ახალი Audi R8 იფრენს!
ახალი Audi R8 იფრენს!
02.03.2015
ახალი Audi R8 წესით მის ოფიციალურ პრეზენტაციამდე საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო - ინგოლშტადტელები ჟენევის ავტოშოუმდე (5-დან 15 მარტამდე) ფოტოების გავრცელებას არ აპირებდნენ, მაგრამ საიდუმლოს ფარდა დაგეგმილზე ადრე აეხადა და თქვენ ახლა ფოტოებზე ”აუდის” სუპერსპორტული ავტომობილის მეორე თაობას ხედავთ. ახალი მოდელის პირველი ფოტო ”თვითერზე” გავრცელდა, რის შემდეგად ”აუდი” იძულებული გახდა, რამდენიმე ფოტოსთან ერთად, გარკვეული ტექნიკური მონაცემებიც გამოექვეყნებინა.

Auto Bild
ტოპ-მოდელი R8 V10 Plus, რომლის სიმძლავრე 610 ცხენის ძალაა და რომელიც 100 კმ/სთ-მდე 3,2 წამში აჩქარდება, მაქსიმალური სისწრაფე კი 330 კმ/სთ-ია

ახალი Audi R8 სიგრძეში 4,42 მეტრია და თანაკონცერნელი სუპერქარის, Lamborghini Huracan-ის პლატფორმას იყენებს. ავტომობილის წონა მხოლოდ 1454 კილოგრამია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მანქანა 5,2-ლიტრიანი V10 ძრავით ნამდვილად იფრენს. ახალი მოდელის გაყიდვები ზაფხულში იწყება და ორი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი.

540-ცხენისძალიანი Audi R8 V10 (ფასი: 165 000 ევროდან) 100 კმ/სთ-მდე 3,5 წამში ჩქარდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 323 კმ/სთ-ია. ტოპ-მოდელი კი R8 V10 Plus გახლავთ, რომლის სიმძლავრე 610 ცხენის ძალაა და რომელიც 100 კმ/სთ-მდე 3,2 წამში აჩქარდება, მაქსიმალური სისწრაფე კი 330 კმ/სთ-ია. სამაგიეროდ, ის უფრო ძვირიცაა: 187 400 ევროდან. საწვავის ხარჯის მხრივ ”აუდი” ოფიციალურიად 11,8 და 12,4 ლიტრს გვპირდება.

Auto Bild

იმისათვის, რომ სრულამძრავია სუპერსპორტული R8 იდეალური ყოფილიყო, ”აუდიმ” თავის ახალ ფლაგმანს სვლის რამდენიმე რეჟიმი უსახსოვრა. R8-ს ისტორიაში პირველად იარსებებს ელექტროვარიანტიც. ეს იქნება R8 E-tron, რომლის სისტემუტი სიმძლავრე 462 ცხენის ძალა იქნება და 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში აჩქარდება. დამუხტვის შემდეგ 450 კილომეტრს გაივლისო, გვპირდებიან ინგოლშტადტელები.

Auto Bild
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ახალი ჰიუნდაი ელანტრა კიდევ უფრო მდიდარია!
2016-03-21 10:28:50
„ჰიუნდაიმ“ ბაქოში ახალი „ელანტრა“ გაგვაცნო.
სრულად
article image
Cat Image
ეს ავტომობილები არაერთ სახლს ჯობია
2016-03-15 09:14:07
დასაძინებელი განყოფილება მეფური საწოლით, გიგანტური უჯრა ”პორშესთვის” და ეს ყველაფერი ერთ მანქანაში
სრულად
article image
Cat Image
ინფინიტი მერსედესის ტექნიკით
2016-03-11 11:07:06
Mercedes A-კლასიც მოგწონთ და GLA-ც, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი შეიძინოთ? არსებობს საინტერესო ალტერნატივა:
სრულად
მარკ ცუკერბერგის 10-მილიონიანი სახლი საინტერესო ისტორიით
ქვის კალათები ბაღისთვის – როგორ იქმნება ეზოს ნამდვილი მშვენება
ნაბდის ქუდები "ნამუსის შესანახად"
ქირავდება თბილისში სასტუმრო
2009 BMW 550
ქირავდება ნომერი ქობულეთში
იყიდება ურეკში სასტუმრო
U19. ინგლისი-საქართველო 2:1 - მარცხი ბლიცკრიგით
თბილისის გრან-პრი. I დღის ანონსი: მარგველაშვილის რთული გზა
სხვა სიახლეები
23.03.2016
დაიმლერმა ნიუ იორკში GLE Coupe-ს პატარა ძმა, Mercedes GLC Coupe წარმოადგინა.
სრულად
22.03.2016
”ჯიპი” განახლებული Grand Cherokee Trailhawk-ის ოფიციალურ პრეზენტაციას თვის ბოლოს, ნიუ იორკის ავტოშოუზე გეგმავს,
სრულად
21.03.2016
SMS, WhatsApp, Facebook: საჭესთან ტექსტების კრეფა უკვე მთელ მსოფლიოში მოდებული, სასიკვდილო სენია
სრულად
თბილისი არქიტექტორების თვალით
დენის გაიაფებას ლარის კიდევ 10%-ით გამყარება სჭირდება
ქართულ ავიაბაზარზე რუსული კომპანიების წილი იზრდება
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mitsubishi Delica 50 $
Suzuki Grand Vitara 65 $
მანქანას არაფერი არ ჭირს არის
იყიდება პაჯეროს საბურავი თავის დისკით.