ჯიპი ყოველი შემთხვევისთვის
ჯიპი ყოველი შემთხვევისთვის
13.03.2015
”ჯიპი” ახალ გზას დაადგა. როგორ დადის ამერიკული ყველგანმავალი, რომელსაც იტალიური ”ფიატის” გენები აქვს? ამ კითხვაზე პასუხს AUTO BILD-ის პირველი ტესტ-დრაივი გაგცემთ.

ახალი Jeep Renegade თავგადასავლებით აღსავსე ავტომობილია. არა მარტო იმიტომ, რომ ”ჯიპმა” ბოლოს და ბოლოს შექმნა ”ოპელ მოკას” ან ”ნისან ჯუკის” დარი ახალი მოდელი, არამედ მართლაც იმიტომ, რომ ეს მანქანა თავის მფლობელს მართლაც ბევრი სიურპრიზით გააოცებს. სიურპრიზები ავტომობილში დამალულია - უბრალოდ, უნდა აღმოაჩინო და მერე ტაში დასცხო.

Auto Bild
ვერტიკალური ცხაურა, დიდი და მრგვალი მაშუქები, კუთხოვანი თაღები - თანამედროვე ყოველდღიურობაში Jeep Renegade სასიამოვნოდ თავისებური ტიპია

სადაა დამარხული ძაღლის თავი? საით მიდის საქარე მინაზე გამოსახული Willy’s ”ჯიპი”? ავტომობილი ფაქტობრივად დამალობანას გეთამაშება, გართობს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მილიტარისტული ფესვების მქონე მარკას ასეთი გასართობი ტიპი აქამდე არასდროს გამოუშვია.

”ჩვენს ახალ და ახალგაზრდა დიზაინერებს დავავალეთ, რომ ყველაზე უცნაური იდეები მოეფიქრებინათ და განეხორციელებინათ,” - გვეუბნება კლაუს ბუსე, რომელიც Chrysler/Jeep-ის ინტერიერზე აგებს პასუხს.

ვიზუალური მსგავსება უძველეს Jeep-თან

რბილად რომ ვთქვათ, შედეგი მართლაც შთამბეჭდავია. Renegade გარეგნულად ისეთი ავტომობილია, მაშინვე უძველეს ”ჯიპს” მოგაგონებთ. მაგალითად ვერტიკალური ცხაურით, მრგვალი თვალებით, საბურავების დაკუთხული თაღებით ან ციცაბო საქარე მინით. ავტომობილში ჩაჯდომა უაღრესად კომფორტულია, რაც დიდი კარების დამსახურებაა. ჭერიც მაღალია, რაც სალონში სივრცეს ქმნის. აი, უკანა სავარძელზე კი სივიწროვეა და მის უკან პრაქტიკული მიდგომა აღარ ჩანს. მაგალითად, საბარგული კონკურენტებისაზე ვიწროა, საბარგულის კარის გასაღები ღილაკი კი ქვემოთაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთარში თითი გაგიჭუჭყიანდება - როგორც ადრინდელ ”ფიატებში”.

Auto Bild
იტალო-ვესტერნი: კუთხოვანი ფორმების მქონე Jeep Renegade-ს მიღმა ”ფიატის” ტექნიკა იმალება

ბევრი ნაწილი ფიატისგან

ეს პატარა SUV პირველი ”ჯიპია”, რომელიც ამერიკიდან ძალიან შორს, სამხრეთ იტალიურ ქალაქ მელფიში იწარმოება - იქ, სადაც ”ფიატ პუნტოებს” უშვებდნენ. შესაბამისად, არ გვიკვირს და ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია, რომ Renegade-მ ”ფიატისგან” საკმაოდ ბევრი ნაწილი მიიღო. მაგალითად, ჩამრთველები, გასართობი სისტემები და ძრავებიც კი. ბენზინის სამი ხელმისაწვდომი აგრეგატის სიმძლავრე 120-დან 170 ცხენის ძალამდეა, დიზელისაც 120-დან 170-მდე. ეჭვი არ გვეპარება, რომ ბესტსელერი 1.4-ლიტრიანი Turbo იქნება, რომლის სიმძლავრე 140 ცხენის ძალაა და რომლის მეშვეობითაც Renegade 100 კმ/სთ-მდე 9,3 წამში ჩქარდება.

Auto Bild
კლასიკური, რუსტიკალური კოკპიტი ზედმეტი მდიდრულობის გარეშე: წინა მგზავრისთვის განკუთვნილი ხელჩასაჭიდი Jeep-ის იმიჯს შეეფერება

ეს ერთობ უხმაურო მოტორია, რომლის ხმა ნამდვილად არ შეგაწუხებთ. ძრავა თავს მხოლოდ საწვავის ავზის დაცლისას შეგახსენებთ: ტესტ-დრაივის დროს ბორტკომპიუტერმა 100 კილომეტრზე საშუალოდ 9,2-ლიტრიანი ხარჯი გვიჩვენა. სავალი ნაწილი ”ჯიპისთვის” დამახასიათებელი სიხისტისა და კომფორტის ნაზავით გამოირჩევა. სტაბილურ სვლას შესანიშნავად ფუნქციონირებადი ESP უზრუნველყოფს.

სადაა მისი ადგილი?

