ამერიკული ფერარი
ამერიკული ფერარი
16.03.2015
”ფორდმა” დეტროიტში ლურჯი საოცრება გვიჩვენა, რომელსაც ამერიკული ”ფერარი” ვუწოდეთ . ცხადია, რომ ეს ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა

მოდით, ასე ვთქვათ: არსებობს გაცილებით ქარიზმატული საავტომობილო მარკები, ვიდრე ეს, ლურჯი, ოვალური ლოგოტიპით. Ford - ვინც ამ სიტყვას ამბობს, სუპერსპორტულ და ქარიზმატულ სუპერქარს არ იგულისხმებს. და ამ სიტყვის წარმოთქმისას ერთი წამითაც არ იფიქრებს ”ფერარიზე”. ვინც ამ ავტომობილს შეხედავს, თუ სახელწოდება არ იცის და ლოგოც ვერ დაინახა, ვერ წარმოიდგენს, რომ მის წინ დგას ”ფორდი”, რომელიც დეტროიტის ავტოშოუს უმთავრესი გმირი იყო და თვით ”ფერარიც” კი დაჩრდილა. რეაქციები გაინტერესებთ? ”WOW, უბრალოდ WOW!” - მიჩურჩულა კოლეგამ და ფოტოაპარატი ჩააჩხაკუნა. ფაქტია: ახალი GT-ს სახით ”ფორდმა” წარმოგვიდგინა სუპერსპორტული ავტომობილი, რომელსაც თამამად შეუძლია საოცნებო ავტომობილების გვერდით დადგომა.

მაინც რატომ გადადგა ”ფორდმა” ასეთი ნაბიჯი? ”მეც, შენც და ყველამ კარგად იცის, რატომაც, - მეუბნება შეფ-ტექნიკოსი რეი ნეირი და დასძენს, - ყველამ იცის, რომ ამას აზრი აქვს. ასეთი ავტომობილები კარგია ბიზნესისთვის. ეს მანქანა ახალ, ახალგაზრდა და ამბიციურ კლიენტებს მოგვიყვანს.”

Auto Bild
მორეი კალუმი, ფორდის შეფ-დიზაინერი: ”ეს არ უნდა ყოფილიყო წინამორბედის ახლებური ასლი. ჩვენ სრულიად ახალი სტილის, თანამედროვე სპორტქარი შევქმენით!”
”ეფექტიანობის გასაღები აეროდინამიკაა,” - ამბობს ტექნიკის შეფი რეი ნეირი.


გასაგებია, მაგრამ ვინ იყიდის ”ფორდს” იმ დროს, როცა ”ფერარის” ყიდვა შეუძლია? ამ კითხვაზე ნეირი თავს უარის ნიშნად აქნევს და მეუბნება: ”საკითხის ასე დასმა არასწორია. GT ულტიმატიური ”ფორდია”, ჩვენი მთავარი გმირი, სავიზიტო ბარათი ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ინოვაცია, აეროდინამიკა და ამძრაობა. მასში ნახავთ ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც ჩვენი სხვა მოდელებისთვისაც საინტერესო იქნება.” ამ სიტყვების შემდეგ კი ყველა ეჭვის მოხსნა შემდეგი წინადადებით უნდა: ”სიმძლავრისა და წონის შეფარდებით (კილოგრამი ერთ ცხენის ძალაზე) ეს საუკეთესო სერიული ავტომობილი იქნება მთელს მსოფლიოში!”

ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, მაგრამ ჩნდება კითხვა: როგორ? თანაც, ”ფორდი” ტექნიკურ დეტალებს ჯერ სრულად არ გვიმხელს. ის, რაც ვიცით და ჩანს, ესენია: ბევრი კარბონი და ალუმინი, 20-დუიმიანი დისკები, შასი ხისტი დაკიდებით და რეგულირებადი კლირენსი, კარბონის მუხრუჭები და ”Full Active” აეროდინამიკა იმისათვის, რომ წინააღმდეგობის კოეფიციენტი და გაგრილება იდეალური ყოფილიყო.

