როგორც ჩვენი ბრიტანელი კოლეგები წერენ, Top Gear-ის ხელმძღვანელებმა და BBC-ის წარმომადგენლებმა კლარკსონი არაერთხელ გააფრთხილეს, მაგრამ ჯერემი მაინც თავისას აგრძელებდა. BBC-ის ბოსების მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი კი ის აღმოჩნდა, რომ კლარკსონმა ერთ-ერთი დისკუსიის დროს ერთ-ერთ ხელმძღვანელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მაინც რატომ მოუვიდა კლარკსონს BBC-ის შეფებთან უთანხმოება? ჩვენი ინგლისელი კოლეგების ინფორმაციით, ჯერემის არაერთხელ მოუწოდეს, რომ შეეწყვიტა სხვა ეროვნების ხალხზე ხუმრობა. მოუწოდებდნენ, რომ ამოეღო ხუმრობები სხვა ეროვნების წარმომადგენლების შესახებ. საქმე ისაა, რომ BBC-ის არერთხელ მოუხდა ბოდიშის მოხდა რასისტული ხუმრობების გამო.

ჩნდება კითხვა: როგორ გაგრძელდება Top Gear და დაბრუნდება თუ არა ჯერემი კლარკსონი გადაცემაში. ფაქტია, რომ კო-მოდერატორებს ჯეიმს მეის და რიჩარდ ჰამონდს მუშაობის ჩვეულებრივად გაგრძელების უფლება აქვთ.
Top Gear-ის ფანებმა უკვე წამოიწყეს ონლაინ-პეტიცია კლარკსონის გადაცემაში დაბრუნების შესახებ და ამ პეტიციას ამ დროისთვის უკვე 250 000-მა ფანმა მოაწერა ხელი. ამასობაში, გაზეთი ”მირორი” ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ კლარკსონს უკვე აქვს გრანდიოზული შეთავაზებები სხვა, კერძო ტელეკომპანიებისგან (როგორც იცით, BBC სახელმწიფო ტელეკომპანიაა).
აქვე ისიც ვთქვათ, რომ გინესის წიგნის თანახმად, Top Gear მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პოპულარული სატელევიზიო გადაცემაა, რომელსაც ყველა სხვა გადაცემაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. Top Gear 100-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა.
იხილეთ ასევე:
ჯერემი კლარკსონის 10 ცნობილი გამონათქვამი
