როგორც ირკვევა, კლარკსონი და ტიმონი ერთმანეთს ერთ-ერთ სასტუმროში წაეკიდნენ - ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჯერემიმ თავის შეფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. BBC-ის სპეციალური კომისია მომხდარს დღემდე იკვლევს და როგორც იცით, საკულტო მოდერატორი ამ დროისთვის დისკვალიფიცირებულია. კომისიამ დასკვნა ამ დღეებში უნდა დადოს და თან დროც აღარ ითმენს, რადგან კლარკსონს BBC-სთან კონტრაქტი მარტის ბოლომდე აკავშირებს.

ჯერემი კლარკსონი წინა კვირაში ჩემპიონთა ლიგის მატჩს (ჩელსი-პსჟ) დაესწრო
მიუხედავად კლარკსონის ბოდიშისა, BBC სიმკაცრეს ინარჩუნებს: აქტუალური Top Gear-ის ბოლო სამი ეპიზოდი არ გაშვებულა. კვირას საღამოს BBC-მ Top Gear-ის დროს დოკუმენტური ფილმი განმეორებით უჩვენა.
მაინც რატომ მოუვიდა კლარკსონს BBC-ის შეფებთან უთანხმოება? ჩვენი ინგლისელი კოლეგების ინფორმაციით, ჯერემის არაერთხელ მოუწოდეს, რომ შეეწყვიტა სხვა ეროვნების ხალხზე ხუმრობა. მოუწოდებდნენ, რომ ამოეღო ხუმრობები სხვა ეროვნების წარმომადგენლების შესახებ. საქმე ისაა, რომ BBC-ის არერთხელ მოუხდა ბოდიშის მოხდა რასისტული ხუმრობების გამო.
გინესის წიგნის თანახმად, Top Gear მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პოპულარული სატელევიზიო გადაცემაა, რომელსაც ყველა სხვა გადაცემაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. Top Gear 100-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა.
ასევე იხილეთ:
სკანდალი Top Gear-ში:
კლარკსონს ბოსი შემოეალახა!

ჯერემი კლარკსონის 10 ცნობილი გამონათქვამი