Auto Bild
”ფორდის” მიზანი იყო, შეექმნა მანქანა GT40-ის პათოსით, მაგრამ ყოველგვარი რეტრო-დიზაინის გარეშე. ამ ავტომობილით ამერიკელები მომავალს უმიზნებენ

Auto Bild

კარგია, კარგი. მაგრამ დანარჩენი? კიდევ რას გვპირდება ”ფორდის” სუპერსპორტული ავტომობილი? როგორ უნდა გაუწიოს კონკურენცია სხვებს? პირველ რიგში ძრავა გვაინტერესებს. გვეუბნებიან, V6 იქნებაო. აღიარებენ, რომ საუბარია მხოლოდ Biturbo-V6-ზე, მაგრამ რაც უნდა იყოს, V6-ია. არა V8! და ეს ყველაფერი ამერიკის საუკეთესო ავტომობილში - ქვეყნისა, რომლის სავიზიტო ბარათი საავტომობილო კუთხით სწორედ V8 ძრავებია. ნეირს არ უკვირს ჩემი გაკვირვება და თანამედროვე არგუმენტიც მზად აქვს: ”ყველაზე მთავარი ეფექტიანობაა. ამ თვალსაზრისით კი, 3,5-ლიტრიან V6-ს მეტი სიმძლავრე მოაქვს, ვიდრე ჩვენს 6,2-ლიტრიან V8-ს.”

”ფორდი” 600 ცხენის ძალაზე მეტს გვპირდება - სიმძლავრეს, რომელიც ავტომობილის შუიდან 7-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფის მეშვეობით უკანა ბორბლებს უნდა გადაეცეს. აქვე ჩნდება კითხვა ჰიბრიდული ვერსიის თაობაზე, რომელსაც ”ფორდის” ობერტექნიკოსი მაშინვე უარყოფს: ”ჰიბრიდული ამძრაობისთვის GT ნამეტანია, რადგან წონა ზედმეტად გაიზრდებოდა,” - ვერაფერს იტყვი, ჭკვიანი კაცია.

ავტომობილის საოცარი გარეგნობა შეფ-დიზაინერ მორეი კალუმის დამსახურებაა. ეს უკანასკნელი ”იაგუარის” შეფ-დიზაინერის, იან კალუმის ძმაა. ფორდელი კალუმის თქმით, ახალი Ford GT-ს დიზაინი არაფრისდიდებით არ უნდა ყოფილიყო მორიგი რეტრო მცდელობა, რადგან ასეთი ნაბიჯი ”ფორდმა” ერთხელ უკვე გადადგა და ეს მისია 2004 წელს შეასრულა GT-მ, რომელიც პირდაპირ მეოცე საუკუნის 60-იანი წლების ლეგენდარულ GT40-ს გვაგონებდა.

Auto Bild
V8 გუშინ იყო. ახალ GT-ს ტურბირებული V6 აგრეგატი უგუგუნებს. ძრავის 3,5-ლიტრიანი მოცულობიდან 600 მეტი ცხენის ძალა ”იწურება”

”ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა მანქანა GT40-ის პათოსით, მაგრამ ყოველგვარი რეტრო-დიზაინის გარეშე. ჰო, ამასაც აქვს ბევრი ისეთი დეტალი, რაც ბებერს გვახსენებს, მაგრამ ძირითადად მაინც სრულიად სხვა, თანამედროვე დიზაინია,” - ეს სწორედ შეფ-დიზაინერის სიტყვებია. ანუ, რეტრო-ავტომობილი კი არაა, არამედ თანამედროვე სუპერსპორტული მანქანა.

შეხედავ და მართლა მოგეწონება. მათთვის, ვინც არ იცის: ”ფორდი” ამარცხებს ”ფერარის”! - ეს არც ოცნებაა, არც მოჩვენება და არც სიზმარი. ეს რეალობაა. ყოველ შემთხვევაში, რეალობა იყო მაშინ - 50 წლის წინათ.

ყველაფერი 1962 წელს დაიწყო. ენცო ფერარი თავისი ბიზნესის გაყიდვას გეგმავდა, ჰენრი ფორდს კი ამ შანსის ხელიდან გაშვება არ უნდოდა. წინასწარი მოლაპარაკებები ნაყოფიერად წარიმართა და შეთანხმება თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ”დიდმა ბებერმა” ბოლოს უარი თქვა - იმიტომ, რომ იფიქრა, ”ფორდის” გლობალური ბიუროკრატია მის ”რაიხს” დაანგრევდა. წარმოგიდგენიათ, როგორ განრისხდებოდა ჰენრი ფორდი? სიბრაზისგან გადარეულმა ფორდმა თავის ინჟინრებს უბრძანა, სასწრაფოდ შეექმნათ ავტომობილი, რომელიც ”ფერარის” დაამარცხებდა. ლე მანზე, რაღა თქმა უნდა.

