რას წერენ გერმანელები ახალ ნივაზე
რას წერენ გერმანელები ახალ ნივაზე
23.02.2015
იაფი და გულიანი, მაგრამ უჭკუო რუსი

რუსები ”ნივას” 1976 წლიდან აწარმოებენ. ახალი მოდელი დიდად არ შეცვლილა. გერმანულ გაზეთ ”ბილდში” ახალი მოდელის შესახებ სტატია გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

რუსული ავტომობილი გერმანელი მომხმარებლებისთვის? ”ლადა” გერმანიაში არც ადრე ”დაფრინავდა”, ახლა კი ისეთი დროა, რომ მით უმეტეს არ უნდა ჰქონდეთ გაყიდვის იმედი. თუმცა ”ლადას” ბოსებს ოპტიმიზმში ხელს არც პოლიტიკური ვითარება უშლის და არც მათ მიერ წარმოებული მანქანის დაბალი ხარისხი.

Auto Bild

გერმანიაში ”ლადას” წარმომადგენლობას 68 წლის დიტერ ტრცასკა ხელმძღვანელობს, ოფისი ჰამბურგში აქვს გახსნილი და, მაგალითად, შარშან ამ კაცმა გერმანიაში 1000 ახალი ”ლადა” გაყიდა. არ გვიკვირს, რომ გაყიდული ავტომობილებიდან თითქმის 90 პროცენტი ”ნივა” იყო - ან, ახლებურად რომ ვთქვათ, Lada Taiga.

”1000 ბევრი არ არის, მაგრამ წელს უფრო მეტს გავყიდით,” - იმედოვნებს ტრცასკა.

Auto Bild
დიტერ ტრცასკა 68 წლისაა და გერმანიაში ”ლადას” წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს. ეს კაცი ”ლადაში” 1972 წლიდან მუშაობს

იქ, სადაც დღეს ”ლადა გერმანიის” ოფისია, ადრე შინაური ცხოველების კვების სუპერმარკეტი იყო. ახლა აქ რუსული ავტომობილების სერვის ცენტრია - შეკეთება კი ამ მანქანებს დიახაც ძალიან ხშირად სჭირდებათ. ”ნივა” 1976 წლიდან გამოდის, ამ ხნის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა და რუსების ახალ ყველგანმავალს აქ პირველი ნაკლი გაყიდვამდე აღმოუჩინეს: ახალთახალ სატესტო ”ნივაში” გვერდითა მგზავრის სავარძელს უკვე კოროზია აქვს დაწყებული. ჟანგი, მეგობრებო, ჟანგი!

მიუხედავად ამისა: ძალიან ნელი (0-100 კმ/სთ 19 წამში) და ტექნიკურად უიმედოდ დაძველებული რუსული ყველგანმავალი მაინც ძალიან გულიანი ტიპია თავისი ფორმებით, კანტებით და შესაძლებლობებით. ამ მანქანაში ვენტილაციას უფრო დიდი ხმა აქვს, ვიდრე ძრავას! კარის გასაღებად და მანქანის დასაქოქად სხვადასხვა გასაღებებია საჭირო! საბარგულის კარის გამღები კი მარცხნივ, მძღოლის სავარძლის უკანაა. აი, ასეთი ხუშტურები აქვთ რუსებს! მიუჯდები საჭეს და ჰოპ, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ხარ.

Auto Bild
ყველაფერი მექანიკურია, თანამედროვე მარტო რადიოა. იაფფასიან პლასტმასს თავიდან მძაფრი სუნი ასდის

ქალაქში, კარგ გზაზე და მით უმეტეს ავტობანზე ამ მანქანასთან შეგუება ძალიან ძნელია, მაგრამ როგორც კი უგზოობაზე გადახვალ, თანაც ნამდვილ უგზოობაზე, მაგალითად ტყეში, აი, იქ გრძნობს თავს ისე, როგორც თევზი წყალში. ცუდ გზებზე რუსულმა ყველგანმავალმა ზღვარი არ იცის - ტალახსა და გაუვალ ადგილებში ისე დადის, შეეჯიბროს ნებისმიერი ოფროუდერი!

ბენზინის 1,7-ლიტრიანი ძრავა 83 ცხენის ძალით ამ მანქანისთვის სავსებით საკმარისია (საწვავის საშუალო ხარჯი: 10 ლიტრი). ახალ ”ნივას”, უფრო სწორად, ”ტაიგას”, რა თქმა უნდა, სერიულად მოყვება სრული ამძრაობა, უგზოობის დამადაბლებელი გადაცემა და დიფერენციალის ბლოკირება. რუსებმა მას, როგორც იქნა, ABS-იც ჩაუდეს.

