და სხვების დედაც მოვ...”

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
Cat Image
ახალი Mercedes C-კაბრიო: ღიაა ყველაფრისთვის, მაგრამ არა ყველასათვის...
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
იყიდება 5-ოთახიანი ვაჟა ფშაველაზე
იყიდება კერძო სახლი დიღომი 1-9-ში
იყიდება აგარაკი საგურამოში
იყიდება კერძო სახლი ჩუღურეთში
საქართველოს მე-40 ლიცენზია ოლიმპიადაზე! - ანასტასია გოტფრიდი რიოში მიდის
ლეგიონი: ჯანო ანანიძის დუბლი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ! [VIDEO]
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: დასვენება, ოლიმპიადა, Tbilisi Open Air...
სხვა სიახლეები
ორბი ჯგუფის პროექტმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა
01.08.2016
„ორბი თვინ თაუერი“ - ორბი ჯგუფის ახალი გრანდიოზული პროექტია 4 500 ნომრით, რომელიც ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე შენდება და მსოფლიოში სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ მე-6 ადგილს იკავებს.
სრულად
Toyota Land Cruiser Prado სპეციალურ ფასად და განსაკუთრებული საჩუქრებით
29.07.2016
მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან, “ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან “ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”
სრულად
კვირას, კახეთი დიდ რბოლას მასპინძლობს!
29.07.2016
კვირას, 31 ივლისს, 12:00 საათზე, კახეთის მზიან და მწვანე მიდამოებს მყუდროებას სპორტული ავტომობილების ძრავების ხმაური დაურღვევს.
სრულად
როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები?
Apple-მა ფოტო/ვიდეო გადაღების ამკრძალავი ტექნოლოგია დააპატენტა
რას ნიშნავს მსოფლიო ვალუტების სახელწოდებები
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan Rogue 9000 $
Opel Vectra 450 $
Jeep Liberty. 50 $
იყიდება ორთქლის ქვაბი ფასი შეთანხმებით.