Auto Bild
რამდენად ახლოსაა ეს GT სერიულ მოდელთან? ”ფორდის” შეფების თქმით, დეტროიტში ნაჩვენები GT 95 პროცენტით ასახავს იმ სერიულ ვერსიას, რომელიც 2016 წლიდან გაიყიდება. ცვლილებები, ისიც მცირე, მხოლოდ სარკეებსა და მაშუქებს შეეხება

მანქანა 1964 წელს, ინგლისური სარბოლო ავტომობილების სტუდია Lola-ს დახმარებით ჩადგა ფორმაში. GT40-ში 40 იმას ნიშნავდა, რომ სიმაღლეში მხოლოდ 40 დუიმი იყო - ანუ, 101,6 სანტიმეტრი. და ჰენრი ფორდის ბრძანება ლე მანის რბოლებზე შესრულდა: მისმა მანქანამ მოიგო. თანაც ოთხჯერ - 1966-დან 1969 წლამდე. ის ფაქტი, რომ ამერიკელები თავიანთ სხვადასხვა ვერსიებში 12-ცილინდრიან ძრავას მაინც არ დგამდნენ, არამედ V8 აგრეგატზე აკეთებდნენ აქცენტს, ”ფერარის” შეფებს კიდევ უფრო მეტად აგიჟებდა. სულ 124 ცალი GT40 გამოვიდა და ყველა ინგლისში და ამ ავტომობილების შემთხვევაში სპორტულ წარმატებასთან ერთად, დაუვიწყარი იყო მისი დიზაინიც. სარბოლო ავტომობილების სილამაზის რეიტინგში GT40 არა მარტო მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ლიდერობდა, არამედ დღემდე ერთ-ერთი ფლაგმანია.

აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გასაგები და ნამდვილად ლოგიკურია ის, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში ”ფორდიც” აჰყვა რეტრო მოდას და როცა Ford GT-ს რეტრო ვერსიას ქმნიდნენ, ამერიკელები ძირითადად 60-იანი წლების ლეგენდარულ მოდელზე ფიქრობდნენ. Ford GT (40-ის გარეშე, რადგან სიმაღლეში 43 დუიმი იყო) სცენაზე 2004 წელს გამოვიდა. ეს გახლდათ ძველი გმირის მოდერნიზებული ვერსია, რომლითაც ”ფორდმა” ლეგენდა გააცოცხლა. კომპორესორიანი V8 ძრავის სიმძლავრე სერიულად 550 ცხენის ძალა იყო და საოცნებო ”ფორდი”, რომლის მაქსიმალური სისწრაფე 330 კმ/სთ გახლდათ, 177 000 ევრო ღირდა. ორ წელიწადში ”ფორდმა” 4 038 ეგზემპლარი გამოუშვა.

Auto Bild

რამდენ ეგზემპლარად უნდ აგამოვიდეს ახალი ჰიპერ GT, რომელსაც ასევე ”ფერარის” წინააღმდეგ სურს გალაშქრება? საუბარია დაახლოებით 1600 ეგზემპლარზე, ფასი კი 2004 წლის GT-ზე მეტი იქნება. თუმცა მანამდე მაინც დროა საჭირო. ”პროექტი მხოლოდ 14 თვის წინ წამოვიწყეთ. 8-დიზაინერისგან შემდგარი ჯგუფი საიდუმლო დარბაზში მუშაობდა და ეს ავტომობილი დღემდე მხოლოდ 50 კაცს ჰყავდა ნანახი და ეს ადამიანებიც ჩვენი კონცერნელები არიან,” - ამბობს დიზაინერი კალუმი და იქვე დასძენს, ეს ”Skunkwork Project” იყოო, ანუ, საიდუმლო პროექტი. მუშაობდნენ მხოლოდ საღამოობით და ისიც შაბათ-კვირას.Auto Bild

”ფორდის” ბოსები გვეუბნებიან, რომ ეს ქმნილება საბოლოო ვერსიას 95 პროცენტით ასახავს. და როდის? როდის გამოვა საბოლოო ვერსია? ”ფორდმა” GT40-ით ლე მანი პირველად 1966 წელს მოიგო. ახალი GT-ს გამოშვება ამ გმირობის ზუსტად 50-წლიან იუბილეზე იგეგმება. ანუ, 2016-ში.

