Alpina B4 Biturbo-ს ტესტი ზახსენრინგზე (+ VIDEO)
Alpina B4 Biturbo-ს ტესტი ზახსენრინგზე (+ VIDEO)
05.02.2015
Alpina-ს მისია გაწონასწორებულობა და ზომიერებაა. B4-ში სიმძლავრე და კომფორტია შეზავებული

ოქროს შუალედის პოვნა ადვილი ნამდვილად არ არის. მიუხედავად ამისა, Alpina თავისას მაინც ცდილობს და თავის B4 Biturbo-ს პირდაპირ BMW 435i-სა და M4-ს შორის აყენებს.

Auto Bild
ტიპური Alpina: ვიზუალურად თავდაჭერილი და სადაა, ძრავა იდეალური აქვს, დინამიკურად კი რბილია

ამ ავტომობილის მფლობელი პირველ რიგში ხელნაკეთი ხელოვნებისა და მაღალი ხარისხის შესრულებით ისიამოვნებს: B4-ს შესრულება სამაგალითოდ მდიდრულია. ეს ძალიან კარგი და ლამაზი ამბავია, მაგრამ მთავარ და მნიშვნელოვან ცვლილებებს წინ, კაპოტის ქვეშ მიაგნებთ. ნაცნობ ძრავას, რომელიც 3-ლიტრიანი და 6-ცილინდრიანია, უამრავ მცირე მოდიფიკაციასთან ერთად, ყველაზე მეტად მეორე ტურბო ეხმარება. 410 ცხენის ძალის მეშვეობით B4 1500 ბრუნიდან ძალიან მაგრად მიჰქრის და თითქმის 300 კმ/სთ-ს ავითარებს. 4 მაყუჩი შესაბამის აკუსტიკაზე ზრუნავს, 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი კი - სრულყოფილ რითმებზე. ლექსია, ფაქტობრივად.

Auto Bild
B4-ს ძალიან ძვირფასი ინტერიერი აქვს

ამ ყველაფერს მართლაც შთამბეჭდავი კომფორტი ემატება. თუმცაღა სწორედ კომფორტის დამსახურებაა ის, რომ მანქანა მანევრულობის კუთხით სისუსტეებს ამჟღავნებს, რაც ზახსენრინგის ტრასაზე დაფიქსირებულ დროში თვალნათლივ აისახა: B4-მა თითქმის სამი წამით ნაკლები დრო აჩვენა, ვიდრე თითქმის 100 კილოგრამით ნაკლებწონიანმა და 431 ცხენის ძალის მქონე M4-მა.

B4 68 000 ევრო ღირს. ცნობისათვის, M4 სულაც არაა გაცილებით ძვირი - ის 72 000 ევროდ ფასობს.

Auto Bild

Auto BildდასკვნაAuto Bild
ორი აზრი არ არსებობს: Alpina ამ B4-ით კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქმე იცის. ძვირფასი და კომფორტული Biturbo მოგვწონს, როგორც სწრაფი სამოგზაურო ავტომობილი. ხოლო ის, ვინც ნაღდ სპორტულ ბავარიელს ეძებს, M4-ით უფრო გაბედნიერდება.
გვიდო ნაუმანი

ზახსენრინგზე დაფიქსირებული დრო
► Alpina B4 1:40,60 წთ
BMW M4 1:37,74 წთ

იხილეთ ვიდეო
Alpina B4 Biturbo-ს ტესტი ზახსენრინგზე
Auto Bild

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
დღეს "დინამო არენას" სალაროებში 15-ლარიანი ბილეთები გაიყიდება
ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]
საქართველო VS გერმანია - ზუსტად 20 წლის შემდეგ
სხვა სიახლეები
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
20.03.2015
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
19.03.2015
ჟენევის ავტოშოუზე ”მერსედესმა” წარმოგვიდგინა თავისი ახალი მონსტრი
სრულად
17.03.2015
ახალი Ford Mustang, შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე სრულყოფილი მუსტანგი იყოს
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Audi A4 7500 $
Mercedes-Benz C 180 5300 $
Mercedes-Benz E 220 12000 $
Mitsubishi Outlander 13500 $