იაპონიის მთავრობა საქართველოს 500 000 000 იაპონური იენის (დაახლოებითი 4,2 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობით არასაპროექტო საგრანტო დახმარებას გაუწევს .
ურთიერთგაცვლით ნოტებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ხვალ ხელს მოაწერენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იაპონიის საელჩოდან აცნობეს, აღნიშნული არასაპროექტო საგრანტო დახმარება გამიზნულია ახალი თაობის ეკო-მეგობრული ავტომობილების შესაძენად, მაგალითად, ჰიბრიდული ავტომობილი (HV), დასატენი ჰიბრიდული ელექტრომობილი (PHEV), ელექტრომობილი (EV) და სუფთა დიზელზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალება (CD). საგრანტო დახმარების განხორციელებას საქართველოს ეკოლოგიური გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი.
წყარო: ინტერპრესნიუსი