88 წლის ელიზაბეთ II ისევ ახალ მძღოლს ეძებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის განუმეორებელი სამსახური, რაშიც ეჭვი ისედაც არავის ეპარება. განცხადებაში ასევე წერია, რა ელის ბრიტანეთის დედოფლის პოტენციურ პირად მძღოლს:

► თქვენ მოგიწევთ დედოფლის შეჯავშნული ”ბენტლის” მართვა. დედოფალი ძირითადად სწორედ ამ ავტომობილით გადაადგილდება. გარდა ამისა, ხშირად დადის ”როლს-როისით” და სხვა მდიდრული ლიმუზინებით. ასევე, უნიკალური ეტლით.
► აუცილებელი მოთხოვნაა, გქონდეთ პირველი კლასის მანერები და იყოთ თავდაჯერებული. აუცილებელია დიპლომატიურობაც და უნდა შეგეძლოთ დედოფლის დახმარება. ცხადია, რომ უნდა შეგეძლოთ საიდუმლოს შენახვაც - არ უნდა იყოთ ენაჭარტალა.
► ყოველთვის უნდა შეგეძლოთ სწორი და სწრაფი გზის პოვნა - მაშინაც კი, როცა დრო ძალიან ცოტაა.
► სამუშაო საათები: კვირაში 48 საათი, ორშაბათიდან შაბათამდე.
► იმ დროს, როცა დედოფალს ან მისი ოჯახის წევრებს მძღოლის რანგში არ ემსახურებით, უნდა მოუაროთ მის ავტოპარკს.
► ისაუზმებთ, ისადილებთ და ივახშმებთ სამეფო ოჯახის მომსახურე პერსონალთან ერთად. საკვების ფული ჩამოგეჭრებათ ხელფასიდან.
► და ყველაზე მთავარი: ხელფასი წელიწადში 23 000 ფუნტი. თვეში დაახლოებით 2 800 ევრო გამოდის...
ეს ნამდვილად არ არის სამეფო ჯამაგირი...
