ვის უნდა სამხიდიანი ლენდ როვერი?
ვის უნდა სამხიდიანი ლენდ როვერი?
06.03.2015
Khan Design-მა ჟენევის ავტოშოუზე Land Rover Defender-ის რადიკალური ვერსია გვიჩვენა : „ლენდი“ „კორვეტის“ ძრავით, სამი ხიდით და სპორტული ინტერიერით. რა შანსები აქვს ამ კონცეფციას?

ბრიტანულმა კომპანიამ Khan Design-მა ჟენევის ავტოშოუზე Land Rover Defender-ის ძალიან თამამი კონცეპტი წარმოადგინა, რომელსაც Flying Huntsman 6x6 Concept ჰქვია. ეს გახლავთ სამხიდიანი „ლენდ როვერი“, რომელიც სენსაციური პირველ რიგში იმიტომაა, რომ ძარა, ტექნიკა და ინტერიერი რადიკალურადაა შეცვლილი.

Auto Bild

მაგალითად, კაპოტის ქვეშ LS3-V8 უდგას, რომელიც თავის დროზე Corvette C6-ს ჰქონდა. ამ 6,2-ლიტრიანი აგრეგატის სიმძლავრე 430 ცხენის ძალაა. ეს სიმძლავრე ექვსივე ბორბალს 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფის მეშვეობით გადაეცემა. ავტომობილის უფრო დეტალური ტექნიკური მონაცემები კი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.

AUTO BILD-მა ეს ავტომობილი ჟენევაში ყურადღებით დაათვალიერა. პირველ რიგში აღსანიშნავია წინა ბამპერში ინტეგრირებული მრგვალი LED-მაშუქები. შასის წინა ნაწილი 40 სანტიმეტრითაა გაჭიმული, რისი წყალობითაც General Motors-ის ძრავა წინა ხიდის უკან ჩაჯდა. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთი დიდი დისკები სერიულ Land Rover Defender-ს არასდროს ჰქონია. ავტომობილის სიგანე სერიულ „დეფენდერთან“ შედარებით, 15 სანტიმეტრითაა გაზრდილი. სიგრძე კი - 120 სანტიმეტრით.

Auto Bild
Auto Bild

Flying Huntsman 6x6-ის შემთხვევაში სამი ხიდი მოქმედია - ექვსივე თვალი წამყვანია. ამასთან, თითოეულ ხიდს აქვს დიფერენციალის ბლოკირება.

ინტერიერში ტყავის სპორტულ სავარძლებს ვხვდებით. უდიდესი პანორამული ჭერი კი დამატებითი კომფორტია, მაგრამ თუ ამ ავტომობილის სერიულ წარმოებას დაიწყებენ, ასეთ პანორამულ ჭერზე უარის თქმა მოუწევთ, რადგან ზედმეტად დიდია იმის საშიშროება, რომ ოფროუდზე დაიმსხვრეს.

Auto Bild
Auto BildAuto Bild
Auto Bild

თუკი ჟენევაში ამ ავტომობილით დაინტერესებული პირები გამოჩნდებიან, Khan Design-ში არ მალავენ, რომ მცირე სერიის წარმოება შესაძლებელია. თანაც, თითოეულ ეგზემპლარს ისეთს გააკეთებენ, როგორსაც მყიდველი ისურვებს.

თუ Defender-ის პოპულარობას გავითვალისწინებთ, ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც Khan Design-ს სამხიდიან „ლენდის“ შეუკვეთავენ. პირადად მე კი ორიგინალი, სერიული Defender უფრო აღმაფრთოვანებს.
შტეფან ნოვიცკი

Auto Bild
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ახალი ჰიუნდაი ელანტრა კიდევ უფრო მდიდარია!
2016-03-21 10:28:50
„ჰიუნდაიმ“ ბაქოში ახალი „ელანტრა“ გაგვაცნო.
სრულად
article image
Cat Image
ეს ავტომობილები არაერთ სახლს ჯობია
2016-03-15 09:14:07
დასაძინებელი განყოფილება მეფური საწოლით, გიგანტური უჯრა ”პორშესთვის” და ეს ყველაფერი ერთ მანქანაში
სრულად
article image
Cat Image
ინფინიტი მერსედესის ტექნიკით
2016-03-11 11:07:06
Mercedes A-კლასიც მოგწონთ და GLA-ც, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი შეიძინოთ? არსებობს საინტერესო ალტერნატივა:
სრულად
მარკ ცუკერბერგის 10-მილიონიანი სახლი საინტერესო ისტორიით
ქვის კალათები ბაღისთვის – როგორ იქმნება ეზოს ნამდვილი მშვენება
ნაბდის ქუდები "ნამუსის შესანახად"
ქირავდება თბილისში სასტუმრო
2009 BMW 550
ქირავდება ნომერი ქობულეთში
იყიდება ურეკში სასტუმრო
U19. ინგლისი-საქართველო 2:1 - მარცხი ბლიცკრიგით
თბილისის გრან-პრი. I დღის ანონსი: მარგველაშვილის რთული გზა
სხვა სიახლეები
23.03.2016
დაიმლერმა ნიუ იორკში GLE Coupe-ს პატარა ძმა, Mercedes GLC Coupe წარმოადგინა.
სრულად
22.03.2016
”ჯიპი” განახლებული Grand Cherokee Trailhawk-ის ოფიციალურ პრეზენტაციას თვის ბოლოს, ნიუ იორკის ავტოშოუზე გეგმავს,
სრულად
21.03.2016
SMS, WhatsApp, Facebook: საჭესთან ტექსტების კრეფა უკვე მთელ მსოფლიოში მოდებული, სასიკვდილო სენია
სრულად
თბილისი არქიტექტორების თვალით
დენის გაიაფებას ლარის კიდევ 10%-ით გამყარება სჭირდება
ქართულ ავიაბაზარზე რუსული კომპანიების წილი იზრდება
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება მერსედესის ე კლასისთვის 1991-1998წ.
Mercedes-Benz S 420 3000 $
მანქანას არაფერი არ ჭირს არის
იყიდება პაჯეროს საბურავი თავის დისკით.