ამ კაცის მფარველ ანგელოზს მართლაც დიდი ჯაფა დაადგა : ”მერსედესის” 67 წლის მძღოლმა გაუგონარი ამბავი დაატრიალა.
ეს ამერიკაში მოხდა: Bank of America-ს პარკჰაუსის მეშვიდე სართულზე 67 წლის კაცმა თავისი ”მერსედესის” უკუსვლით დაპარკინგება გადაწყვიტა და აი, ასეთი რამ შეემთხვა.
პოლიციელების თქმით, მძღოლს გაზისა და მუხრუჭის პედლები ერთმანეთში აერია და დამუხრუჭების ნაცვლად, აქსელერაციის სატერფულს მიაჭირა, რის შემდეგაც მისმა ”ბენცმა” პარკჰაუსის კედელი გამოანგრია და მეშვიდე სართულიდან უკანალი გადმოყო - მანქანა 20-მეტრიანი სიმაღლიდან გადმოეკიდა!
”ასეთი გადასარევი რამ კინოშიც კი არ მინახავს!” - ეს ერთ-ერთი თვითმხილველის სიტყვებია, რომელმაც მაშინვე მობილური ტელეფონი მოიმარჯვა და ფოტოები გადაიღო. რაც მთავარია, უიღბლო მძღოლი აბსოლუტურად უბნებელი გადარჩა და მანქანიდან უპრობლემოდ გადმოვიდა, პოლიციამ კი მისი C-კლასი ისევ პარკჰაუსში შეიყვანა.