შუმახერის შვილები მამის კვალზე
შუმახერის შვილები მამის კვალზე
04.02.2015
► ჯინა მარია უკვე მსოფლიოში პირველია! ► ფორმულა 4-ის კონტრაქტი მიკს

გამარჯვებულის გენები მათ მამამისისგან მემკვიდრეობით მიიღეს - მიხაელ შუმახერს საამაყო შვილები ჰყავს. 46 წლის შუმის მკურნალობის პროცესი შვეიცარიაში, საკუთარ ვილაში გრძელდება - მისი მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ცნობები არ ვრცელAuto Bildდება. ამასობაში, მისი შვილები წარმატებას წარმატებაზე აღწევენ. როგორც იცით, მიხაელს ორი შვილი ჰყავს - 17 წლის გოგონა ჯინა მარია და 15 წლის ბიჭი მიკი.

მიკი მამის გზას გაჰყვა, მრბოლელია და ფორმულა 1-ის კარიერაზე ოცნებობს, ჯინა მარია კი ცხენოსნობითაა გატაცებული.

► ჯინა მარია შუმახერმა უკვე იმდენს მიაღწია, რომ თავის ასაკში მსოფლიოში ნომერ პირველი მხედარია! ცხენოსნობის სიყვარული მას დედისგან, კორინა შუმახერისგან ერგო და ამ მომენტისთვის შუმის ქალიშვილი ვესტერნის სტილის ცხენოსნობის რეიტინგში იუნიურებს შორის პირველ ადგილზეა! ჯინა მარიამ ამ დისციპლინაში 2014 წლის ბოლოს მსოფლიო პირველობა მოიგო.
ჯინა მარია ძირითადად კორინა შუმახერის საკუთარ რანჩოში ვარჯიშობს და შეჯიბრებებში დედამისის ცხენებით მონაწილეობს - კორინას საჯინიბოში 40 ცხენი ჰყავს.
Auto Bild
► რაც შეეხება მიკს: შუმახერის 15 წლის ვაჟი ავტოსპორტში უდიდეს ტალანტად მიიჩნევა. 2014 წლის ოქტომბერში პატარა შუმი კარტინგის მსოფლიო პირველობაზე (KF3, 30 ცხ. ძ.) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ჰოლანდიური გუნდი Van Amersfoort Racing მიკ შუმახერს კონტრაქტს გაუფორმებს და მიხაელის შვილი მონაწილეობას მიიღებს ახალ ფორმულა 4-ში, რომელიც რვა რბოლისგან შედგება. სეზონი 24 აპრილს იწყება.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მიკი მალე ვიხილოთ ფორმულა 1-ში. მას ნიჭიც ხელს უწყობს და ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისათვის, რომ გაიმეოროს იგივე, რაც 17 წლის ჰოლანდიელმა ვუნდერკინდმა მაქს ვერსტაპენმა შეძლო - ეს უკანასკნელი წელს ფორმულა 1-ში იწყებს მოღვაწეობას (ტორო როსო) და ”დიდი ცირკის” ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა პილოტია.

უფროს შუმის გამოჯანმრთელებას, უმცროს შუმის კი - წარმატებებს ვუსურვებთ!
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ამერიკული ფერარი
2015-03-16 09:14:43
”ფორდმა” დეტროიტში ლურჯი საოცრება გვიჩვენა, რომელსაც ამერიკული ”ფერარი” ვუწოდეთ
სრულად
article image
Cat Image
ჯიპი ყოველი შემთხვევისთვის
2015-03-13 07:47:09
”ჯიპი” ახალ გზას დაადგა. როგორ დადის ამერიკული ყველგანმავალი, რომელსაც იტალიური ”ფიატის” გენები აქვს?
სრულად
article image
Cat Image
ჯერემი კლარკსონის 10 ცნობილი გამონათქვამი
2015-03-13 05:00:46
► ”სისწრაფეს ჯერ კაცი არ მოუკლავს.
სრულად
ეს ის პამელა აღარ არის! - სექსსიმბოლოს პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ვეღარ სცნობენ (+10 PHOTO)
80-იანების სტილში: საოცრად მიმზიდველი აერობიკა (+23 PHOTO)
NASA-მ მარსზე გადაღებული მზის ჩასვლის კადრები გამოაქვეყნა (+VIDEO)
საქართველო-რუსეთი 33:0 - ზეიმი, რომელიც ტრადიციად გადაიქცა [VIDEO+PHOTO]
"ზოგი გვაგინებდა, მაგრამ მაინც მადლობა, ნუ ავურევთ სპორტს და პოლიტიკას"
სხვა სიახლეები
შუმახერის გარეშე სიცარიელეში ვართ!
29.05.2014
გასულ უქმეებზე ფორმულა 1-ის მონაკოს გრანპრი შედგა, სადაც ”მერსედესმა” მორიგი დუბლი შეასრულა.
სრულად
მერსედესმა ჩინეთშიც იგრიალა! (+ VIDEO)
20.04.2014
პირველი ჰემილტონი, მეორე როსბერგი! ფეტელს კი თანაგუნდელმაც გაასწრო...
სრულად
მერსედესის პირველი დუბლი 60 წლის შემდეგ
31.03.2014
გასულ უქმეებზე შედგა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი - მალაიზიის გრანპრი, რომელზეც "მერსედესმა" 60-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი დუბლი შეასრულა...
სრულად
"გაზი გინდ გვქონია, გინდ - არა"
"ახლანდელი ავტომანქანები - უკვე წარსულია!"
სახელგანთქმული უსახელოური - ვაზის უნიკალური ჯიში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება ან ქირავდება 2008 წლის
Land Rover Freelander 3100 $
BMW 550 15000 $
Nissan Cube 2450 $