ვერ ვიტყვით, რომ იტალიელებს სრულამძრავიანი ავტომობილი ენატრებოდათ - Renegade სავარაუდოდ პირველი ”ჯიპი” იქნება, რომელსაც 4x2-ით უფრო იყიდიან, ვიდრე 4x4-ით. მარკის ეგოს ყველაზე მეტად Trailhawk-ვერსია გამოხატავს, რომელსაც სრული ამძრაობა და დამადაბლებელი გადაცემა აქვს. ჩვენს მიერ გატესტილი ვერსიის სტიქია კი ისეთი ადგილებია, სადაც 1,4-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი Renegade-ს მძღოლმა უნდა დაამტკიცოს, რომ დედიკოს ბიჭი არაა.

ერთიც ვნახოთ, აღმოაჩნდებათ თუ არა მის მფლობელებს საკმარისი იუმორის გრძნობა საიმისოდ, რომ სიურპრიზები აღმოაჩინონ: ძაღლის თავი საწვავის ავზის სახურავშია დამარხული ობობას სახით, Willys კი საქარე მინაზე, დაბლა, მარჯვნივ მიდის...

Auto Bild
ტესტ-ტური: Jeep Renegade AUTO BILD-ის ავტორმა იოახიმ შტაატმა გატესტა

Jeep Renegade 1.4 MultiAir
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 1368 სმ3; სიმძლავრე: 103 კვტ (140 ცხ. ძ.)/5500; ბრუნის მომენტი: 230 ნმ/1750; მაქსიმალური სიჩქარე: 180 კმ/სთ; აჩქარება: 0-100 კმ/სთ: 9,3 წამში; ამძრაობა: წინა; გად. კოლოფი: 6-საფეხურიანი; ავზის მოცულობა: 48 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4255/1805/1697 მმ; ბაზა: 2570 მმ; კლირენსი: 175 მმ; საბარგულის მოცულობა: 351-1297 ლიტრი; წონა: 1395 კგ; საწვავის ხარჯი (EU-შერეული): 6,0 ლ. Super/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 140 გ/კმ

პირველი შთაბეჭდილება: კომპაქტური SUV-ები ლამის ყველა ერთმანეთს ჰგავს. კარგია, რომ Jeep ამ მოდას არ აჰყვა და თავის სტილს არ უღალატა. თუმცა ინტერიერში ციცაბო საქარე მინა მძღოლისგან ზედმეტად შორსაა.

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
ოპელის ახალი ელექტრომობილი
2016-08-24 11:19:51
”ოპელი” 2017 წლიდან ახალ ელექტრომობილს შემოგვთავაზებს. ეს გახლავთ Opel Ampera-e, რომელსაც BMW i3-ზე მეტი ძალა აქვს, აჩქარებით კი ”ოპელის” სპორტულ მოდელებსაც კი გაუწევს კონკურენციას.
სრულად
Cat Image
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
ნინო გაჩეჩილაძის დახვეწილი თანამედროვე ბინა
სამი დიდი სახლი, 10 მიწის ნაკვეთი, სამი ბინა და რვა აგარაკი - ვლადიმერ ჟირინოვსკის ქონება (+ფოტოები)
ამ ქალაქებში ხალხს იმაში უხდიან ფულს, რომ იქ იცხოვრონ!
იყიდება კერძო სახლი წყნეთში
ბიგლის ლეკვები იმპორტი ხარისხის
ქირავდება სასაწყობე და საწარმოო ფართი გლდანში
იყიდება 2-ოთახიანი დიდ დიღომში
ლა ლიგა. II ტური: "რეალი" ტონი კროოსმა იხსნა [VIDEO]
უმაღლესი ლიგა. IV ტური: "ტორპედო" ქუთაისში შერცხვა
ჟამი შედეგების დათვლისა - როგორ უნდა შეფასდეს რიოში საქართველოს გამოსვლა
სხვა სიახლეები
BMW-ს გიგანტი
16.06.2015
X6 ჯერ ისე რა არის და, წარმოიდგინეთ, რა იქნება M-პაკეტით, 575 ცხენის ძალით
სრულად
8 ცილინდრი და ალილუია
27.05.2015
Downsizing-მა უკვე ტვინი წაიღო, მაგრამ საბედნიეროდ, ”ფორდი” ახალ F-150-ში V8-ს არ ღალატობს
სრულად
მეორადები: რამდენად გამძლეა Volvo XC90?
11.05.2015
”ვოლვოს” ავტომობილები ადრე სამაგალითო გამძლეობით გამოირჩეოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში შვედურ კომპანიას იმიჯი შეელახა
სრულად
ყველაზე კითხვადი
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
ოქროს საჭე 2016: მიეცით ხმა თქვენს ფავორიტებს!
რა პრობლემებს აწყდებიან ყველაზე ხშირად აჭარაში ჩასული ტურისტები
საქართველოს ულამაზესი ადგილები, რომლის ნახვა 15-20 ლარად შეგიძლიათ
სინგაპურში პირველი უპილოტო ტაქსი ჩაუშვეს
N81 აგვისტო 2016
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
ოქროს საჭე 2016: მიეცით ხმა თქვენს ფავორიტებს!
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz A-Klasse ყველა 1200 $
Mercedes-Benz E 230 2000 $
იყიდება სასწრაფოდ! ტოიოტა რავ ჩიტირი
მოგემსახურებით TOYOTA-ს ფირმის მინივენით