Auto Bild
1,7-ლიტრიანი ძრავის სიმძლავრე 83 ცხენის ძალაა. მაქსიმალური სიჩქარე: 137 კმ/სთ

სამაგიეროდ, ”ახალ” ”ნივაშიც” ვერ შეხვდებით უსაფრთხოების ბალიშებს ან ESP-ს. ფანჯრების ჩამოწევა და აწევა ისევ მექანიკურად ხდება, ნავიგაციაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ყველაფერი უბრალოდ და არა უბრალოდ ყველაფერი.

სამაგიეროდ, იაფი ღირს. ვისაც ნამდვილი ყველგანმავალი ძალიან სჭირდება და ამაოდ ოცნებობს Land Rover Defender-ზე ან Mercedes G-კლასზე, თამამად შეუძლია, ცოტა ხნით მაინც დაფიქრდეს ”ნივაზე” - ეს მანქანა თავისი ყველაფრით, ახლის რანგში გერმანიაში 10 000 ევრო ღირს. შედარებისთვის, G-კლასში მარტო ზონდერ-საღებავი ღირს 6 000 ევრო.

Auto BildAuto Bild

თანაც, ”მერსედესისგან” განსხვავებით, ამის დაკაწვრა არ დაგენანება. დიტერ ტრცასკაც სწორედ ამას მეუბნება: ”ახლახან ერთ-ერთ ავტოგამოფენაზე ერთმა მონადირემ მითხრა, სახლიდან Mercedes ”G-კლასით” გამოვდივარ ხოლმე, ”ნივა” კი ტყეში მყავს დატოვებული, იქვე გავაჩერებ ”G-კლასს” და გზას ”ნივით” ვაგრძელებ. ”მერსედესი” რომ გაიკაწროს, მთელი ღამე არ დამეძინება, ნივა კი არ მენანებაო...”

ჰოლგერ კარკჰეკი,
გაზეთი BILD am Sonntag

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
article image
როცა მანქანა ჯობია სახლს: გერმანული საცხოვრებელი მანქანები
2015-06-01 09:14:07
დასაძინებელი განყოფილება მეფური საწოლით, გიგანტური უჯრა ”პორშესთვის” და ეს ყველაფერი ერთ მანქანაში
სრულად
Cat Image
1500 კილომეტრი ბუგატით
2015-06-01 06:24:01
დაუვიწყარი მოგზაურობა რეკორდსმენი მანქანით - AUTO BILD-ის ავტორ იოახიმ შტაატის საოცნებო ტური
სრულად
Cat Image
8 ცილინდრი და ალილუია
2015-05-27 07:28:54
Downsizing-მა უკვე ტვინი წაიღო, მაგრამ საბედნიეროდ, ”ფორდი” ახალ F-150-ში V8-ს არ ღალატობს
სრულად
ბედნიერი მამები და მათი შვილები (+15 PHOTO)
ევა მენდესი "მე სახლში შიშველი დავდივარ" (+10 PHOTO)
ლესბოსელების 5 სექს-რჩევა მამაკაცებს
დღის კარიკატურა: ლევან მჭედლიძის ორი გასროლა
U19. საქართველო-პორტუგალია 2:3 - ტაში, ნაკლი და პერსპექტივა [VIDEO]
პირველი არხის კომენტატორის შეცდომამ "ქართული ინტერნეტი" დაიპყრო [VIDEO]
სხვა სიახლეები
აი, ეს არის ახალი ოპელ ასტრა!
01.06.2015
ახალი ”ოპელ ასტრას” ოფიციალური პრეზენტაცია სექტემბერში, ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგება, მაგრამ ინტერნეტში უკვე გავრცელდა მისი პირველი ოფიციალური ფოტოები
სრულად
01.06.2015
დასაძინებელი განყოფილება მეფური საწოლით, გიგანტური უჯრა ”პორშესთვის” და ეს ყველაფერი ერთ მანქანაში
სრულად
გასართობი ტანკი
01.06.2015
”პორშე”, ”ფერარი”, ”ლამბო”? თავგადასავლების მოყვარული მდიდრები ამ მანქანასაც იყიდიან
სრულად
გადათხრილი გზები და ფურცელზე დარჩენილი ვალდებულებები
17 ივნისიდან იაფფასიან სატელევიზიო პაკეტებში თანხა გადასახდელი აღარ იქნება
10 უმდიდრესი ქართველი პოლიტიკოსი
N67 მაისი 2015
ახალი ნომერი
არქივი
თბილისი 22°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz C 240 4200 $
Mercedes-Benz E 320 50 $
Lexus LX470 85 $
Mercedes-Benz E 320 6200 $