დასკვნა
კარგია, რომ ”ფორდმა” რეტრო-დიზაინი არ გაიმეორა, რადგან წინამორბედ GT-ზე გაცილებით უკეთეს ტიპს მაინც ვერ შექმნიდა. ახალი სუპერ-ჰიპერ-”ფორდი” კი სრულიად თავისებური სტილით გამოდის, ჩვენ კი უკვე ძალიან გვაინტერესებს, უჩვენებს თუ არა ”ფორდი” ”ფერარის” სეირს კიდევ ერთხელ.
ვოლფგანგ კიონიგი

ისტორია: FORD GT

Auto Bild
შურისძიება: 1966. ლე მანის რბოლაზე პირველი სამი ადგილი Ford GT40-ებმა დაიკავეს. თერთმეტი წარმოდგენილი ”ფერარიდან” (გამარჯვებული 1960-65 წლებში) საუკეთესო ათეულში მხოლოდ ერთმა შეაღწია

Auto Bild
სერიული გამარჯვებული: 1964-დან 1968 წლამდე GT40-ის 134 ეგზემპლარი გამოვიდა. 1966-დან 1969 წლამდე ეს მანქანა ლე მანის რბოლებს ზედიზედ იგებდა.

Auto Bild
რეტრო-მოდელი: გარეგნობით თითქმის იდენტური გახლდათ, ტექნიკა კი თანამედროვე ჰქონდა: ეს გახლავთ 2004 წლის Ford GT, რომლის 4 038 ეგზემპლარი გაიყიდა.

Auto Bild
მომავალი: ახლა კი ”ფორდმა” რეტროზე უარი თქვა და ლეგენდა სრულიად ახალ სტილში გააცოცხლა. გაყიდვები გაისად იწყება.

► ახალი Ford GT
დებიუტი: 2016 ● წარმოშობა: აშშ ● დაგეგმილი რაოდენობა: 1600 ● განსაკუთრებული ნიშანი: ლეგენდარული GT40-ის ციტირება რეტროს გარეშე ● ტექნიკა: სუპერსპორტული მანქანა კარბონის კანით, 3,5-ლიტრიანი V6-Biturbo ძრავითა და 600-ზე მეტი ცხენის ძალით ● ჩვენი დასკვნა: გამოუშვით!
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
ჯაბა კანკავა: დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ
ჩერნოგორიელმა ფანებმა რუსეთის ნაკრების მეკარეს მაშხალა თავში მოარტყეს, მატჩი ჩაიშალა [VIDEO]
შოთა არველაძე: ამის გამო შენს ნაკრებს არ უნდა დაუსტვინო
სხვა სიახლეები
სულ სხვა ამბავი ადამსა და ევაზე
13.02.2015
თქვენ ფიქრობთ, რომ ევას ვერავინ ვეღარაფრით გააკვირვებს? ცდა ბედის მონახევრეაო, ამბობს ახალი ადამი და თავისას ცდილობს
სრულად
ჯაბახანა 431 ცხენის ძალით პანამერას ეჯიბრება
23.07.2014
რას ნიშნავს მდიდრული ავტომობილი და არის თუ არა ყველა 100 000-ევროიანი მანქანა ერთნაირი? გადავწყვიტეთ, ლუქს-კლასისთვის სხვა თვალითაც შეგვეხედა
სრულად
ჰერ მაი, რატომ მოიპარეთ ქაშქაი?
26.05.2014
”ნისანმა” ახალი ”ქაშქაის” პრეზენტაცია ესპანეთში გამართა. AUTO BILD-ის რეპორტიორმა ანდრეას მაიმ იაპონელთა ახალი ქროსოვერით აკრძალული მოგზაურობა მოიწყო
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Volkswagen Passat 6500 $
Nissan Skyline 2700 $
Honda Stream 2500 $
Nissan X-Trail 3400 $