შესრულებული მისია
16.03.2015
1972 წელს ”ვოლვოს” ერთმა ინჟინერმა 6-ცილინდრიანი ძრავის მქონე სედანის წინა და კომბის უკანა ნახევარი შეაერთა . ”ვოლვოში” ეს იდეა არ მოეწონათ. არადა, რამდენიმე წლის შემდეგ ევროპა სწორედ კომბი-კლასმა მოიცვა

ფრედრიკ ნიბალდი და მისი Volvo 165 – ეს არაღიარებული იდეის ისტორიაა. ”ისეთი განცდა მქონდა, რომ მისია მქონდა დაკისრებული და თუ მას ვერ შევასრულებდი, მთელი ცხოვრება დავიტანჯებოდი, - აცხადებს ნიბალდი და დასძენს, - ჩემი მისია ამ ავტომობილის გადარჩენა იყო!”

ეს ავტომობილია ”ვოლვო”, რომელიც ფაქტობრივად ორი ”ვოლვოა”. წინა მხარეს მაღალი კლასის სედანი 6-ცილინდრიანი ძღავით, უკან კი საშუალო კლასის კომბი, რომელსაც 4-ცილინდრიანი აგრეგატი ჰქონდა. 1972 წელს ფრედრიკმა ეს ორი მანქანა ხელით შეაერთა.

Auto Bild
ძვირფასი მასალები სალონში. ეს იყო პირველი მდიდრული კომბის იდეა

ნამუშევრის ავტორი შვედი ავტოჟურნალისტი და ოლდთაიმერების ენთუზიასტი გახლდათ, რომელმაც უყურადღებოდ არცერთი დეტალი არ დატოვა. შესაბამისად, ავტომობილის გადარჩენის პირველი მცდელობები, რა თქმა უნდა, გაზეთის ფურცლებზეა აღნუსხული. ნიბალდმა დავიწყებული მანქანის ფოტოები ოლთაიმერების განცხადებების გვერდზე აღმოაჩინა - ეს გახლდათ მდიდრული სედანი 164. ”მდიდრული კომბის იდეა მაშინვე მომეწონა, - იხსენებს ფრედრიკი, - და აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ ისე კარგად იყო გაკეთებული, როგორც სერიული ავტომობილი. ამ მანქანას ისე ვუყურებდი, როგორც ”ვოლვოს” მიერ ხელიდან გაშვებულ შანსს.”

ავტომობილი შეიქმნა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ”მერსედესი” თავის T-Modell-ს გამოუშვებდა და კომფორტული კომბების კლასს ევროპაში დაამკვიდრებდა. თანაც, ”მერსედესმა” ეს იდეა სწორედ ”ვოლვოს” ინჟინრისგან აიტაცა. ეს გახლდათ ერთი შეხედვით მარტივად განხორციელებული იდეა: სედან 164-ისა (6-ცილინდრიანი ძრავით) და კომბი 145-ის (4-ცილინდრიანით) შერწყმა. რაკი ორივეს ერთი პლატფორმა ჰქონდა, საქმე არ გართულებულა. მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელებმა ვერ გარისკეს - მათ შეეშინდათ, რომ მდიდრული კომბი თავად 164-ის იმიჯს შელახავდა...

Auto Bild
იმ დროისთვის ამხელა საბარგული უჩვეულო იყო

ახლო წარსულში ნიბალდმა ამ მანქანის პოვნა გადაწყვიტა და პრინციპში, არ გასჭირვებია, რადგან შვედეთში კონკრეტული ავტომობილის პოვნა ძნელი არ არის: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოძებნოს ნებისმიერი ავტომობილის მფლობელი, რომელიც შვედეთშია რეგისტრირებული. ნიბალდმა სასურველ ეგზემპლარს სტოკჰოლმიდან 180 კილომეტრში მიაგნო. თურმე, მფლობელი სამი თვის წინ გარდაცვლილიყო. ”მანქანა სულ მტვერში იყო, თუმცა ეს ფაქტი მას კიდევ უფრო ალამაზებდა,” - ამბობს ნიბალდი.

თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შთამომავალს მანქანის გაყიდვა არ უნდოდა. ჩვენი გმირი კი მაინც არ დანებდა და რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ ერთხელ გააგზავნა მოთხოვნა ამ მანქანის მფლობელის მოსაძებნად და ნახეთ: ავტომობილს უკვე ახალი მფლობელი ჰყავდა. ნიბალდს სხვა აღარაფერი დარჩენოდა, თუ არა ახალი მფლობელისთვის მილოცვა და მასთან უბრალოდ კავშირის შენარჩუნება. გავიდა კიდევ ორი წელი და ავტომობილმა კაპიტულაცია გამოაცხადა, რამაც ნიბალდს ახალი შანსი მისცა. მართალია, მანქანა დადიოდა, მაგრამ უკვე ძალიან შელახული იყო და ხეირიანი რესტავრირებისთვის დიდი ფული სჭირდებოდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ნიბალდმა სასურველი მანქანა ხელში ჩაიგდო და მის რესტავრაციას დაახლოებით 30 000 ევრო დაახაჯრა.

შესრულებულია თუ არა მისია? ”ამ მანქანასთან ერთად გამოვიარე და გამოვცადე ყველაფერი, რისი გამოცდაც მინდოდა,” - ამბობს ნიბალდი. ასე რომ, მისია შესრულებულია.
ჰენინგ ჰიტცე

Auto Bild
1972 წელს 6-ცილინდრიანი ძრავა კომბის წესით არ უნდა ჰქონოდა

► VOLVO 165 E
გამოშვების წელი: 1972 ● გამოშვების ქვეყანა: შვედეთი ● განსაკუთრებულობა: ამ მანქანის სერიული წარმოებისთვის ყველაფერი მზად იყო, მაგრამ შეფებმა ვერ გარისკეს ● ტექნიკა: R6 2978 სმ3; 118 კვტ (160 ცხ. ძ.)/5500; 4-საფ. გად. კოლოფი; ბაზა: 2,72 მ (როგორც 164-ს)


► სხვათა შორის: 70-იანი წლების დასაწყისში მდიდრული კომბის გამოშვება ვერც ”მერსედესმა” გარისკა. შტუტგარტელებმა თავიანთი T-Modell 1977 წლის ფრანკფურტის ავტოშოუზეღა წარმოადგინეს.

► მფლობელი: ფრენდრიკ ნიბალდი
დაიბადა 1972 წელს; ცხოვრობს სტოკჰოლმში; მუშაობს ჟურნალისტად ანტიკვარული ავტომობილების შვედურ ჟურნალ ”კლასიკერში”; ასევე ჰყავს 60-იან წლებში გამოშვებული Mini და ახლახან შეიძინა თავისი ოცნების ავტომობილი Volvo 240 GLT

Auto Bild

ასევე იხილეთ:

გა-SUV-ებული სედანი
Auto Bild

ახალი Volvo XC90: სოლიდურობა ჩრდილოეთიდან


აი, ასეთი ლამაზი შეიძლება იყოს კომბი
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
დღეს "დინამო არენას" სალაროებში 15-ლარიანი ბილეთები გაიყიდება
ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]
საქართველო VS გერმანია - ზუსტად 20 წლის შემდეგ
სხვა სიახლეები
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
26.03.2015
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
რა მანქანებით დადიან გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები?
25.03.2015
მსოფლიოს ჩემპიონებს ბევრი ფული აქვთ და საუკეთესო ავტომობილების შეძენა შეუძლიათ
სრულად
ევროპელები თავიანთ მანქანებს ელაპარაკებიან და ეჩხუბებიან კიდეც...
25.03.2015
საკუთარი ავტომობილისთვის სახელის დარქმევა ან მეტსახელის შერქმევა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მანქანასთან საუბარი ან, მით უმეტეს, ჩხუბი?
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 11°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
BMW X5 12000 $
Opel Zafira 3800 $
Mercedes-Benz C 200 3600 $
Mercedes-Benz CLK 200 4300 $